ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სიმბოლოების(გერბი და დროშა) დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №45 |
|
2015 წლის 5 ოქტომბერი ქ. თელავი |
(გერბი და დროშა) დამტკიცების
შ ე ს ა ხ ე ბ
|
გერბი
აღწერილობა
გერბის ფარი გაკვეთილია ორ ნაწილად. პირველ ზედა ნაწილზე მეწამულ (წითელ) ველზე გამოსახულია ვერცხლის (თეთრი) ფრთოსანი ცხენი. ქვედა II ნაწილზე ლაჟვარდოვან ველზე დატანილია შვიდი ოქროს ბორცვი (მთა), რომელთაგანაც ზედა ოთხ ბორცვზე ოთხი ოქროსციხე-კოშკია მოთავსებული. მათ ზემოთ კი ოქროს გვირგვინი.
გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი ,,თელავი“.
დროშა
აღწერილობა
დროშის ველი გამოყოფილია პორიზონტალურად ორ ნაწილად - მეწამულ (წითელ) და ლაჟვარდოვან (ლურჯ) ველებად. დროშის ცენტრში გამოსახულია ვერცხლის ფრთოსანი ცხენი.
დროშის პროპორციაა 2:3.