სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გაცნობებთ, რომ 2014 წლის 28 თებერვალს ჩატარებული სს „ბათუმის ავტოსადგური-”ს(ს/კ 245415242) აქციონერთა განმეორებითი საერთო კრებ ით გადაწყვეტილი საკითხების რეგისტრაცია, მათ შორის, საზოგადოების რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრმა არ გაატარა რეგისტრაციაში რიგი ხარვეზების გამო, ამიტომ
აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრება ჩატარდება 2014 წლის 25აპრილს, 18.00 საათზე, იგივე მისამართზე, კერძოდ: ქ. ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. #1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე დირექტორის სამუშაო კაბინეტში შემდეგი დღის წესრიგით:
1. ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრების განსაზღვრა 4 წევრამდე;
2. საზოგადოების სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტა და ახალი წევრების არჩევა;
3. სააქციო საზოგადოების წესდებაში ცვილებების შეტანა:
ა) საზოგადოების წესდების 6.4. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის ცვლილება ,,გ“ მიიღოს გადაწყვეტილება საზოგადოების რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის შესახებ“ .
ბ) საზოგადოების წესდების 6.7. პუნქტის ცვლილება, რომელიც ეხება აქციონერთა კრების ოქმის ნოტარიუსის მიერ შედგენის წესის ვალდებულების ამოღებას და გაუქმებას.
4. სხვადასხვა.
„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული .
კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.
განცხადებას თან ერთვის გამოქვეყნებისათვის დაწესებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრის ორიგინალი და გამოსაქვეყნებელი განცხადების ელექტრონული (ვორდის ფორმატი) ვერსია.
ი / zaur solomoniZe/
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- დიახ, განცხადება „სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.04.2014.
- როდის იქნა მიღებული „სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
- „სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 03.04.2014. მიმღები ორგანო — სს „ბათუმის ავტოსადგური“. დოკუმენტის ნომერი — №18.
- სად არის „სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.04.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა რიგგარეშე განმეორებითი საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №18, 03.04.2014 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.04.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2310203/