შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
მიღების თარიღი 07.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №2172
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.020080
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/10/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
07.10.2015 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და შპს „სპორტმშენსერვისის“ მიერ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით სახელმწიფო შესყიდვებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „აკვასითისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 9 აგვისტოს №09/08/03 განკარგულებისაგან განსხვავებული პირობების დადგენისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 12 მარტის №491 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „აკვასითის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე შპს „არასახელმწიფო საერო საუნივერსიტეტო საშუალო სკოლა შოვისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „არალისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 14 მარტის №14/03/10 განკარგულებით განსაზღვრულისაგან განსხვავებული პირობის დადგენისა და შპს „არალის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების შესახებ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „იტონგ კავკასუსისათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 10 ნოემბრის
№2046 განკარგულებაში ცვლილების შეტანისა და შპს „იტონგ კავკასუსის“ საქმიანობის ხელშესაწყობად რიგ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;}
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2172
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიისათვის“ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ
1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ (ს/კ №404500232), უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით, შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 50 (ორმოცდაათი) წლის ვადით გადასცეს ქალაქ თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირის №105ა-ში მდებარე 2600.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა №1, საერთო ფართით − 7955.92 კვ.მ (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №01.13.06.003.020).
2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადაცემის პირობებად განისაზღვროს:
ა) სარგებლობის მთელი პერიოდის განმავლობაში გადაცემული ქონების სპორტის სახეობის − კალათბურთის პროფილით გამოყენება და განვითარება;
ბ) საჭიროების შემთხვევაში, გადაცემულ ქონებაზე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წინასწარ, არანაკლებ 1 (ერთი) თვით ადრე, შეტყობინების შემთხვევაში მისთვის ყოველწლიურად არაუმეტეს ორდღიანი 15 (თხუთმეტი) ღონისძიების უსასყიდლოდ ჩატარების შესაძლებლობის მიცემა;
გ) გადაცემული ქონების აუთვისებელი ფართის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ათვისება და გამოყენება მხოლოდ სპორტული დანიშნულებით;
დ) საჭიროების შემთხვევაში, გადაცემული ქონების სარემონტო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა;
ე) ა(ა)იპ − საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან (ს/კ №204851838) შეთანხმებით საქართველოს ქალთა და ვაჟთა ეროვნული ნაკრებების სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის სპორტსმენებისათვის უფასო სავარჯიშო დროის გამოყოფა;
ვ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მომზადების გადასახადის განსაზღვრის დროს, სწავლების ხარისხის შესაბამისად, სპორტის სახეობის − კალათბურთის ხელმისაწვდომობისა და მასობრიობის კომპონენტის გათვალისწინება.
3. შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიას“ უფლება არ აქვს, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან/და სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თანხმობის გარეშე ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონება ან/და მისი ნაწილი გადასცეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სარგებლობის უფლებით მესამე პირ(ებ)ს.
4. შპს „ზაზა ფაჩულიას კალათბურთის აკადემიამ“ უზრუნველყოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისათვის გადაცემულ ქონებაზე ნებისმიერ დროს შესვლისა და დათვალიერების შესაძლებლობის მინიჭება.
5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ამ განკარგულების შესრულების მიზნით, განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებები.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი