„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს კანონი (1)
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
მუხლი 1. „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №8, 2000 წელი, მუხ. 12) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) კორუფციული სამართალდარღვევა ან თანამდებობრივი მდგომარეობის მართლმსაჯულებისა და სამსახურებრივი ინტერესების საზიანოდ გამოყენება. კორუფციულ სამართალდარღვევად ჩაითვლება „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დარღვევა, თუ იგი არ იწვევს სისხლისსამართლებრივ ან ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას;“. 2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დისციპლინური სამართალწარმოების პროცესი კონფიდენციალურია. იმ მოსამართლეს, რომლის მიმართაც დისციპლინური სამართალწარმოება მიმდინარეობს, უფლება აქვს, მოითხოვოს საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიისა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო პალატის სხდომების გასაჯაროება, აგრეთვე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მისაღებად გამართული სხდომის (გარდა თათბირისა და გადაწყვეტილების მიღების პროცედურებისა) გასაჯაროება. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე თანამდებობის პირები და საჯარო მოსამსახურეები ვალდებული არიან, დაიცვან ყველა იმ ინფორმაციის საიდუმლოება, რომელიც მათთვის დისციპლინური სამართალწარმოების დროს გახდა ცნობილი, გარდა ამ კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. საქართველოს 2017 წლის 16 ივნისის კანონი №1051 - ვებგვერდი, 22.06.2017წ.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს 2016 წლის 21 დეკემბრის კანონი №146 - ვებგვერდი, 28.12.2016წ. |
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4364-Iს |
„საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი
ქუთაისი, 27 ოქტომბერი 2015 წ. N4364-Iსხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 16.06.2017.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.10.2015. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №4364-Iს. სარეგისტრაციო კოდი — 110050130.05.001.017939.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ში?
- დოკუმენტში სულ 2 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 16.06.2017-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 16.06.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №4364-Iს, 27.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 110050130.05.001.017939 (კონსოლიდირებული რედაქცია 16.06.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3008843/