შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
მიღების თარიღი 23.04.2015
ძალაში შესვლა 03.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი
ნომერი №41/20
სარეგისტრაციო კოდი 480610000.03.030.016356
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
„საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე „საქართველოს მთავრობასა და თურქმენეთის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის საბაჟო საკითხებში ურთიერთდახმარებისა და თანამშრომლობის შესახებ” შეთანხმების დამტკიცებისა და ძალაში შესვლის თაობაზე ჩარჩო ხელშეკრულება საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის
ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმება
საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის შესახებ
საქართველოს მთავრობა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობა, შემდგომში მხარეებად მოხსენიებული,
აცნობიერებენ რა ტურიზმის სფეროში მჭიდრო და გრძელვადიანი თანამშრომლობის დამყარებაში საერთო ინტერესს,
სურთ რა ამ დარგში ორ ქვეყანას შორის, ასევე მათ ეროვნულ ტურისტულ ორგანიზაციებს შორის ურთიერთობის განვითარება,
აცნობიერებენ რა ტურიზმის, ასევე ორი ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალური ცხოვრების დარგებში თანამშრომლობის განვითარების მნიშვნელობას,
შეთანხმდნენ შემდეგზე:
მუხლი 1🔗
მხარეები გააძლიერებენ და განავითარებენ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში ორივე სახელმწიფოს კანონმდებლობისა და იმ სხვა საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, რომელშიც მონაწილეობს ორივე მხარის სახელმწიფო.
მუხლი 2🔗
მხარეები წაახალისებენ თანამშრომლობას ტურიზმის მართვის სახელმწიფო ორგანოებს, აგრეთვე სხვადასხვა ტურისტულ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც მონაწილეობენ საერთაშორისო და შიდა ტურიზმის განვითარებაში.
მუხლი 3🔗
მხარეები, ტურისტული ნაკადის შემდგომი გაძლიერების მიზნით, ხელს შეუწყობენ ორ სახელმწიფოს შორის პირდაპირი ავიარეისების განხორციელებას.
მუხლი 4🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ საქართველოსა და ბელარუსის რესპუბლიკის ტურისტულ ორგანიზაციებს, ასევე ტურიზმის სფეროში ჟურნალისტებსა და ექსპერტებს შორის კონტაქტების დამყარებასა და თანამშრომლობის განვითარებას.
მუხლი 5🔗
მხარეები ხელს შეუწყობენ გამოფენების, სემინარებისა და სხვა ღონისძიებების ორგანიზებას ტურიზმის სფეროში.
მუხლი 6🔗
ყველა უთანხმოება, რომელიც წამოიჭრება წინამდებარე შეთანხმების ინტერპრეტაციისა და შესრულების დროს, გადაწყდება მხარეებს შორის კონსულტაციებისა და/ან მოლაპარაკების გზით.
მუხლი 7🔗
წინამდებარე შეთანხმებაში მხარეთა ურთიერთთანხმობით შევა ცვლილებები და დამატებები, რომლებიც გაფორმდება ცალკე დოკუმენტების სახით და წარმოადგენს წინამდებარე შეთანხმების განუყოფელ ნაწილს. ცვლილებათა შეტანის დოკუმენტები ძალაში შედის წინამდებარე შეთანხმების მე-8 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პროცედურის შესაბამისად.
მუხლი 8🔗
წინამდებარე შეთანხმება ძალაში შედის მხარეთა მიერ შეთანხმების ძალაში შესვლისათვის საჭირო შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების დასრულების შესახებ, დიპლომატიური არხების მეშვეობით, ბოლო წერილობითი შეტყობინების მიღებიდან 30-ე დღეს.
წინამდებარე შეთანხმება ფორმდება 5 (ხუთი) წლის ვადით და ავტომატურად გრძელდება შემდგომი ხუთწლიანი პერიოდებით, სანამ რომელიმე მხარე დიპლომატიური არხების მეშვეობით წერილობით არ შეატყობინებს მეორე მხარეს მისი ამ შეთანხმების შეწყვეტის განზრახვის შესახებ, ამ შეთანხმების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 6 თვით ადრე.
წინამდებარე შეთანხმების შეწყვეტა ხელს არ შეუშლის შეთანხმების მოქმედების პერიოდში წამოწყებული საერთო პროექტებისა და პროგრამების შესრულებას, თუ ეს მხარეების მიერ სხვაგვარად არ იქნა შეთანხმებული.
ხელმოწერილია ქ. თბილისში, 2015 წლის 23 აპრილს, ორ დედნად, თითოეული ქართულ და რუსულ ენებზე. ამასთან, ყველა ტექსტს აქვს თანაბარი ძალა. წინამდებარე შეთანხმების დებულებათა განმარტებასთან დაკავშირებული უთანხმოების წამოჭრის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება ტექსტს რუსულ ენაზე.
საქართველოს
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)
ბელარუსის რესპუბლიკის
მთავრობის სახელით
(ხელმოწერილია)