ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 06.10.2015
ძალის დაკარგვა 07.09.2016
გამომცემი ორგანო ადიგენის მუნიციპალიტეტი
ნომერი №53
სარეგისტრაციო კოდი 300090020.35.137.016205
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📖 ტერმინთა განმარტებები (4)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი | ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 14.05.2015
დოკუმენტის ტექსტი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №53
2015 წლის 6 ოქტომბერი
დაბა ადიგენი
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61- მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ,,ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოების და ბინების ნუმერაციის წესი“, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და ნუმერაციის წესის დამტკიცების შესახებ“ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 ივლისის №33 დადგენილება (ვებგვერდი, 13/07/2015წ, 300090020.35.137.016185).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეიმედა მღებრიშვილი
დანართი №1
ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების, სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
წინამდებარე წესი განსაზღვრავს ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, სკვერების, შენობა ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
1. ბინა მრავალბინიან სახლში-მრავალბინიან სახლში ინდივიდუალური საკუთრების საგანი, რომელიც შეიძლება იყოს ერთ სისტემაში გაერთიანებული მომიჯნავე სათავსოების ერთობლიობა ან იზოლირებული სათავსი (სათავსები), რომელიც გამოიყენება საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი, მათ შორის კომერციული მიზნებისათვის.
2. დაინტერესებული პირი –
ნებისმიერი მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიული პირი, აგრეთვე კანონიერი მოსარგებლე, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული ნუმერაცია.
3. კანონიერი მოსარგებლე –
ფიზიკური პირი, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტის (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ბინის ორდერი, საბინაო წიგნი და სხვა) საფუძველზე კანონიერად სარგებლობს ბინით, შენობით.
4. შენობა –
მიწასთან მყარად დაკავშირებული, სამშენებლო სამუშაოების შედეგად, საძირკვლის, მზიდი და შემომზღუდავი კონსტრუქციის გამოყენებით, დახურული სივრცის შექმნის მიზნით აგებული ერთიანი სამშენებლო სისტემა, რომელიც განსაზღვრულია ადამიანთა ხანგრძლივი დროით სამყოფად და გამოიყენება საცხოვრებელი, საზოგადოებრივი და საწარმოო მიზნებისათვის.
5. ინდექსი –
რიცხვითი ან ასოითი მაჩვენებელი, რომელიც ციფრს ეწერება ქვევით.
მუხლი 3🔗.
უფლებამოსილი ორგანო
1. გადაწყვეტილებას ადიგენის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციასთან დაკავშირებით ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებში შემოსულ ყველა სახის წერილობით მომართვას შეისწავლის ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც საკითხის შესწავლისა და განხილვის შემდეგ ადგენს დასაბუთებულ დასკვნას კონკრეტული ნუმერაციის მიზანშეწონილობის თაობაზე. აღნიშნული სამუშაო ჯგუფი ვალდებულია განიხილოს საკითხი და შეადგინოს შესაბამისი დასკვნა, საკითხის მისთვის დადგენილი წესით გადაცემიდან საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით" დადგენილ ვადებში.
2. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურს საქმის სირთულიდან გამომდინარე, შეიძლება რეკომენდაციები და კონსულტაციები გაუწიონ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებმა, საგანმანათლებლო, სამედიცინო და კულტურის დაწესებულებების, არასამთავრობო სექტორის და საზოგადოების სხვა წარმომადგენლებმა, რომლებსაც სამუშაოდან ანაზღაურების გარეშე მათივე თანხმობით მოიწვევს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის საბოლოო დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილება ეგზავნება ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, რომელიც მიღებულ გადაწყვეტილებას განიხილავს სხდომაზე.
მუხლი 4🔗.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა)შენობის/შენობების ნუმერაციის არარსებობა;
ბ)შენობის/შენობების გაყოფა ან/და შეერთება;
გ)არსებულ დოკუმენტებში შენობის/შენობებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ)სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს შენობის/შენობების ნუმერაციის მოთხოვნა.
მუხლი 5🔗.
მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი
1.მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შეცვლის ან/და ახალი ნუმერაციის საფუძველი შეიძლება გახდეს:
ა) სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის არარსებობა;
ბ) ბინის/ბინების გაყოფა ან/და შეერთება;
გ) არსებულ დოკუმენტებში სადარბაზოს/სადარბაზოებისთვის ან/და ბინის/ბინებისთვის მინიჭებული ნომრების აღრევა;
დ) სხვა ხდომილება, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სადარბაზოს/სადარბაზოების ან/და ბინის/ბინების ნუმერაციის მოთხოვნა.
2. ნუმერაცია დაუშვებელია, თუ მესაკუთრეს ან კანონიერ მოსარგებლეს არ გააჩნია ბინით დამოუკიდებლად სარგებლობის შესაძლებლობა და იგი არ შეიძლება წარმოადგენდეს ცალკე უფლების ობიექტს.
3. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება მარცხნიდან მარჯვნივ.
მუხლი 6🔗.
ნუმერაციის მოთხოვნა
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება დაინტერესებული პირის (უძრავი ქონების მესაკუთრის) განცხადების, იურიდიული პირის ან/და ადმინისტრაციული ორგანოს ინიციატივის საფუძველზე.
2. განცხადებას ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ უნდა დაერთოს:
ა) სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული ამონაწერი (დამოწმებული ასლი) საჯარო რეესტრიდან (განცხადების წარდგენის დროს არსებული) ქუჩის იმ ნომრით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრის შესახებ, რომელსაც განმცხადებლის აზრით უნდა შეეცვალოს ნომერი;
ბ) სსიპ –
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ადიგენის სარეგისტრაციო სამსახურის მიერ გაცემული საინფორმაციო ცნობა იმის შესახებ, რომ ქუჩის იმ ნომერზე, რომლის მინიჭებაც სურს განმცხადებელს არ არის რეგისტრირებული სხვა უძრავი ქონება;
გ) განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.
3. განცხადებას ობიექტის, კერძოდ: ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის შესახებ განიხილავს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, რომელიც განცხადების რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის ვადაში გამგებელს წარუდგენს საკრებულოს განკარგულების პროექტს ობიექტის ნუმერაციის თაობაზე.
მუხლი 7🔗.
ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაციის წესი
1. ქუჩების, ხეივნების, შესახვევების, ჩიხების, მოედნების, სკვერების, შენობა-ნაგებობების, მრავალბინიანი სახლების სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრებით, ხოლო გამონაკლის შემთხვევაში, შენობის სპეციფიკიდან გამომდინარე - არაბულ ციფრებზე ინდექსის დამატებით.
2. მრავალბინიან სახლებში სადარბაზოებისა და ბინების ნუმერაცია ხდება არაბული ციფრით ან ციფრზე ქართული ანბანის ასოს დამატებით.
3. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია უნდა განხორციელდეს არაბული ციფრებით, უწყვეტობის პრინციპის დაცვით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ბოლოს ახალი უძრავი ობიექტის დამატების შემთხვევაში ნუმერაცია გრძელდება უწყვეტად. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის დასაწყისში ან დასაწყისიდან დასრულებამდე მანძილზე ახალი უძრავი ობიექტის დამატების შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით ახალ ობიექტს ენიჭება უახლესი უძრავი ობიექტის დამატების აღნიშვნით. დამატება აღინიშნება ანბანური წყობის მიხედვით (მაგ: 10-ა, 10-ბ და ა.შ.).
4. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაცია ხორციელდება ქუჩის, შესახვევის, ჩიხის კენტი და ლუწი ნომრების ურთიერთსაპირისპირო წყობით. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ერთ მხარეს ენიჭება კენტი ნომერი, ხოლო მეორე, საპირისპირო მხარეს ლუწი ნომერი.
5. ქუჩის, შესახვევის, ჩიხის სახელწოდების შეცვლის შემთხვევაში მოქმედი ნუმერაცია რჩება უცვლელი.
6. განსაკუთრებულ შემთხვევაში ქუჩის, შესახვევის, ჩიხის ნუმერაციის უწყვეტობის შენარჩუნებისა და ამ საკითხში წესრიგის დამყარების მიზნით, ან იმ შემთხვევაში, თუ ხორციელდება ქუჩებზე, ხეივნებზე, შესახვევებზე, ჩიხებზე, მრავალბინიან სახლებზე, სადარბაზოებზე და ბინებზე პირველად მისამართის მინიჭება, ან კონკრეტული ქუჩის სრული ხელახალი ნუმერაცია, მაშინ სათანადო დასაბუთების საფუძველზე, საკითხის შესწავლასა და პროექტის მომზადებას, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის გადასაგზავნად უზრუნველყოფს ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური.
7. შენობა-ნაგებობისათვის ნუმერაციის მინიჭების დროს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახური, ნუმერაციის უწყვეტობის დაცვის მიზნით, ითვალისწინებს შენობა-ნაგებობებს შორის არსებულ მიწის ნაკვეთებს და მათთვის შესაბამისი ნომრის გათვალისწინებით, ახდენს არსებული შენობა-ნაგებობების ნუმერაციას.
მუხლი 8🔗.
ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
1. ნუმერაციის საკითხი განიხილება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით, მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. ამ წესში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.