სს “ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№08-1/959/5603
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 15/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერთა საყურადღებოდ

გაცნობებთ, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“  (საიდენტიფიკაციო ნომერი 202 906 427) კაპიტალში აქციათა 96.808396%-ის მფლობელი აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება   „ბანკ ვეტებეს“ მიერ 2015 წლის 13 ოქტომბერს  მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად:

1. დადგენილ იქნა სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ კაპიტალის გაზრდის მიზნით  20 000 000 (ოცი მილიონი) დამატებითი ჩვეულებრივი აქციის გამოშვება, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დამტკიცებული ემისიის პროსპექტის საფუძველზე, ნომინალური ღირებულებით – თითოეული 1 (ერთი) ლარი.

2. შეტანილ იქნა ცვლილება სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ წესდების 3.1 პუნქტში.

სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ აქციონერის – საჯარო სააქციო საზოგადოება   „ბანკ ვეტებეს“ 2015 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილება  სრულად შეგიძლიათ იხილოთ სს „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ ვებგვერდზე www.vtb.ge.

გენერალური დირექტორი არჩილ კონცელიძე