შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2174
2015 წლის 7 ოქტომბერი
ქ. თბილისი
შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის მიერ საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვების თაობაზე.
2. შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკის სადამფუძნებლო შეთანხმების მე-18 მუხლის 1(a) სექციის გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ წერილობით დაუდასტუროს შავი ზღვის ვაჭრობისა და განვითარების ბანკს საქართველოს მთავრობის თანხმობა საქართველოს ბაზარზე ლარით დენომინირებული ობლიგაციების გამოშვებაზე.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი