რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 09.10.2015
ძალის დაკარგვა 14.09.2016
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №122
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.160.016332
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 13/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე | ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.09.2016
დოკუმენტის ტექსტი
რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №122
2015 წლის 9 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა.დ.“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი“ თანდართული რედაქციით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე
დანართი
რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების სამართლებრივ საკითხებს და მათი განხილვის წესს.
2. რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭებათ:
ა) საქართველოს მოქალაქეებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტატის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის; ქვეყნის აღმაშნებლობის საქმეში ხანგრძლივი და უმწიკვლო სამსახურისა და მაღალი პროფესიული ოსტატობისათვის; შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო, რუსთავზე უანგარო ზრუნვისა და მისი განვითარების საქმეში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის, ასევე რუსთაველების ერთგული სამსახურისთვის;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს –
განსაკუთრებული დამსახურებისათვის საქართველოსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წინაშე რუსთავის მეგობრული კავშირების განმტკიცებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისათვის.
3. საპატიო წოდების მინიჭება შეუძლია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, მისივე ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
4. საპატიო მოქალაქის წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც საქართველოს კანონმდებლობიდან გამომდინარე წყვეტს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოსთან შეთანხმებით.
მუხლი 2🔗.
რუსთავის საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს:
ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
ბ) მუნიციპალიტეტის მერს;
გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის 1/3-ს;
დ) დადგენილი წესით რეგისტრირებულ საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებს და ორგანიზაციებს;
ე) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს;
ვ) რუსთავში მცხოვრებ მოქალაქეთა ჯგუფს.
2. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს, რასაც წერილობითი სახით სასურველია ახლდეს:
ა) საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი ორგანიზაციის ან პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები;
გ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი, ან საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტური და სხვა სახის მასალები;
დ) შუამდგომლობას თან უნდა ერთოდეს კანდიდატის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი.
3. დასახელებული კანდიდატების შესახებ ცნობების შეჯერებას და განხილვას აწარმოებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
4. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს უფლება აქვს მოითხოვოს დამატებითი ცნობები (მონაცემები) საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისათვის წარდგენილი კანდიდატის შესახებ.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდების მინიჭება
1. საპატიო წოდებას ანიჭებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას პირს გადაეცემა შესაბამისი მოწმობა –
დიპლომი და მედალი წარწერით „რუსთავის საპატიო მოქალაქე“.
3. საპატიო წოდების მინიჭება, შესაბამისად, მოწმობისა და ჯილდოს გადაცემა ხდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, „რუსთავქალაქობის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებზე ყოველწლიურად ან წელიწადის ნებისმიერ დროს.
4. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭება ხდება საზეიმო ვითარებაში.
მუხლი 4🔗.
საპატიო მოქალაქის უფლებები
1. საპატიო მოქალაქის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყველა იმ სიკეთითა და შეღავათით, რითაც სარგებლობს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის გადაწყვეტილების საფუძველზე, საპატიო მოქალაქეზე (გარდა უცხო ქვეყნის მოქალაქისა) შესაძლებელია გაიცეს ერთჯერადი ფულადი ჯილდო. აღნიშნული თანხა გაიცემა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗.
საპატიო მოქალაქის წოდების აღრიცხვა
საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები კეთდება სპეციალურ წიგნში, რომლის აღრიცხვას აწარმოებს მერიის ადმინისტრაცია.