„საქართველოს მთავრობასა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2331
2016 წლის 7 ნოემბერი
ქ. თბილისი
„საქართველოს მთავრობასა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით, ნოტების გაცვლის გზით, მოლაპარაკების გამართვის თაობაზე
„საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ნოტების გაცვლის გზით, გაიმართოს მოლაპარაკება „საქართველოს მთავრობასა და მალტის სუვერენულ ორდენს შორის საგანგებო სიტუაციებისგან დაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმების ტექსტის მიღების მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი