ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.10.2015
ძალის დაკარგვა 05.03.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №126
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.160.016336
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა შავაძე | საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.03.2018
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 22.10.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №126
2015 წლის 22 ოქტომბერი
ქ. რუსთავი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის დებულება, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 22 ოქტომბრის №30 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 27.10.2014 წ., 010250020.35.160.016242).
მუხლი 3🔗
დადგენილება ძალაშია 2015 წლის 26 ოქტომბრიდან.
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგოჩა შავაძე
დანართი
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა
და სოციალური მომსახურების სამსახურის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗
1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახური (შემდგომში – სამსახური) შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების საფუძველზე.
2. სამსახური თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და სხვა კანონებით, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით და ამ დებულებით.
3. სამსახური წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის სახელით.
4. სამსახურს აქვს ბლანკი და ბეჭედი, რომლით სარგებლობის ფარგლებს განსაზღვრავს საკრებულოს მიერ დამტკიცებული წესი.
5. სამსახურის ადგილსამყოფელია: საქართველო, ქალაქი რუსთავი 3700, მერაბ კოსტავას გამზირი №20.
თავი II
სამსახურის ფუნქციები და განყოფილებები
მუხლი 2🔗.
სამსახურის განყოფილებები და მათი ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მათი განხორციელების კოორდინაცია, შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი, შეფასება და მიღება-ჩაბარება; თავისი კომპეტენციის ფარგლებში, განსახორციელებელი პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან;
ბ) სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სოციალური დახმარებისა და შეღავათების გაწევა დამტკიცებული სოციალური პროგრამების ფარგლებში, დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; დამტკიცებული ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური პროგრამების შესაბამისად სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება;
გ) უსახლკაროთა რეგისტრაცია და მათი სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო სხვა ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო პროგრამების განხორციელების თაობაზე კოორდინირებული მუშაობა შესაბამის დაწესებულებებთან;
ე) სამსახურის საქმიანობის სფეროში მოქმედი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან თანამშრომლობა;
ვ) საქმიანი კონტაქტების დამყარება არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
2. სამსახურის განყოფილებებია:
ა) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება;
ბ) სოციალური მომსახურების განყოფილება.
3. სოციალური მომსახურების განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური მომსახურების ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობა;
ბ) სოციალური მომსახურების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების პროცესების მართვა;
გ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სოციალური მომსახურების სფეროს მიკუთვნებული საკითხების მართვა;
დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალურ მდგომარეობასთან დაკავშირებით შესაბამისი დაწესებულებებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება;
ე) სოციალური მომსახურების პროგრამების ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
ვ) მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის სოციალურად დაუცველი მოსახლებისთვის სოციალური დახმარებებისა და შეღავათების გაწევის ორგანიზება;
ზ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებსა და წერილებზე წინადადებებისა და პასუხების მომზადება;
თ) სოციალურ სფეროში სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე საერთაშორისო ორგანიზაციების განსახორციელებელ პროგრამებში მონაწილეობის მიღება;
ი) სოციალური მომსახურების განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების მომზადება;
4. ჯანმრთელობის დაცვის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ჯანმრთელობის დაცვის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა შემუშავება, მომზადება და ქალაქ რუსთავის მუნიციპალტეტის მერისათვის წარდგენა;
ბ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის ერთიანი სახელმწიფო და მუნიციპალური პოლიტიკის გატარების ხელშეწყობას;
გ) სხვადასხვა სახელმწიფო ორგანიზაციებიდან სტატისტიკური მონაცემების მიღება-დამუშავება;
დ) ჯანმრთელობის დაცვის მუნიციპალური პროგრამების ფარგლებში პარტნიორი ორგანიზაციების მოძიება და მათთან თანამშრომლობა;
ე) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ჯანმრთელობის დაცვის პროექტების კოორდინაცია;
ვ) სამსახურის კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურში შესულ განცხადებებზე და წერილებზე წინადადებებისა და პასუხების მომზადება;
ზ) ჯანმრთელობის დაცვის განყოფილების მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ დადგენილი პერიოდულობით ანგარიშების მომზადება.
თავი III
სამსახურის უფლებები და მოვალეობები
მუხლი 3🔗.
სამსახურის უფლებამოსილებები
1. დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას მოქმედი კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით, სხვა სათანადო ნორმატიული აქტებით დადგენილი მოთხოვნების, წესებისა და კომპეტენციის ფარგლებში სამსახური უფლებამოსილია:
ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია;
ბ) სამსახური კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე მოამზადოს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში კონსულტაციისთვის მოიწვიოს ექსპერტი;
გ) სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამართლებრივი აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებითა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
მუხლი 4🔗.
სამსახურის მოვალეობები
1.სამსახური ვალდებულია:
ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარუდგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს ან/და საკრებულოს;
ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები და პასუხი აგოს თავის საქმიანობაზე. იკისროს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული ვალდებულებებისა და სხვა ფინანსურ ღონისძიებაზე;
გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები.
თავი IV
სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება
მუხლი 5🔗.
სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
2. სამსახურის უფროსის სამსახურში არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით, ასრულებს სამსახურის უფროსის მოადგილე ან განყოფილების ერთ-ერთი უფროსი.
3. სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს სამსახურის მოსამსახურეთა საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის;
დ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
ე) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ვ) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ;
ზ) სამსახურის მოსამსახურეებს უქმნის მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისთვის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კვალიფიკაციის ასამაღლებლად კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად;
თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას;
ი) ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
კ) პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაგეგმილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე;
ლ) შეიმუშავებს და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტებს;
მ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით და თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ღებულობს გადაწყვეტილებებს განცხადების, მომართვის, წერილის ან/და სხვა საფუძველზე;
ნ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე;
ო) ასრულებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის სამართლებრივი აქტებით ან დავალებით მინიჭებულ კონკრეტულ უფლებამოსილებებს;
პ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. სამსახურის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
5. სამსახურის უფროსის მოადგილე:
ა) სამსახურის უფროსის მოადგილე თავის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსის მიერ განსაზღვრული კომპეტენციისა და ფუნქციების შესაბამისად;
ბ) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას;
გ) სამსახურის უფროსის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალოებას ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებით ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.
6. სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერი.
7. სამსახურის განყოფილების უფროსი:
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას;
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოსამსახურეებს შორის;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ;
ე) უზრუნველყოფს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ შინაგანაწესისა და დისციპლინის დაცვას;
ვ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის უფროსის დავალებითა და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
8. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის მოვალეობის შესრულებას უზრუნველყოფს ერთ-ერთი მოხელე, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის დავალებით.
თავი V
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
მუხლი 6🔗.
სამსახურის ქონება და დაფინანსების წყაროები
1. სამსახურის მთელი ქონება წარმოადგენს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებას.
2. სამსახური საბიუჯეტო დაწესებულებაა, რომლის დაფინანსების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრები.
თავი VI
რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
მუხლი 7🔗
1. სამსახურის რეორგანიზაციის ან ლიკვიდაციის საკითხები რეგულირდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.