სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.10.2015
გამომცემი ორგანო სიღნაღის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.168.016167
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 23/10/2015
matsne.gov.ge 371 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გოჩა ტოკლიკიშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 20.10.2015 „მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 98% 30.10.2015 ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.11.2015 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 28.10.2015 მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.01.2018

დოკუმენტის ტექსტი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 2015 წლის 20 ოქტომბერი ქ. სიღნაღი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად,  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის  წესი“  დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგოჩა ტოკლიკიშვილი დანართი სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან  საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ეს წესი განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – მუნიციპალიტეტის გამგებლის)  მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს. 2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში. მუხლი 2🔗. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა 1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვინეს  1 ნოემბრისა, მოიწვიოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 2. მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მუხლი 3🔗. სიღნაღის  მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს  შეუზღუდავად დაესწროს  მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება. მუხლი 4🔗. ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვებგერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში. მუხლი 5🔗. საჯარო შეხვედრების ორგანიზება 1. მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან შეხვედრის ტექნიკურ ორგანიზებას  უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური. 2. მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან შეხვედრისას დგება შეხვედრის ოქმი. ოქმში  მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო, ვიდეოტექნიკის გამოყენებით. მუხლი 6🔗. ანგარიშის გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, კანონით დადგენილ ვადაში. მუხლი 7🔗. ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.