არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/276
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 13/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის

ბრძანება №2/276

2015 წლის 8 ოქტომბერი

ქ. თბილისი

არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებისათვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების შესახებ

 

საქართველოს უმნიშვნელოვანეს ისტორიულ-კულტურულ ფასეულობათა სამართლებრივი დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე, 52-ე, 53-ე მუხლების, ,,კულტურული მემკვიდრეობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსა და კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შორის გაფორმებული 2014 წლის 8 აპრილის №1 ადმინისტრაციული ხელშეკრულების 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

ვბრძანებ:

1.მიენიჭოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი–

  არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებს:

ა) „ზემო სვანეთში სამკურნალო-მინერალური, მჟავე წყლების: მუგვირი, არცხეელი, კახრლდ, ლეგაბ, სეტის, კვედილაშის და შგედის  მოხმარების წესი“;

ბ) „სვანური ხალხური საკრავი „ჩანგის“ დამზადების ტრადიციული მეთოდი“;

გ) „ხეზე კვეთის ტრადიცია –ორნამენტი სვანურ ტრადიციულ საცხოვრისსა და  საყოფაცხოვრებო დანიშნულების ნივთებში“.

2. დაევალოს სააგენტოს იურიდიულ სამსახურს ამ ბრძანების ამოქმედებიდან ერთი თვის ვადაში ამ ბრძანების პირველ პუნქტში მითითებული ობიექტების მონაცემების კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინტერნეტგვერდზე ასახვის მიზნით , შესაბამისი ღონისძიების განხორციელება .

3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს დაინტერესებული მხარის მიერ ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში , საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში (მისამართი: ქ. თბილისი, სანაპირის ქუჩა №4).

 

გენერალური დირექტორი                              ნიკოლოზ ანთიძე