ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.10.2015
გამომცემი ორგანო ჭიათურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.129.016184
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/10/2015
matsne.gov.ge 382 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.11.2015 დმანისის მუნიციპალიტეტის მერისა და დმანისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 13.10.2015 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 12.10.2015 „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 30.10.2015 ყვარლის მუნიციპალიტეტის მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 94% 02.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  დადგენილება №34 2015 წლის 19 ოქტომბერი ქ. ჭიათურა ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 88-ე მუხლის საფუძველზე, ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშის მოსმენის თანდართული წესი (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ციცქიშვილი დანართი №1 ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესი მუხლი 1🔗 ჭიათურის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) გამგებლისა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის წესი (შემდგომში – წესი) არეგულირებს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრების  ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენის საკითხებს. მუხლი 2🔗 მუნიციპალიტეტის გამგებელი და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი ვალდებული არიან, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა, მოაწყონ საჯარო შეხვედრები მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინონ მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ანგარიშის განხილვისას უპასუხონ მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა მიერ დასმულ შეკითხვებს. მუხლი 3🔗 საჯარო შეხვედრა შეიძლება ჩატარდეს მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზში ან სხვა საჯარო სივრცეში, ასევე შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში, რასაც ურთიერთშეთანხმებით უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. მუხლი 4🔗 1. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  მოსახლეობასთან შეხვედრის დღე, ადგილი, საათი, აგრეთვე დღის წესრიგი (მისი არსებობის შემთხვევაში)  ქვეყნდება მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე www.chiatura.org.ge  შეხვედრამდე ერთი კვირით ადრე მაინც. 2. გამგებლის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, გამგებლის პირველი მოადგილე, მოადგილე და სამსახურების უფროსები. 3. საკრებულოს წევრის ანგარიშს ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე და/ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, აგრეთვე საკრებულოს იმ ფრაქციის თავმჯდომარე, რომელ ფრაქციასაც წარმოადგენს საკრებულოს წევრი. მუხლი 5🔗 მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველსა და მედიასაშუალებების წარმომადგენლებს უფლება აქვთ, შეუზღუდავად დაესწრონ მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის საჯარო ანგარიშების განხილვას. მუხლი 6🔗 1. საჯარო შეხვედრისას ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს წერილობითი სახით. ანგარიშის წარდგენისას დასაშვებია აუდიო/ვიდეომასალისა და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება. 2. ანგარიშის მოსმენის შემდეგ განხილვაში მონაწილე ამომრჩევლებს ეძლევათ საშუალება, გამოთქვან თავიანთი შენიშვნები, წინადადებები და შეაფასონ გამგებლისა და   საკრებულოს წევრის საქმიანობა. 3. მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმის შედგენას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. ოქმს ხელს აწერს შეხვედრის მომწყობი პირი. ოქმი ინახება საკრებულოს აპარატში ან გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურში. 4. მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ანგარიშები ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე www.chiatura.org.ge.