„ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1658
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024410
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1658

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

 „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმის საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენისა და მაია ბითაძის მომხსენებლად დანიშვნის თაობაზე

1. „საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტს საქართველო შეერთების მიზნით, წარედგინოს „ზღვის ფსკერის საერთაშორისო ორგანოს პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ“ ოქმი (შემდგომში – ოქმი).

2. „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტში საქართველოს შეერთების მიზნით წარდგენილ ამ განკარგულების პირველ პუნქტში აღნიშნულ ოქმთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე მომხსენებლად დაინიშნოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე მაია ბითაძე.

 

პრემიერ-მინისტრი  გიორგი კვირიკაშვილი