სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№18
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

.

გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სს „ბათუმის ავტოსადგურის“ აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

გაცნობებთ, რომ 2015 წლის 30 ოქტომბერს, დღის 14 საათზე, ბათუმში, მაიაკოვსკის ქ. №1-ში, ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე, დირექტორის სამუშაო კაბინეტში, ჩატარდება სააქციო საზოგადოება „ბათუმის ავტოსადგურის“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 245415242) აქციონერთა საერთო კრება შემდეგი დღის წესრიგით:

1. 2014 წლის წლიური ანგარიში საზოგადოების საფინანსო და სამეურნეო საქმიანობის შედეგებთან დაკავშირებით (მომხსენებელი: დირექტორი ზაურ სოლომონიძე, დირექტორის მოადგილე ბადრი სოლომონიძე).

2. 2014 წლის წმინდა მოგების განაწილების შესახებ, ,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე და 57-ე მუხლების გათვალისწინებით (მომხსენებელი: დირექტორი ზაურ სოლომონიძე და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ამირან გვარიშვილი).

3. სხვადასხვა.

 

,,მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.2 მუხლის შესაბამისად, კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება დამოუკიდებელ რეგისტრატორთან: სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, რომელიც მდებარეობს შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი 74ა, მე-7 სართული.

კრების ჩატარებამდე 10 დღით ადრე მაინც შეგიძლიათ წარმოადგინოთ წერილობითი მოთხოვნა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

 

 

  სააქციო საზოგადოება

,,ბათუმის ავტოსადგურის ” დირექტორი                               ზაურ სოლომონიძე

 

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
დიახ, განცხადება „სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 07.10.2015.
როდის იქნა მიღებული „სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“?
„სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“ მიღებულია 07.10.2015. მიმღები ორგანო — ს.ს."ბათუმის ავტოსადგური". დოკუმენტის ნომერი — №18.
სად არის „სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 07.10.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

განცხადება „სს "ბათუმის ავტოსადგური" განცხადება- აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ“, №18, 07.10.2015 (კონსოლიდირებული რედაქცია 07.10.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3013036/