⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (31.12.2016)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.10.2015
ძალის დაკარგვა 31.12.2016
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი
ნომერი №05/69
სარეგისტრაციო კოდი 010320040.22.054.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 16/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 312 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.10.2015 მიღება
31.12.2016 ძალის დაკარგვა
📜 ცვლილებების ისტორია (5)
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი კახი კანდელაკი მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანება №05/69 2015 წლის 15 ოქტომბერი ქ. თბილისი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 16 ივლისის №197 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 61-ე მუხლის  შესაბამისად,  ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2014 წლის 7 ივლისის №05/89 ბრძანება. მუხლი 3🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიკახი კანდელაკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის სახელოვნებო განათლების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების: „საჯარო სამსახურის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ და „პროფესიული განათლების შესახებ“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Outlook; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად); მუხლი 2🔗. ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს სპეციალისტი ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის ხელოვნების სამმართველოს სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება; ბ) მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება; გ) საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს კანონების „საჯარო სამსახურის შესახებ“, „კულტურის შესახებ“ და „პროფესიული თეატრების შესახებ“ ცოდნა; დ) ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Outlook; ინტერნეტი) ცოდნა; ე) არანაკლებ ერთი უცხო ენის ცოდნა (კარგად).