შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ

მიღების თარიღი 29.09.2015
ძალაში შესვლა 29.09.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №14/44
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016354
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 15/10/2015
matsne.gov.ge 1,873 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.09.2015 მიღება
29.09.2015 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით     გიორგი თაბუაშვილი გენერალური დირექტორი ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის სახელით     ინარა პეტერსონე გენერალური დირექტორი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის საგადასახადო საკითხებში ინფორმაციის გაცვლის ადმინისტრაციული ურთიერთდახმარების შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 95% 21.10.2014 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და უზბეკეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს შორის სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების შესახებ წინასწარი მონაცემების გაცვლის ორგანიზების შესახებ“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 92% 20.09.2022 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის ფინანსთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% 21.10.2014 „საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების კომიტეტს შორის სატრანსპორტო საშუალებებისა და საქონლის საერთაშორისო გადაადგილების წინასწარი ელექტრონული მონაცემების გაცვლის თაობაზე“ ოქმი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულება და შეთანხმება 91% აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების მიერ გრანტის გაცემისა და მიღების წესის დამტკიცების შესახებ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება 91% 11.04.2019

დოკუმენტის ტექსტი

შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ შეთანხმება საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ლატვიის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს შორის საგადასახადო საკითხებში ადმინისტრაციული ურთიერთდახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის შესახებ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურით და ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების სამსახური, შემდგომში მოხსენიებულნი, როგორც მხარეები, ითვალისწინებენ რა საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის „შემოსავალსა და კაპიტალზე ორმაგი დაბეგვრის თავიდან აცილებისა და გადასახადების გადაუხდელობის აღკვეთის შესახებ“ 2004 წლის 13 ოქტომბერს გაფორმებული შეთანხმებისა და 2012 წლის 29 მაისის შეთანხმების დამატებითი ოქმის (შემდგომში მოხსენიებული, როგორც შეთანხმება) ინფორმაციის გაცვლის დებულებებს, აგრეთვე ხელშემკვრელი სახელმწიფოების შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობებს, ვინაიდან, ორივე მხარის მიზანია გააღრმავონ ურთიერთდახმარება, ვინაიდან, აღიარებულია, რომ ინფორმაციის ავტომატურად გაცვლა, ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, წარმოადგენს გადასახადების სწორად გამოთვლის ყველაზე ეფექტურ საშუალებას საერთაშორისო დაბეგვრისა და თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლაში, ვინაიდან, ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე და სპონტანური გაცვლა უნდა წახალისდეს და კიდევ უფრო განმტკიცდეს ხელშემკვრელ მხარეებს შორის, ვინაიდან, შემოსავლების სამსახური არის ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი შეთანხმების შესაბამისად, ვინაიდან, ლატვიის რესპუბლიკის შემოსავლების სახელმწიფო სამსახური არის ინფორმაციის გაცვლაზე ფინანსთა სამინისტროს (შეთანხმების თანახმად – კომპეტენტური ორგანო) უფლებამოსილი წარმომადგენელი, თანხმდებიან შემდეგზე: მუხლი 1🔗 ზოგადი დებულებები და განმარტებები 1. შეთანხმების 27-ე  მუხლის თანახმად, მხარეები ერთმანეთში გაცვლიან იმ ინფორმაციას, რაც აუცილებელია შეთანხმების პირობების ან შეთანხმებით განსაზღვრული გადასახადების შესახებ საკუთარი ქვეყნების კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესასრულებლად. 2. წინამდებარე შეთანხმების მიზნისათვის: a) ტერმინები „ხელშემკვრელი სახელმწიფო“, „მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო“ და „მხარე“ ნიშნავს საქართველოს ან ლატვიის რესპუბლიკას, როგორც ამას კონტექსტი მოითხოვს; b)  ტერმინები „კომპეტენტური ორგანო“ და „მხარე“ ნიშნავს:  i. საქართველოში, შემოსავლების სამსახურს;  ii. ლატვიის რესპუბლიკაში, სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს; c) ტერმინი „ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე“ ნიშნავს ინფორმაციის გაცვლას კონკრეტულ შემთხვევაში, მომთხოვნი ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის წარდგენილი მოთხოვნის საფუძველზე; d) ტერმინი „ინფორმაციის ავტომატური გაცვლა“ ნიშნავს წინასწარ განსაზღვრული ინფორმაციის სისტემურად გადაცემას მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის, წინასწარი მოთხოვნის გარეშე, წინასწარ დადგენილი რეგულარული ინტერვალებით; e) ტერმინი „ინფორმაციის სპონტანური გაცვლა“ ნიშნავს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის ინფორმაციის არასისტემურად გადაცემას ნებისმიერ დროს და ყოველგვარი წინასწარი მოთხოვნის გარეშე; f) ტერმინი „ადმინისტრაციული გამოკვლევა“ ნიშნავს წევრი სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ყველა სახის კონტროლს, შემოწმებებსა და სხვა მოქმედებებს მათი მოვალეობების შესრულების პროცესში, საგადასახადო კანონმდებლობის სათანადოდ გამოყენების უზრუნველყოფის თვალსაზრისით; g) ტერმინი „ელექტრონული საშუალებებით“ ნიშნავს მონაცემების დამუშავებისათვის ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებას, მათ შორის მონაცემების ციფრულ შეკუმშვას და შენახვას, და საკაბელო, რადიო, ოპტიკური ტექნოლოგიების ან სხვა ელექტრომაგნიტური საშუალებებით გადამცემების გამოყენებას; h) ტერმინი „მომთხოვნი მხარე“ ნიშნავს კომპეტენტურ ორგანოს, რომელიც მოითხოვს ინფორმაციას; i) ტერმინი „მოთხოვნის მიმღები მხარე“ ნიშნავს ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის მიმღებ კომპეტენტურ ორგანოს. მუხლი 2🔗 ინფორმაციის გაცვლა მოთხოვნის საფუძველზე 1. მხარეები შეეცდებიან, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია მიაწოდონ განმცხადებელ მხარეს შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში, თუმცა არაუგვიანეს მოთხოვნის მიღების დღიდან ექვსი თვის შემდეგ. 2. ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შემდეგ მინიმალურ ინფორმაციას: a) მითითებას კონკრეტულ მუხლზე იმ სამართლებრივი ინსტრუმენტისა, რომლის საფუძველზეც ხდება ინფორმაციის გამოთხოვა; b) რეზიდენტი გადამხდელის შესახებ დეტალები: სახელი ან სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი და საცხოვრებელი ადგილი; c) არარეზიდენტის შესახებ დეტალები: სახელი ან სახელი და გვარი, გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი და საცხოვრებელი ადგილი (თუ არის ცნობილი); d)  რეზიდენტის და არარეზიდენტის მიერ განხორციელებული ქმედებები (მიუთითე არიან თუ არა რეზიდენტი და არარეზიდენტი გადამხდელები ურთიერთდამოკიდებულ პირებად მიჩნეულნი); e)  გადასახადის ტიპი; f)  საგადასახადო პერიოდი; g) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია, განხორციელებული ოპერაციების აღწერილობა და მოთხოვნის მიზეზი; h) მოთხოვნილი ინფორმაცია; i)  რამდენად საჩქაროა პასუხის მიღება ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში; j)  რეზიდენტი გადამხდელის შესახებ ადმინისტრაციული გამოძიების სტადიის შესახებ ინფორმაცია, ინფორმაციის გამოთხოვის პერიოდში. 3. მეორე მხარის მიერ ინფორმაციის გაცვლის მოთხოვნის მიღების შემდეგ, მოთხოვნის მიმღები მხარის კომპეტენტური უწყება ამოწმებს შეიცავს თუ არა მოთხოვნა შემდეგ დეტალებს: a) შემოწმებას დაქვემდებარებული პირის ვინაობა; b) მოთხოვნილი ინფორმაციის დროის მონაკვეთი; c) მოთხოვნილი ინფორმაციის ბუნება და ფორმა, რომელშიც კომპეტენტურ უწყებას ურჩევნია ინფორმაციის მიღება; d) მოთხოვნილი გადასახადის ტიპი; e) მოთხოვნილი ინფორმაციის სავარაუდო საჭიროების დასაბუთება; f) დასაბუთებას იმის შესახებ, თუ რატომ მიაჩნია მოთხოვნის გამგზავნ მხარეს, რომ მოთხოვნილ ინფორმაციას ფლობს მეორე მხარე, ან მოთხოვნის მიმღებ მხარეს შეუძლია მისი მოპოვება თავის იურისდიქციაში შემავალი პირისგან; g)  იმ პირის ვინაობა (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – გადამხდელის სახელი და რეგისტრაციის ნომერი), რომელიც მიიჩნევა, რომ ფლობს ან შეუძლია მოიპოვოს მოთხოვნილი ინფორმაცია; h)  დეკლარაცია, რომ მოთხოვნის გამგზავნმა სახელმწიფომ მიმართა ინფორმაციის ყველა ჩვეულებრივ წყაროს, რომლის გამოყენებაც მას შეეძლო მოთხოვნილი ინფორმაციის მოპოვებისთვის, მისი მიზნის მიღწევის შესაძლებლობებისთვის რისკის შეუქმნელად (გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ასეთი ქმედება გამოიწვევდა გაუმართლებლად მაღალ ადმინისტრაციულ ტვირთს მოთხოვნის გამგზავნი სახელმწიფოსთვის). 4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ინფორმაცია არ არის სრულად მოცემული ინფორმაციის მოთხოვნაში, მოთხოვნის მიმღები მხარე უარს ამბობს ინფორმაციის მიწოდებაზე და მეორე მხარეს ეუბნება უარის თქმის მიზეზებს. 5. მხარე ატყობინებს მეორე მხარეს ინფორმაციის მოთხოვნაში არსებული ხარვეზების შესახებ მოთხოვნის მიღებიდან ერთი თვის განმავლობაში და უნდა მოსთხოვოს არსებული ხარვეზის გამოსწორება ან დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული დროის დინება უნდა დაიწყოს გასწორებული ან დამატებითი ინფორმაციის მიღების მომდევნო დღიდან. 6. მხარეს შეუძლია მეორე მხარეს მიაწოდოს შენიშვნები ინფორმაციის მოთხოვნის შესაბამისად მიღებულ პასუხთან დაკავშირებით. მუხლი 3🔗 ინფორმაციის ავტომატური გაცვლა 1. შეთანხმების 27-ე მუხლის თანახმად, თითოეული მხარე, საკუთარი სახელმწიფოს კანონმდებლობისა და პრაქტიკის ფარგლებში მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე, ვალდებულია მეორე მხარეს ავტომატურად, წინასწარი მოთხოვნის გარეშე მიაწოდოს ინფორმაცია ხელშემკვრელ სახელმწიფოში იმ პირების მიერ მიღებული შემოსავლების შესახებ, რომლებიც არიან მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო რეზიდენტები. 2. შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ავტომატურად მიაწოდოს ინფორმაცია სახელმწიფო შემოსავლების სამსახურს დასაბეგრი პერიოდების შესახებ 2015 წლის 1 იანვრიდან, რაც ხელმისაწვდომია ლატვიის რესპუბლიკის რეზიდენტებთან დაკავშირებით, შემოსავლებისა და კაპიტალის შემდეგ კონკრეტულ კატეგორიებზე, რომლებიც განიმარტება საქართველოს ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე: a) უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი; b) მოგების გადასახადი; c) დივიდენდები; d) პროცენტი; e) როიალტი; f)  კაპიტალის მატებიდან მიღებული შემოსავალი; g) დამოუკიდებელი პროფესიული მომსახურების გაწევისათვის მიღებული შემოსავალი; h) დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი; i) დირექტორისათვის გადახდილი ანაზღაურება; j)  ხელოვანებისა და სპორტსმენების მიერ მიღებული შემოსავალი; k) პენსიები; l) სახელმწიფო სამსახურიდან და სახელმწიფო საპენსიო ფონდებიდან მიღებული შემოსავალი; m) სტუდენტებისათვის განათლებისა და სწავლებისათვის გადახდილი თანხები; n) სხვა შემოსავალი. 3. სახელმწიფო შემოსავლების სამსახური ვალდებულია, ავტომატური გაცვლის წესით, შემოსავლების სამსახურს მიაწოდოს ინფორმაცია დასაბეგრი პერიოდების შესახებ 2015 წლის 1 იანვრიდან, რაც ხელმისაწვდომია საქართველოს რეზიდენტებთან დაკავშირებით, შემოსავლებისა და კაპიტალის შემდეგ კონკრეტულ კატეგორიებზე და რომლებიც განიმარტება ლატვიის რესპუბლიკის ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე: a) უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი; b) მოგების გადასახადი; c) დივიდენდები; d) პროცენტი; e) როიალტი; f) კაპიტალის მატებიდან მიღებული შემოსავალი; g) დამოუკიდებელი პროფესიული მომსახურების გაწევისათვის მიღებული შემოსავალი; h) დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი; i)  დირექტორისათვის გადახდილი ანაზღაურება; j)  ხელოვანებისა და სპორტსმენების მიერ მიღებული შემოსავალი; k) პენსიები; l) სახელმწიფო სამსახურიდან და სახელმწიფო საპენსიო ფონდებიდან მიღებული შემოსავალი; m) სტუდენტებისათვის განათლებისა და სწავლებისათვის გადახდილი თანხები; n)  სხვა შემოსავალი. 4. ინფორმაცია ავტომატურად უნდა გაიცვალოს წელიწადში მინიმუმ ერთხელ, საგადასახადო წლის დამთავრებიდან ცხრა თვის განმავლობაში, როდესაც ინფორმაცია გახდა ხელმისაწვდომი ხელშემკვრელი მხარისთვის. 5. ავტომატურად გაცვლილ ინფორმაციაში ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტურმა უწყებებმა შემოსავლის თითოეულ მიმღებთან მიმართებით უნდა მიუთითოს შემდეგი მონაცემები (იმდენად, რამდენადაც ცნობილია): a)  შემოსავლის მიმღები არარეზიდენტის დასახელება (ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი); b) შემოსავლის მიმღები არარეზიდენტის საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი რეზიდენტობის სახელმწიფოში; c)  არარეზიდენტი შემოსავლების მიმღების დაბადების თარიღი; d) შემოსავლის მიმღები არარეზიდენტის მისამართი რეზიდენტობის სახელმწიფოში (ქუჩა, ქუჩის ნომერი, ქალაქი, დასახლებული პუნქტი, საფოსტო კოდი); e) შემოსავლის მიმღები არარეზიდენტის რეზიდენტობის სახელმწიფო კოდი (ISO); f) შემოსავლის მიმღები არარეზიდენტის სახეობის კოდი (01 – ფიზიკური პირი, 02 – კომპანია, 03 – ამხანაგობა, 04 – სამეწარმეო საქმიანობის ფორმა, რომელიც არც კომპანიაა და არც ამხანაგობა, 05 – სახელმწიფო ან საერთაშორისო დაწესებულება, 06 – სხვა, 07 – უცნობი); g) შემოსავლის გადამხდელის დასახელება (ფიზიკური პირების შემთხვევაში – სახელი, გვარი); h)  შემოსავლის გადამხდელის საგადასახადო რეგისტრაციის ნომერი; i) შემოსავლის გადამხდელის მისამართი რეზიდენტობის სახელმწიფოში (ქუჩა, ქუჩის ნომერი, ქალაქი, დასახლებული პუნქტი, საფოსტო კოდი); j)  შემოსავლის გადამხდელის სახეობის კოდი (01 – ფიზიკური პირი,02 – კომპანია, 03 – ამხანაგობა, 04 – სამეწარმეო საქმიანობის ფორმა, როდესაც არც კომპანიაა და არც ამხანაგობა, 05 – სახელმწიფო ან საერთაშორისო დაწესებულება, 06 – სხვა, 07 – უცნობი); k) გადახდილი შემოსავლის სახეობის კოდი  (6 – უძრავი ქონებიდან მიღებული შემოსავალი, 7 – ბიზნესიდან მიღებული მოგება, 10 – დივიდენდები, 11 – პროცენტი, 12 – როიალტი, 13 – კაპიტალის მატება, 14 – დამოუკიდებელი პროფესიული მომსახურეობიდან მიღებული შემოსავალი, 15 – დასაქმებიდან მიღებული შემოსავალი, 16 – დირექტორის ანაზღაურება, 17 – ხელოვანთა და სპორტსმენთა შემოსავალი, 18 – პენსიები, 19 – შემოსავალი სახელმწიფო სამსახურებიდან და სახელმწიფო პენსიებიდან, 20 – სტუდენტებისათვის განათლებისა და სწავლებისათვის გადახდილი თანხები, 21 - სხვა შემოსავალი); l)  შემოსავლის გადახდის თარიღი; m) ვალუტა და გადახდილი შემოსავლის ოდენობა; n) დასაკავებელი გადასახადის განაკვეთი; o)  ვალუტა და დასაკავებელი თანხის ოდენობა. 6. ერთ-ერთ მხარეს უფლება აქვს შეატყობინოს მეორე მხარეს, რომ მას არ სურს ინფორმაციის მიღება შემოსავლისა და კაპიტალის კონკრეტული კატეგორიების შესახებ ან ინფორმაციის მიღება ისეთ შემოსავალსა თუ კაპიტალზე, რომელიც არ აღემატება კონკრეტულად დადგენილ თანხობრივ ზღვარს. 7. მხარეს შეუძლია მეორე მხარეს მიაწოდოს შენიშვნები ავტომატური გაცვლის შესაბამისად მიღებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. მუხლი 4🔗 ინფორმაციის სპონტანური გაცვლა 1. თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყება უფლებამოსილია, სპონტანური გაცვლის წესით, გადასცეს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებას ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილია და რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის, კერძოდ, ისეთ შემთხვევაში, როდესაც: a) ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებას აქვს საფუძველი  ივარაუდოს, რომ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადასახადების დაკარგვას; b) დასაბეგრი პირი ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში სარგებლობს შემცირებული გადასახადით ან გათავისუფლებულია გადასახადისაგან, რის შედეგადაც მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში შეიძლება გაიზარდოს გადასახადი ან საგადასახადო ვალდებულება; c) საქმიანი გარიგებები ერთ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დასაბეგრ პირსა და მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში დასაბეგრ პირს შორის ხორციელდება ერთი ან მეტი ქვეყნის მეშვეობით იმგვარად, რომ გადასახადები შემცირდეს ერთ ან მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ან ორივეში; d) ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტურ უწყებას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რომ გადასახადის შემცირება შეიძლება მოხდეს საწარმოთა ჯგუფებს შორის მოგების ხელოვნური გადანაწილებით; e) ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოსათვის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს კომპეტენტური უწყებისთვის გაგზავნილი ინფორმაციით შესაძლებელი გახდა ისეთი ინფორმაციის მოპოვება, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს ამ უკანასკნელ ხელშემკვრელ სახელმწიფოში დასაბეგრი გადასახადის შესაფასებლად. 2. წინამდებარე მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებული ინფორმაციის გაგზავნა ერთმანეთისთვის მხარეთა მიერ უნდა მოხდეს რაც შეიძლება მოკლე დროში, მაგრამ არაუგვიანეს ერთი თვისა მას შემდეგ, რაც ამგვარი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი. 3. ინფორმაციის მომთხოვნი მხარე უფლებამოსილია მოთხოვნის მიმღებ მხარეს მოსთხოვოს შენიშვნები ინფორმაციის სპონტანურ გაცვლასთან დაკავშირებით. ასეთი მოთხოვნის შემთხვევაში, შენიშვნების გაიგზავნება დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს სამი თვისა, რაც ცნობილი გახდება სპონტანური ინფორმაციის გამოყენების შედეგები. მუხლი 5🔗 ხარჯები თუ სხვა რამ არ იქნება მხარეებს შორის შეთანხმებული, დახმარების აღმოჩენისას გაწეული ჩვეულებრივი ხარჯების ანაზღაურება მოხდება მოთხოვნის მიმღები მხარის მიერ. საგანგებო ხარჯების ანაზღაურება მოხდება ინფორმაციის მომთხოვნი მხარის მიერ, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 6🔗 საიდუმლოება გაცვლილი ინფორმაციის გამოყენება და გახმაურება რეგულირდება შეთანხმების 27-ე მუხლით განსაზღვრული კონფიდენციალობის შესახებ პირობებით. მუხლი 7🔗 სტანდარტული ფორმები და კომპიუტერიზებული ფორმატები მე-3 მუხლში მითითებული ინფორმაციის მიწოდება, იმდენად, რამდენადაც შესაძლებელია უნდა განხორციელდეს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) გაცვლის სტანდარტული ფორმის (STF) მეშვეობით. ფორმატი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა შორის წერილობითი  კომუნიკაციის მეშვეობით. მუხლი 8🔗 კომპეტენტური უწყებების საკონტაქტო მონაცემები შეთანხმების გამოყენების მიზნით, კომპეტენტური უწყებების საკონტაქტო მონაცემებია: საქართველოში: შემოსავლების სამსახური გორგასლის 16, 0114 თბილისი, საქართველო ლატვიის რესპუბლიკაში: სახელმწიფო შემოსავლების სამსახური 1 Talejas str., Riga, Latvia, LV-1978 ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებები ერთმანეთს გადასცემენ იმ თანამშრომლების ჩამონათვალს, რომლებიც აღასრულებენ ამ შეთანხმებას, აგრეთვე მის ყველა შემდგომ ცვლილებას. მუხლის 9 კონსულტაცია ხელშემკვრელი მხარეების კომპეტენტური უწყებები ვალდებულნი არიან ერთმანეთთან გაიარონ კონსულტაციები, როცა ეს აუცილებელი იქნება ამ შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 10🔗 ცვლილებები და დამატებები წინამდებარე შეთანხმებაში, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეიძლება შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტის სახით და ძალაში შევა ამ შეთანხმების მე-12 მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სახით მიღებული დოკუმენტები წარმოადგენენ ამ შეთანხმების  განუყოფელ ნაწილს. მუხლი 11🔗 დავების მოგვარება ნებისმიერი დავა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე შეთანხმების განმარტებასა ან გამოყენებასთან დაკავშირებით, გადაწყდება მხარეთა შორის კონსულტაციების და/ან მოლაპარაკებების გზით. მუხლი 12🔗 ძალაში შესვლა და მოქმედების შეწყვეტა წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის ხელმოწერის დღიდან და იდება განუსაზღვრელი ვადით. თითოეულ მხარეს ნებისმიერ დროს შეუძლია შეწყვიტოს წინამდებარე შეთანხმების მოქმედება, მეორე  მხარისათვის, შეთანხმების მოქმედების შეწყვეტის შესახებ დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით. ასეთ შემთხვევაში შეთანხმება მოქმედებას წყვეტს წერილობითი შეტყობინების მიღებიდან ექვსი (6) თვის გასვლის შემდეგ. შედგენილია 2015 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველო, ორ დედნად, თითოეული ქართულ, ინგლისურ და ლატვიურ ენებზე, ამასთან, ყველა ტექსტი თანაბრად ავთენტკურია. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებით უთანხმოების წარმოშობის შემთხვევაში ხელშემკვრელი მხარეები იხელმძღვანელებენ ინგლისური ტექსტით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელით გიორგი თაბუაშვილი გენერალური დირექტორი   ლატვიის რესპუბლიკის სახელმწიფო შემოსავლების სამსახურის სახელით ინარა პეტერსონე გენერალური დირექტორი