აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.10.2015
ძალის დაკარგვა 28.12.2017
გამომცემი ორგანო აბაშის მუნიციპალიტეტი
ნომერი №37
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.110.016225
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 538 სიტყვა · ~3 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.10.2015 მიღება
28.12.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ქურდოვანიძე აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №37 2015 წლის 21 ოქტომბერი აბაშა აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს  ორგანული კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმართველობის  კოდექსი“ 24-ე მუხლის  პირველი ნაწილის  ,,ა“ პუნქტის ,,ა. დ“ ქვეპუნქტის, ,, ნორმატიული  აქტების  შესახებ“  საქართველოს კანონის  მე-20  მუხლისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების  წესი  დანართი  №1-ის შესაბამისად და აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო  მოქალაქის  მოწმობის ფორმა, დანართი №2-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე" აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 10 დეკემბრის №27 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება  ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ქურდოვანიძე აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი  დებულებები 1. ეს  წესი  განსაზღვრავს  აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის  მინიჭების  სამართლებრივ  საფუძვლებს  და მისი  განხილვის  წესს. 2. ,,საპატიო  მოქალაქის‘’  წოდების  მინიჭება  ხორციელდება  საქართველოს  ორგანული  კანონის  ,,ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ და ამ  წესის  შესაბამისად. 3. ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  წოდება შეიძლება  მიენიჭოს: ა) საქართველოს  მოქალაქეს, რომელსაც  განსაკუთრებული  დამსახურება  აქვს  აბაშის  მუნიციპალიტეტის  და  საქართველოს  წინაშე; ბ) უცხო  სახელმწიფოს  მოქალაქეს – განსაკუთრებული  დამსახურებისთვის  საქართველოს  და  აბაშის  მუნიციპალიტეტის  წინაშე,  ან/და  აბაშის  მუნიციპალიტეტთან  მეგობრული კავშირების  განმტკიცებაში  შეტანილი  წვლილისათვის. მუხლი 2🔗. „საპატიო  მოქალაქის“ წოდების  მისანიჭებლად  კანდიდატურის  წამოყენების  წესი და პირობები 1. ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  წოდების  მინიჭების  თაობაზე მოტივირებული  შუამდგომლობის  აღძვრის  უფლება  აქვთ: ა) საზოგადოებრივ, პროფესიულ, შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს: ბ) მუნიციპალიტეტის გამგებელს ; გ) საკრებულოს  თავმჯდომარეს; დ) საკრებულოს  სიითი  შემადგენლობის 1/3-ს ; ე) საინიციატივო  ჯგუფს, მუნიციპალიტეტის  ამომრჩეველთა  არანაკლებ 1%-ის ხელმოწერით. 2.  კანდიდატურის  წარდგენა  ხორციელდება  წერილობითი  ფორმით, რასაც  თან უნდა ერთოდეს: ა) რეკომენდაცია  წარდგენილი  კანდიდატის  ღვაწლის  და დამსახურების აღნიშვნით; ბ) ბიოგრაფიული მონაცემები; გ) წარდგენილი  კანდიდატის  პირადობის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ; დ) კანდიდატის 2(ორი) ფოტოსურათი – ზომით 3X4 . მუხლი 3🔗. საპატიო  მოქალაქის  წოდების  მინიჭება 1.  ამ წესის  მე-2  მუხლის  მე-2 პუნქტით განსაზღვრული  დაკუმენტები  წარედგინება  მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციულ სამსახურს. 2.   წარდგენილი  კანდიდატის  შესახებ  ცნობების  შეჯერებას  და განხილვას აწარმოებს  მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც საპატიო  მოქალაქის მინიჭების თაობაზე დასკვნას  წარუდგენს გამგებელს. 3.  აბაშის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  წოდების  მინიჭებაზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების  სახით. 4.  ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  მოწმობის  გადაცემა ხორციელდება წელიწადში ერთხელ, ,,აბაშობის“დღესასწაულზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში  ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის“  მოწმობა შეიძლება  გადაცემულ  იქნეს  ნებისმიერ  დროს,  აბაშის მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილების საფუძველზე. 5. მოქალაქეს,  რომელსაც  მიენიჭა  ,,საპატიო  მოქალაქის  წოდება“, შეიძლება  გადაეცეს  ფულადი  ჯილდო ან/და ფასიანი საჩუქარი. 6.  აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის  მონაცემები შეიტანება  ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის წიგნში", რომელიც ინახება  აბაშის მუნიციპალიტეტის  გამგეობაში. 7.  „აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო  მოქალაქის" დამადასტურებელი  მოწმობის  დამზადებას უზრუნველყოფს აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობა, დამტკიცებული ფორმის  შესაბამისად (დანართი 2). მუხლი 4🔗. საპატიო მოქალაქის  წოდების  ჩამორთმევის  საფუძვლები. 1. პირს   შეიძლება    ჩამოერთვას  ,,საპატიო  მოქალაქის“ წოდება,   თუ  მის  მიერ ჩადენილ იქნა: ა)  საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული განზრახი  დანაშაული; ბ) საქართველოს  სახელმწიფოს ან აბაშის  მუნიციპალიტეტის  ინტერესების  წინააღმდეგ  მიმართული ქმედებები; გ)  ზოგადზნეობრივი ნორმების, პატივისა და ღირსების  შემლახავი ქმედება; დ) საკუთარი სურვილით. 2.  ,,აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის“  წოდების  ჩამორთმევის უფლება  აქვს  მუნიციპალიტეტის გამგებელს, რომელიც გადაწყვეტილებას იღებს ბრძანებით, სამუშაო ჯგუფის დასკვნის საფუძველზე.  „აბაშის  მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის’’ მოწმობის  ფორმა აბაშის    მუნიციპალიტეტი აბაშის  მუნიციპალიტეტის  საპატიო მოქალაქის მ ო წ მ ო ბ ა  აბაშის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ (ქალბატონ).............................................................................................................................                                                                                                                                    სახელი ,გვარი აბაშის  მუნიციპალიტეტის გამგებლის 20..... წლის  ................ …….............№  ბრძანებით აბაშის   მუნიციპალიტეტის გამგებელი:.............................................................................................            მ. კვიტაშვილი                                                        (ხელმოწერა, ბეჭედი) ,, „.“     .......    20....წელი