სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
.
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს, დღის 14 საათზე, ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, დირექტორის სამუშაო კაბინეტში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245415242) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:
1. 2014 წლის წლიური ანგარიში საზოგადოების საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით (მომხსენებელი: დირექტორი ზაურ სოლომონიძე, დირექტორის მოადგილე ბადრი სოლომონიძე).
2. 2014 წლის წმინდა მოგების განაწილების შესახებ, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე და 57-ე მუხლების გათვალისწინებით (მომხსენებელი: დირექტორი ზაურ სოლომონიძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვარიშვილი).
3. სხვადასხვა.
,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული.
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
სააქციო საზოგადოება
,,ბათუმის ავტოსადგურის ” დირექტორი ზაურ სოლომონიძე