საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება (რეგიონალური განვითარების მესამე პროექტი)
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
(რეგიონალური განვითარების მესამე პროექტი)
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის
2015 წლის 7 აგვისტო
წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებული 7 აგვისტო 2015 წლით, საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში „ბანკი”).
მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
I მუხლი –
ზოგადი პირობები, განმარტებები
1.01. ზოგადი პირობების (წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოჰყვანილი განსაზღვრებების შესაბამისად) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. 1.02. გარდა იმ შემთხვევებისა,, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ იგივე მნიშვნელობა,, რაც ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში. II მუხლი – სესხი 2.01. ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების და მოთხოვნების შესაბამისად, მსესხებელს ასესხოს თანხა სამოცი მილიონი აშშ დოლარის (60,000,000 აშშ დოლარი) ოდენობით,, რომელიც პერიოდულად კონვერტირებადია ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების („სესხი”) 2.08 ნაწილის დებულებების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების („პროექტი”) განრიგში 1 აღწერილი პროექტის დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით. 2.02. მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის შესაბამისად. 2.03. მსესხებელის მიერ გადასახდელი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.04. მსესხებლის მიერ გადასახდელი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს წელიწადში აუთვისებელი სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%). 2.05. მსესხებელის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ეკვივალენტს,, რომელიც დადგენილია სესხის ვალუტისათვის და, რომელსაც დაემატება ცვლადი მარჟა. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში, კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა,, თუ გამოთხოვილი სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობა რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახადი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად. 2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 ივნისი და 15 დეკემბერი. 2.07. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად. 2.08. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშესაწყობად, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ მოცემული ნებისმიერი კონვერსია, კერძოდ: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ათვისებული ან აუთვისებელი თანხის ვალუტის დამტკიცებული ვალუტით შეცვლა; (ii) საპროცენტო განაკვეთის ბაზისის შეცვლა: ა) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო საპროცენტო ცვალებადი განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით, ან პირიქით შეცვლა, ან ბ) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვალებად მარჟაზე და მითითებულ განაკვეთზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთის შეცვლა ფიქსირებულ განაკვეთზე და ცვალებად მარჟაზე დაფუძნებული ცვალებადი განაკვეთით, ან პირიქით; ან (გ) ათვისებული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი თანხის ცვალებად საპროცენტო განაკვეთიდან,, რომელიც დაფუძნებულია ცვალებად მარჟაზე ცვალებად საპროცენტო განაკვეთზე,, რომელიც დაფუძნებულია ფიქსირებულ მარჟაზე; და (iii) ათვისებული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის დაწესების გზით. (ბ) წინამდებარე ნაწილის (ა) პარაგრაფის თანახმად საჭირო ნებისმიერი ცვლილება,, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ზოგად პირობებში და უნდა ამოქმედდეს ზოგადი პირობების IV ნაწილისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად. (გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვრის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვრის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა ძირითადი თანხის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და დაფაროს ის თანხები,, რაც საჭიროა ნებისმიერი ძირითადი თანხის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად, იმ ოდენობამდე,, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილში ჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებლად. III მუხლი – პროექტი 3.01. მსესხებელი აღიარებს თავის ვალდებულებებს პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან, დაკავშირებით, მსესხებელი პროექტს განახორციელებს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით ზოგადი პირობების V მუხლისა და საპროექტო ხელშეკრულების დებულებების თანახმად. 3.02. წინამდებარე ხელშეკრულების 3.01 პუნქტში მოცემული პირობების შეუზღუდავად და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მსესხებელი პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად. IV მუხლი – ბანკის დამცავი მექანიზმები 4.01. ხელშეკრულების შეჩერების დამატებით გარემოებას წარმოადგენს: პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობის ცვლილება, შეჩერება, გაუქმება, ანულირება ან უარის თქმა, რამაც შესაძლოა მატერიალურად იმოქმედოს და ზიანი მიაყენოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის შესაძლებლობებს, შეასრულოს საპროექტო ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებები. 4.02.აქსელერაციის დამატებითი პირობა შემდეგში მდგომარეობს:, თუ ადგილი ექნება წინამდებარე ხელშეკრულების 4.01 პუნქტში მითითებულ მოვლენას და იგი გაგრძელდება ოთხმოცდაათი (90) დღის მანძილზე მას შემდეგ,, რაც ბანკი ამ მოვლენის შესახებ შეატყობინებს მსესხებელს. V მუხლი – ძალაში შესვლა; შეწყვეტა 5.01. ძალაში შესვლის დამატებით პირობას წარმოადგენს: (ა) პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება, გაფორმებული მსესხებელს, წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროთი და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის. (ბ) პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ დაამტკიცა საოპერაციო სახელმძღვანელო ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით. 5.02. დამატებითი იურიდიული საფუძველი შემდეგში მდგომარეობს: პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება დროულად იქნება დადასტურებული ან რატიფიცირებული მსესხებელსა და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ და მსესხებელი და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია იურიდიულ ვალდებულებებს აიღებენ ასეთი შეთანხმების პირობების თანახმად. 5.03. ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ას ოცი დღე (120) დღე. VI მუხლი – წარმომადგენლები, მისამართები 6.01. მსესხებელი წარმომადგენელია მსესხებლის ფინანსთა მინისტრი. 6.02. მსესხებლის მისამართია: ფინანსთა სამინისტრო გორგასლის ქ. №16 0114, თბილისი, საქართველო ფაქსიმილე 995-32-2262423 6.03. ბანკის მისამართია: International Bank for Reconstruction and Development 1818 H Street, N.W. Washington, D.C. 20433 United States of America ტელეგრაფი ტელექსი: ფაქსიმილე:
INTBAFRAD 248423 (MCI) or 1-202-477-6391
Washington, D.C. 64145 (MCI)
შეთანხმდნენ თბილისში, საქართველო,ზემოთ მითითებულ დღესა და წელს. საქართველო უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: ნოდარ ხადური თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
უფლებამოსილი წარმომადგენელი სახელი: იოსებ მელითაური თანამდებობა: საქართველოში მსოფლიო ბანკის ოფისის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი
განრიგი 1 პროექტის აღწერა პროექტის ამოცანაა მუნიციპალური მომსახურებისა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანობისა და საიმედოობის სრულყოფა, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტურიზმთან დაკავშირებული ადგილობრივი ეკონომიკის მხარდასაჭერად. პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან: ნაწილი 1: ინვესტიციები ინფრასტრუქტურაში (ა) გრანტის ბაზაზე შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის (LSGs) თანხების გამოყოფა სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში,, რათა მოხდეს ურბანული აღდგენისა და ტურისტული მარშრუტის განვითარების საინვესტიციო ქვეპროექტების დაფინანსება ძველი ქალაქებისა და სოფლების ურბანული აღდგენისათვის,, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შენობათა ფასადების და სახურავების, საჯარო ადგილების, მუზეუმების, გზების და წყლის მიწოდების სისტემის აღდგენით და, ასევე, კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლების გაუმჯობესებით (ამ ძეგლების ხელმისაწვდომობისა და გაცნობის ჩათვლით). (ბ) გრანტის ბაზაზე შერჩეული ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის (LSGs) თანხების გამოყოფა საჯარო ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ქვეპროექტების განსახორციელებლად-კერძო სექტორის ინვესტიციების მოსაზიდად სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტურიზმისა და აგრობიზნესის სფეროებში,, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება გზების, ფეხით მოსიარულეთა ბილიკების და წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემების, კომუნიკაციისა და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობით. ნაწილი 2: ინსტიტუციონალური განვითარება საქონლის, არასაკონსულტაციო მომსახურების, საკონსულტაციო მომსახურებისა და ტრენინგების, ასევე საოპერაციო ხარჯების დაფინანსების უზრუნველყოფა საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (NACHP), საქართველოს ეროვნული მუზეუმის, პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისა და სხვა დაინტერესებული ადგილობრივი და რეგიონალური ორგანიზაციების ინსტიტუციური შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად შემდეგი საქმიანობების განხორციელება: (ა) დანიშნულების მართვის ოფისის შექმნა სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის თითოეულ რეგიონში, ინსტიტუციური ჩარჩოს ჩამოსაყალიბებლად,, რათა უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო მიზანმიმართული მართვა, საჯარო-კერძო-პარტნიორობა და თითოეულ რეგიონში განხორციელებული ინვესტიციების მდგრადობა. (ბ) სამცხე-ჯავახეთის და მცხეთა-მთიანეთის თითოეულ რეგიონში მარკეტინგისა და წახალისების მექანიზმების განვითარება და განხორციელება,, რათა მოხდეს თითეული რეგიონის, როგორც ახალი მდგრადი ტურისტული დანიშნულების ადგილის განვითარება და საზოგადოებრივი ჩართულობის, აქციონერთა კონსულტაციის და ადგილობრივი მთავრობის ჩართულობის ხელშეწყობა რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის. (გ) პროექტის ფარგლებში დაფინანსებული ადგილების მდგრადი მართვის გეგმების მომზადება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისათვის, ასევე სამუშაო სწავლებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის. (დ) ტრენინგები კვალიფიციური მუშახელისა და შერჩეულ ბენეფიციართა შესაძლებლობების განვითარებისათვის (სასტუმროს პერსონალი, ტურ-ოპერატორები და გიდები, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის (GNTA), საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს (NACHP), ეროვნული მუზეუმისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის (MDF) ოფიციალური პირები),, რომელიც მიზნად ისახავს ინტეგრირებული სამუშაო ძალის განვითარების პროგრამის შექმნას, სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში ტურისტული ბიზნესის სფეროში საჭირო კვალიფიციური სამუშაო ძალის შექნისათვის. (ე) NACHP-ისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება,, რომელიც მიზნად ისახავს (i) მცხეთის მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა საძიებო გეგმის მოსამზადებელი პროცესის ზედამხედველობას, მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის გადაწყვეტილებათა შესაბამისად; (ii) საკონსულტაციო მომსახურების შექმნა საქართველოსათვის, მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა წინასწარი სიის შესახებ და NACHP-ისთვის დახმარების გაწევა ამ სიის ჩანაწერთა მომზადებაში; (iii) NACHP-ისათვის სამუშაო შესაძლებლობათა განვითარების უზრუნველყოფა და მუნიციპალიტეტებისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაციისა და ადგილების მართვის გეგმების მიწოდება; და (iv) კულტურული მემკვიდრეობის, როგორც უნიკალური ტურისტული პროდუქტის შექმნის ხელშეწყობა, როგორც ეროვნული ტურისტული სტრატეგიის ასევე გლობალური აბრეშუმის გზის ინიციატივათა ფარგლებში (ინიციატივა,, რომელსაც ხელმძღვანელობს გაერთიანებული ერების ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია ისტორიული აბრეშუმის გზის განახლებისათვის). (ვ) ტურიზმის სფეროსა და აგრობიზნესის მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისათვის (SMEs) – ბიზნესის დამწყები/გამაფართოებელი საკონსულტაციო მომსახურების მიწოდება, მათი ბიზნეს შესაძლებლობების გასაძლიერებლად და ადგილობრივ და ეროვნულ ფინანსურ ინსტიტუტებთან საკრედიტო ურთიერთობებისთვის. (ზ) სამცხე-ჯავახეთისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონების ტურისტულ სექტორში შესრულების მონიტორინგისა და საქმიანობის შეფასების შესაძლებლობათა გაძლიერება (რომელიც მოიცავს ყოველწლიური კვლევების დიზაინის შექმნასა და განხორციელებას,, რათა მოხდეს ვიზიტორების რიცხვის, მათი აქტივობებისა და კმაყოფილების დონეების განსაზღვრა, ასევე საბაზისო მონაცემების შეგროვება ფორმალური და არაფორმალური ტურისტული ორგანიზაციებისაგან) და გზების მოძიება მიღწევების ეფექტურობის მონისტორინგისათვის და ასევე ყოველწლიურად პროექტის შედეგების მონიტორინგის ინდიკატორების წარმოდგენა. (თ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა საზოგადოებრივი ცნობიერების კამპანიების, პოტენციური საინვესტიციო ქვეპროექტების ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის მომზადების, დიზაინის, სამშენებლო ზედამხედველობისა და საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. განრიგი 2
პროექტის განხორციელება ნაწილი I. განხორციელების ღონისძიებები
ა. ინსტიტუციონალური ღონისძიებები 1. პროექტის სათანადო კოორდინაციისა და განხორციელების მიზნით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტს ზედამხედველობა გაუწიოს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის სამეთვალყურეო საბჭომ, რომლის თავმჯდომარეა საქართველოს პრემიერ მინისტრი. სხვა ფუნქციებთან ერთად, ზემოთ ხსენებული საბჭოს ფუნქციები მოიცავს მათ შორის: (ა) პროექტის შესრულების საერთო ზედამხედველობას; (ბ) სააგენტოებს შორის კოორდინაციას პროექტის მიზნების მისაღწევად; და (გ) პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მუშაობისთვის წლიური სამუშაო პროგრამების ბიუჯეტებისა და ანგარიშების შემოწმებას და დამტკიცებას. 2. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს: (ა) მოამზადოს ბანკისთვის მისაღები საოპერაციო სახელმძღვანელო (საოპერაციო სახელმძღვანელო) აღნიშნულ სახელმძღვანელოში მოცემული უნდა იყოს პროექტის განხორციელებისა და კოორდინაციისათვის საჭირო ძირითადი ინსტრუმენტები,, რაც გულისხმობს: (i) შესყიდვებისა და ფინანსური მართვის პროცედურებს; (ii) მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობებისათვის საინვესტიციო ქვეპროექტების შესარჩევად კრიტერიუმებს; (iii) საინვესტიციო ქვეპროექტების დაფინანსების პირობებს; (iv) შესყიდვებს და საინვესტიციო ქვეპროექტების განხორციელებას; (v) კადრებით დაკომპლექტებას, მართვას და პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მოვალეობებს; (vi) ESMF-ის განხორციელებას; (vii) RPF-ის განხორციელებას; და (viii) საჩივრების დაკმაყოფილების მექანიზმის შექმნას და განხორციელებას; (ბ) პროექტის განხორციელებას ბანკისთვის მისაღები საოპერაციო სახელმძღვანელოს შესაბამისად; და (გ) საოპერაციო სახელმძღვანელოს დებულებების ნებისმიერი შემოთავაზებული შესწორების წარდგენას ბანკისთვის წინასწარი თანხმობისათვის და ამის შემდეგ ასეთი შესწორების ამოქმედება, როგორც ეს ბანკთან იყო შეთანხმებული. ბ. პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება 1. პროექტის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს სესხის თანხებთან პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის უსასყიდლოდ ხელმისაწვდომობა, მსესხებელს წარმოდგენილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროთი და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფასტრუქტურის სამინისტროთი და პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციას შორის გაფორმებული პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბანკის მიერ დამტკიცებული პირობების თანახმად („პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება“). 2. მსესხებელი გამოიყენებს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მინიჭებულ უფლებებს და შეასრულებს მის ვალდებულებებს ისე, რომ მსესხებლისა და ბანკის ინტერესები იყოს დაცული და დაფინანსების მიზნები იყოს მიღწეული. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ბანკი სხვაგვარად განსაზღვრავს, მსესხებელი არ დაადგენს, შეცვლის, გააუქმებს, უარყოფს, ვერ შეასრულებს ან გააუქმებს პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულებას ან მის ნებისმიერ დებულებას. გ. ანტიკორუფციული სტრატეგია მსესხებელი უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს შესაბამისად. დ. გარანტიები გარემოსდაცვითი მართვა 1. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველყოფს შემდეგს: (ა) (i) ESMF-ის განხორციელება (რომელიც მოიცავს გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული რესურსების შემოწმებას, ასევე გარემოსდაცვით და სოციალურ მიმოხილვასაც მოთხოვნისამებრ) და გარემოსდაცვითი მართვის გეგმის მომზადება მასთან შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით და იმის უზრუნველსაყოფად, რომ პროექტი განხორციელდა გარემოსდაცვითი პრაქტიკისა და სტანდარტების შესაბამისად; და (ii) შესყიდვის სამუშაოების ინიცირებამდე, ბანკისათვის მისაღები გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის გეგმის შემუშავება და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციებისათვის მისი გავრცელება; შემდეგ აღნიშნული EMP წარდგენილ უნდა იყოს სამუშაოების შესასყიდად საჭირო სატენდერო დოკუმენტების პროექტებთან ერთად და იყოს სატენდერო დოკუმენტების ნაწილი. (ბ) ბანკისთვის წინასწარი განხილვისთვის ESMF-სა და EMP-ის ნებისმიერი შემოთავაზებული გადასინჯვის წარდგენა, საჭიროებისამებრ, მათი მოსალოდნელი მიზნების მისაღწევად და ამის შემდგომ ისეთი გადასინჯვის შეტანა დოკუმენტებში,, რომელიც ბანკთან იქნება შეთანხმებული. (გ) მონიტორინგისა და შეფასებისათვის ისეთი პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელება,, რომელიც შეესაბამება ბანკისთვის მისაღებ სახელძღვანელოს, ამასთან, გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩოსა და EMP-ის განხორციელება და მათი მოსალოდნელი მიზნების მიღწევა. განსახლება 2. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საშუალებით უზრუნველყოფს შემდეგს: (ა) (i) როდესაც პროექტის, ნებისმიერი ქვეპროექტის ან რაიმე ნაწილის განხორციელებას აქვს გავლენა დაზარალებულ პირებზე, ბანკისთვის განსახილველად უნდა წარადგინოს განსახლების სამოქმედო გეგმები, მომზადებული RPF-ში ჩამოყალიბებული პრინციპებისა და პროცედურების შესაბამისად, ასეთი განსახლების გეგმების განხორციელება ბანკისთვის მისაღები ფორმით, მას შემდეგ, რაც აღიარებული იქნება დამაკმაყოფილებლად ბანკის მიერ; და (ii) სამუშაოებს ნებისმიერ სპეციფიურ საპროექტო ადგილებზე,, რომელიც გავლენას ახდენს დაზარალებულ პირებზე, არ დაიწყებს სანამ შესაბამისი RAP არ იქნება სრულად განხორციელებული ბანკისთვის მისაღები ფორმით. (ბ) ბანკისთვის წინასწარ განხსახილველად ნებისმიერი შემოთავაზებული ცვლილების წარდგენა,, რაც გათვალისწინებულია RPF-სა და RAP-ში შესატანად, როგორც გარემოება მოითხოვს,, რათა მიღწეულ იქნეს მოსალოდნელი მიზნები და ამის შემდგომ ასეთი ცვლილების იმ დოკუმენტში შეტანა,, რომელიც შეთანხმებულია ბანკთან. (გ) RPF-ისა და RAP-ის განხორციელების და მათი მოსალოდნელი მიზნების მიღწევის მონიტორინგისა და შეფასებისათვის ისეთი პოლიტიკისა და პროცედურების განხორციელება,, რომელიც შეესაბამება ბანკისთვის მისაღებ სახელძღვანელოს. გასაჩივრების მექანიზმი 3. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ შექმნას და განახორციელოს ადვილად აღსაქმელი გასაჩივრების მექანიზმი პროექტის განხორციელებისას, ბანკისათვის მისაღები ფორმით, პროექტთან დაკავშირებული საჩივრების განსახილველად, როგორც ეს მოცემულია საოპერაციო სახელმძღვანელოში. საერთაშორისო წყალსადინარები 4. მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ პროექტის განმახორციელებელმა ორგანიზაციამ როდესაც საინვესტიციო ქვეპროექტთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობა დაკავშირებულია წყალსადინრებთან ასეთ შემთხვევაში (როგორც განსაზღვრულია ბანკის საოპერაციო პოლიტიკის 7.50): (ა) ასეთი ქმედება უნდა შემოიფარგლოს მიმდინარე სქემებით, პროექტში ჩართული დამატებებით ან ცვლილებებით,, რომელიც მოითხოვს რეაბილიტაციას, მშენებლობასა და სხვა ცვლილებებს, რაც: (ა) უარყოფითად არ ცვლის წყლის ნაკადების ხარისხსა და რაოდენობას სხვა მოსაზღვრეებისთვის; და (ii) მასზე უარყოფითად არ იმოქმედებს სხვა მოსაზღვრეებიდან შესაძლო წყლის გამოყენება; და (ბ) ასეთი ქმედებები უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ მცირე დამატებებით ან ცვლილებებით მიმდინარე სქემაში; ის არ ფარავს სამუშაოებსა და ქმედებებს,, რომელიც აჭარბებს ძირითად სქემას, ცვლის მის ბუნებას ან ისეა შეცვლილი ან გავრცობილი მისი ფარგლები, რომ იგი წარმოაჩენს ახალ და განსხვავებულ სქემას. ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება ა. პროექტის ანგარიშები 1. მსესხებელმა პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უნდა განახორციელოს მონიტორინგი, შეაფასოს პროექტის მიმდინარეობა და უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება ზოგადი პირობების 5.08 პუნქტის შესაბამისად და ბანკთან შეთანხმებული ინდიკატორების საფუძველზე. ყოველი ანგარიში უნდა მოიცავდეს ერთ კალენდარულ სემესტრს და უნდა იყოს მიწოდებული ბანკისთვის არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში ასეთი პერიოდის დასრულების შემდეგ. ბ. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი 1. მსესხებელი დაიცავს ან უზრუნველყოფს ფინანსური მართვის სისტემის დაცვას ზოგადი პირობების 5.09 ნაწილის დებულებების შესაბამისად. 2. მსესხებელი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვებობით ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში, მოამზადებს და წარუდგენს ბანკს შუალედურ, აუდიტის მიერ შეუმოწმებელ ფინანსურ ანგარიშებს, ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით. 3. მსესხებელს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მეშვეობით უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშები აუდიტორულად შემოწმებული ზოგადი პირობების 5.09 (ბ) ნაწილის დებულებების მიხედვით. ამ ფინანსური ანგარიშების ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა მოიცავდეს მსესხებლის ერთ ფისკალურ წელიწადს. თითოეული პერიოდის ფინანსური მონაცემები უნდა მიეწოდებოდეს ბანკს ამ პერიოდის დასრულებიდან არა უგვიანეს 6 თვის ვადაში. ნაწილი III. შესყიდვები
ა. ზოგადი 1. საქონელი, სამუშაოები და და არასაკონსულტაციო მომსახურება. პროექტისათვის საჭირო ყველა საქონელი, სამუშაოები და არასაკონსულტაციო მომსახურება,, რომელთა დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების პირველი ნაწილის მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების თანახმად. 2. საკონსულტაციო მომსახურება. პროექტისათვის საჭირო ყველა საკონსულტაციო მომსახურება, რომლის დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების I და IV ნაწილების მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების თანახმად. 3. განმარტებები. წინამდებარე ნაწილში გამოყოფილი ტერმინოლოგია,, რომელიც აღწერს შესყიდვების კონკრეტულ მეთოდებს, ან ასოციაციის მიერ კონკრეტული კონტრაქტების შემოწმების მეთოდებს, უკავშირდება შესაბამის მეთოდებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების სახელმძღვანელოს II და III ნაწილებში, ან საჭიროებისამებრ კონსულტანტების სახელმძღვანელოს II, III, IV და V ნაწილებში. ბ. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები 1. საერთაშორისო ტენდერის ჩატარება. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ მე-2 პარაგრაფში, საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა მოხდება საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე. 2. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. გარდა საერთაშორისო ტენდერისა, ქვემოთ მოჰყვანილ ცხრილში აღწერილია შესყიდვების მეთოდები,, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების მიმართ შესყიდვების გეგმით განსაზღვრული კონტრაქტებისთვის:
გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები 1. შერჩევა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ქვევით არის მოჰყვანილი მე-2 პარაგრაფში, კონსულტანტების მომსახურებების შესყიდვა მოხდება იმ კონტრაქტების ფარგლებში,, რომელთა შერჩევა მოხდება ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. 2. საკონსულტაციო მომსახურეობის შესყიდვის სხვა მეთოდები. ქვევით მოჰყვანილი მეთოდების, ხარისხისა და ფასის გათვალისწინების მეთოდის გარდა, გამოყენება შესაძლებელია საკონსულტაციო მომსახურებასთან მიმართებაში, ისეთი კონტრაქტებისთვის, რომლებიც ასახულია შესყიდვების გეგმაში:
დ. შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების შემოწმება ბანკის მიერ შესყიდვების გეგმაში დადგენილი იქნება ის კონტრაქტები, რომლებიც საჭიროებენ ბანკის წინასწარ შემოწმებას. ყველა სხვა კონტრაქტი საჭიროებს ბანკის შემდგომ შემოწმებას. ნაწილი IV. სესხის თანხების გამოთხოვა
ა. ზოგადი. 1. მსესხებელი უფლებამოსილია გამოითხოვოს სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები ზოგადი პირობების მე-II მუხლის, წინამდებარე ნაწილის მოთხოვნებისა და წარდგენილი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად (2006 წლის მაისის „მსოფლიო ბანკის პროექტებისათვის ხარჯების ანაზღაურების ინსტრუქციები”, რომლის ცვლილებასაც ბანკი პერიოდულად ახორციელებს და, რომელიც აღნიშნული ინსტრუქციების თანახმად გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში), დაშვებული ხარჯების დასაფინანსებლად, როგორც მომდევნო მე-2 პარაგრაფის ცხრილშია მოჰყვანილი. 2. წინამდებარე ცხრილში ნაჩვენებია სესხის თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების კატეგორიები („კატეგორია”), თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი დაშვებული ხარჯების პროცენტული შეფარდება:
ბ. თანხის გამოთხოვის პირობები; თანხის გამოთხოვის პერიოდი 1. წინამდებარე ნაწილის „ა” პუნქტის დებულებების მიუხედავად, თანხის გამოთხოვა არ მოხდება იმ გადასახდელების მიმართ, რომლებიც განხორციელდა წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებამდე, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც დაშვებულია ხარჯებისათვის თანხის გამოთხოვა საერთო ოდენობით,, რომელიც არ აღემატება 12,000,000 აშშ დოლარის ეკვივალენტს, განხორციელებულს 2015 წლის 11 აპრილისა ან შემდგომ, პირველი კატეგორიის ფარგლებში განსახორციელებელ ნებადართული ხარჯებისთვის. 2. დახურვის თარიღია 31 დეკემბერი, 2019 წელი. განრიგი 3 ამორტიზაცის გრაფიკი 1. წინამდებარე ცხრილი განსაზღვრავს სესხის ძირითადი გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გადასახდელ პროცენტს ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის („დარიცხული პროცენტი“)., თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია პირველი ძირითადი გადახდის თარიღის შესაბამისად, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ გამრავლებით: (ა) ათვისებული სესხის ბალანსზე პირველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის; (ბ) დარიცხულ პროცენტზე თოთოეული ძირითადი გადახდის თარიღისათვის, ასეთი გადასახდელი თანხა ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი იმ თანხის გამოკლებით,, რომელიც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მე-4 პარაგრაფში,, რომელსაც ემატება კურსის კონვერტაცია.
2. თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად არ იქნა გამოთხოვილი პირველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად: (ა) იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია ძირითადი გადახდის თარიღისათვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ათვისებული სესხის ნაშთი ასეთი თარიღისათვის აღნიშნული განრიგის 1 პარაგრაფის შესაბამისად. (ბ) ნებისმიერი გამოთხოვილი თანხა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ უნდა დაიფაროს ყოველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული თანხის ასეთი გამოთხოვის თარიღის დადგომის შემდეგ თითოეული ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველი არის ძირითადი დარიცხული პროცენტი,, რომელიც განსაზღვრულია ამ განრიგის 1 პარაგრაფის ცხრილში ხსენებული ძირითადი გადახდის თარიღისათვის („ძირითადი დარიცხული პროცენტი“) და რომლის მრიცხველი არის ყველა დარჩენილი ძირითადი დარიცხული პროცენტების ჯამი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომისას ან ასეთი თარიღის შემდეგ, ასეთი გადასახდელი თანხები ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი თანხის გამოკლებით,, რაც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მე-4 პარაგრაფში,, რომელსაც კურსის კონვერტაცია ემატება. 3. (ა) სესხის თანხები გამოთხოვილი ორი კალენდარული თვის განმავლობაში ნებისმიერი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომამდე უნდა განიხილებოდეს, როგორც ათვისებული და გადაუხდელი ძირითადი თანხის მეორე გადახდის თარიღისათვის შემდეგი ათვისების თარიღამდე, მხოლოდ ძირითადი გადასახდელი თანხის გამოთვლის მიზნით ძირითადი გადახდის თარიღისათვის, და უნდა იყოს გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის,, რომელიც იწყება ძირითადი თანხის მეორე გადახდის თარიღისათვის ათვისების შემდეგ თარიღამდე. (ბ) წინამდებარე პარაგრაფის (ა) ქვე-ქვეპარაგრაფის მოთხოვნების მიუხედავად,, თუ ბანკი ნებისმიერ მომენტში შეიმუშავებს საგადასახადო განრიგის სისტემას, რომლის მიხედვითაც ანგარიშფაქტურების გაცემა ხდება სესხის გადახდის ძირითადი თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ თანხის გამოტანისას ამ ქვეპარაგრაფის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იქნება სავალდებულო ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ. 4. წინამდებარე განრიგის პირველ და მე-2 პარაგრაფებში განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, იმ შემთხვევაში,, თუ მოხდება განაღდებული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერტაცია იმ ვალუტაში,, რომელშიც სესხი დამტკიცდა, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა,, რომელიც გადასახდელია სესხის ძირის დაფარვის თარიღისთვის,, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერტაციის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ ამ თანხის გამრავლებით დენომინირებულ ვალუტაში უშუალოდ კონვერტაციამდე ნებისმიერი მხარის მიერ: (i) ვალუტის კურსი,, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამტკიცებულ ვალუტაში და, რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) იმ შემთხვევაში,, თუ ბანკი ასე დაადგენს ბანკის განაკვეთების ვალუტის კურსის ნაწილში განმარტებული კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად. 5.იმ შემთხვევაში,, თუ მოხდება ათვისებული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამორტიზაცის განრიგის შემუშავება. დანართი განსაზღვრებები „დაზარალებული პირი“ ნიშნავს, პირს,, რომელმაც პროექტის განხორციელების შედეგად, განიცადა ან განიცდის პირდაპირ ეკონომიკურ ან სოციალურ გავლენას,, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს შემდეგით: (ა) მიწების იძულებით ჩამორთმევა რასაც შედეგად მოჰყვა (i) გადაადგილება ან თავშესაფრის დაკარგვა; (ii) აქტივების ან აქტივებთან წვდომის დაკარგვა; (iii) შემოსავლის წყაროების ან საცხოვრებელი პირობების დაკარგვა, უნდა გადავიდეს, თუ არა ასეთი პირები სხვა ადგილას; ან (ბ) იურიდიულად დამოწმებულ პარკებსა და დაცულ ადგილებზე წვდომის იძულებით შეზღუდვა, რასაც შედეგად მოჰყვა უარყოფითი გავლენა ასეთი პირების საცხოვრებელ პირობებზე და „დაზარალებული პირი“ ნიშნავს კოლექტიურად, ყველა ასეთ დაზარალებულ პირს. 2. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო” ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის აღმოფხვრის სახელმძღვანელო”, დათარიღებული 2006 წლის 15 ოქტომბრით და შესწორებული 2011 წლის იანვარში. 3. „კატეგორია” ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ცხრილში დადგენილ კატეგორიას. 4. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო” ნიშნავს “მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევისა და დაქირავების სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, IBRD-ის სესხებისთვის და IDA-ს კრედიტების და გრანტებისთვის, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (შესწორებული ივლისი, 2014). 5. „გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩო” ან „ESMF” წარმოადგენს მსესხებლის მიერ 2015 წლის 12 თებერვალს თავის ვებსაიტზე განთავსებულ გარემოსდაცვით და სოციალური მართვის ჩარჩოს და ბანკის საინფორმაციო ველში განთავსებას 2015 წლის 18 თებერვალს,, რომელიც ადგენს პოლიტიკასა და პროცედურებს შემდეგი მოქმედებებისათვის: გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული რესურსების შემოწმება; გარემოსდაცვითი და სოციალური განხილვების წარმოება; და გარემოსდაცვითი მართვის გეგმების მომზადება (რომელიც მოიცავს შემამსუბუქებელ საშუალებებს, რომელიც უნდა იყოს ჩართული გარემოსდაცვითი მართვის გეგმებში). 6. „გარემოსდაცვითი და სოციალური მიმოხილვა” ან „ESR” წარმოადგენს შემოთავაზებული საინვესტიციო ქვეპროექტის მიმოხილვას,, რომელიც შეფასებულია როგორც მაღალი გარემოსთაცვითი რისკის კატეგორია B ESCR-ის მიერ შემუშავებული ESMF-ის შესაბამისად, შემოთავაზებული საინვესტიციო პროექტის ფარგლებში არსებული ადგილების ბიოლოგიური გარემოს შესასწავლად, ამ ქვეპროექტის განხორციელების ნებისმიერი პოტენციური გარემოს, სოციალური და კულტურული რესურსების გავლენის იდენტიფიცირება და შეფასება, ალტერნატივების, შემამსუბუქებელი დიზაინის, მართვისა და კონტროლის ზომების შემუშავება. 7. „გარემოსდაცვითი მართვის გეგმა” ან “EMP” ნიშნავს საინვესტიციო ქვეპროექტისათვის განვითარებულ ნებისმიერ გარემოსდაცვით მართვის გეგმას ESMF-ს შესაბამისად და ბანკისთვის მისაღები ფორმით. 8. „ გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული რესურსების შემოწმება“ ან “ESCRS” ნიშნავს თითოეული შემოთავაზებული საინვესტიციო ქვეპროექტის სავალდებულო შემოწმებას პროექტის 1 (ა) და 1(ბ) ნაწილების შესაბამისად, ESMF-ის შესაბამისად შემუშავებული, მათთვის კატეგორიების მინიჭების მიზნით გარემოსდაცვითი მოსალოდნელი რისკებისა და გავლენების საფუძველზე, შემოთავაზებათა გადარჩევით გარემოზე ზიანის მიყენების ხარისხის საფუძველზე, გარემოს მართვის გეგმის საჭიროების იდენტიფიცირება და შესაბამისი მოცულობისა და ტიპის გარემოსდაცვითი, სოციალური და კულტურული რესურსის შემოწმების განსაზღვრა,, რომელიც უნდა დაერთოს თან შემოთავაზებულ საინვესტიციო ქვეპროექტს შემდეგი პროცედურებისათვის მისაღები ფორმით. 9. „ზოგადი პირობები” ნიშნავს 2012 წლის 12 მარტით დათარიღებულ ”რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების ზოგად პირობებს”, ამ დანართის II ნაწილში განხორციელებული მოდიფიკაციებით. 10. „GNTA” წარმოადგენს მსესხებლის საქართველოს ეროვნულ ტურისტულ ადმინისტრაციას. 11. „საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსების ხელშეკრულება” ნიშნავს ხელშეკრულებას პროექტის განმახორციელებელ ორგანიზაციასა და მონაწილე ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულებს შორის საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსების დებულებების შესაბამისად საინვესტიციო ქვეპროექტის განხორციელებისათვის და “საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსების ხელშეკრულებები” წარმოადგენს ყველა ამ ტიპის შეთანხმებებს. 12. „საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსება” ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ გაცემულ გრანტს, სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსებიდან, საპროექტო ხელშეკრულების პირველი განრიგის 1 დ ნაწილის დებულებების შესაბამისად. 13. „საინვესტიციო ქვეპროექტი“ წარმოადგენს პროექტის 1(ა) და 1(ბ) ნაწილების ფარგლებში განსახორციელებელ საინვესტიციო ქვეპროექტს მონაწილე ადგილობრივი თვითმართველობის ერთეულების მიერ, რომლებიც იყენებენ საინვესტიციო ქცეპროექტის დაფინანასების ფარგლებში გამოყოფილ რესურსებს საინვესტიციო ქვეპროექტის დაფინანსების შეთანხმების შესაბამისად და „საინვესტიციო ქვეპროექტები“ გულისხმობს ყველა ასეთ ქვეპროექტს. 14. ფინანსთა სამინისტრო ნიშნავს, მსესხებლის ფინასთა სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს; 15. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ნიშნავს მსესხებლის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მის სამართალმემკვიდრეს. 16. „NACHP” ნიშნავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. 17. „საოპერაციო ხარჯები“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის საფუძვლიან და საჭირო ხარჯს,, რომელიც გასწია მსესხებელმა პროექტის განხორციელებასთან, მართვასთან და მონიტორინგთან მიმართებაში, საინფორმაციო კამპანიები, დამხმარე პერსონალის ხელფასების ხარჯის ჩათვლით (მსესხებლის მოხელეების ხელფასების გარდა), კომუნიკაცია, დამატება, ბეჭდვა და გამოქვეყნება, თარგმნა, სატრანსპორტო ოპერაციები და შენახვა, საბანკო მომსახურების საკომისიოები, ადგილობრივი მივლინების ხარჯი და ადგილის დათვალიერების ხარჯი, ოფისის რენტა, მოწყობილობები და მომარაგება მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული წლიური ბიუჯეტის საფუძველზე. 18. „საოპერაციო სახელმძღვანელო“ ნიშნავს პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ მომზადებულ პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს, აღნიშნული შეთანხმების 2 განრიგის 1 ა ნაწილის 2(ა) პარაგრაფის შესაბამისად,, რომელიც პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ მიღებული უნდა იქნეს აღნიშნული შეთანხმების 5.01(ბ) ნაწილის შესაბამისად და რომლის სახელმძღვანელო მოიცავს გარემოსდაცვითი და სოციალური მართვის ჩარჩოს და განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს,, რომელიც დროდადრო შეიძლება შესწორდეს ბანკთან შეთანხმებით. 19. „მონაწილე ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულები” ნიშნავს (ა) ადგილობრივ თვითმმართველობის ერთეულებს, რომლებიც შეიქმნა და მოქმედებს მსესხებლის 2014 წლის 5 თებერვლის №1958-II-ს ორგანული კანონის საფუძველზე (ადგილობრივი თვითმმართელობის კოდექსი); (ბ) მსესხებელის ეროვნული სააგენტო ან ერთეული (მაგალითად „NACHP”, საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი); ან (გ) რელიგიური ორგანიზაციის ადმინისტრაცია,, რომელიც შერჩეული იქნა საინვესტიციო ქვეპროექტის განხორციელებისათვის საოპერაციო სახელმძღვანელოში ჩამოყალიბებული კრიტერიუმებისა და პროცედურების შესაბამისად. 20. „შესყიდვების სახელმძღვანელო” ნიშნავს “სახელმძღვანელოს: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მსოფლიო ბანის მსესხებლების მიერ რეკონსტურქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებული 2011 წლის იანვრით (შესწორებული ივლისი, 2014). 21. „შესყიდვების გეგმა” ნიშნავს პროექტის გეგმას პროექტის განსახორციელებლად, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის 20 თებერვლით და მოხსენიებულია შესყიდვების სახელმძღვანელო დებულებების 1.18 პარაგრაფსა და კონსულტანტის სახელმძღვანელო დებულებების 1.25 პარაგრაფში,, რომელიც დროდადრო შეიძლება გადაისინჯოს ზემოაღნიშნული პარაგრაფების დებულებების გათვალისწინებით. 22. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციის კანონმდებლობა” ნიშნავს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებას,, რომელიც დამტკიცებულია საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილებით, მასში შეტანილი ცვლილებებისა და დამატებების გათვალისწინებით. 23. „პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია” ან „MDF” ნიშნავს მუნიციპალური განვითარების ფონდს,, რომელიც შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულებით, მასში შეტანილი ცვლილებების გათვალისწინებით.
24. „განსახლების სამოქმედო გეგმა” ან “RAP” ნიშნავს საინვესტიციო ქვეპროექტის განსახორციელებლად განსახლების სამოქმედო გეგმას, მსოფლიო ბანკისათვის მისაღები “განსახლების პოლიტიკის ჩარჩო სახელმძღვანელო”-ს და „განსახლების სამოქმედო გეგმების“, ყველა ასეთი განსახლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად. 25. „განსახლების პოლიტიკის ჩარჩო“ ან „RPF” ნიშნავს მსესხებლის მიერ თავის ვებსაიტზე 2015 წლის 12 თებერვალს და ბანკის საინფორმაციო ველში 2015 წლის 18 თებერვალს განთავსებულ განსახლების პოლიტიკის ჩარჩოს,, რომელიც ადგენს შემდეგს: (ა) პროექტის ფარგლებში არსებული ადგილების აღწერა; (ბ) მიწის შეძენის სამართლებრივი საფუძველი და შემოწმების გეგმა, პროექტის ფარგლებში განსახორციელებელ სამუშაოებთან და სამშენებლო საქმიანობასთან დაკავშირებული განსახლება და მიწის გამოყენება; (გ) დაზარალებული პირების განსახლების პრინციპები გავლენის სხვადასხვა კატეგორიის საფუძველზე; (დ) კონსულტაცის პროცედურები, შეფასება, კომპენსაცია, საცხოვრებელი პირობები აღდგენა და დაზარალებული პირებისათვის გასაწევი სხვა დახმარებები, გასაჩივრების პროცესის ჩათვლით; და (ე) ადგილების სპეციფიკური RAP-ის განვითარებისა და განხორციელებისათვისსაჭირო პასუხისმგებლობები, პროცედურები და მოთხოვნები. 26. „პროექტის განხორციელების უფლებამოსილების შესახებ ხელშეკრულება” ნიშნავს ხელშეკრულებას,, რომელიც აღწერილია წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის პირველი პარაგრაფის I.ბ ნაწილში და რომლის თანახმადაც მსესხებელი უზრუნველყოფს სესხის სახსრების ხელმისაწვდომობას პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაციისათვის.
27. „ტრენინგი” ნიშნავს პროექტის განმახორციელებლი ორგანიზაციის მიერ პროექტის მეორე ნაწილის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებებთან დაკავშირებით გაღებულ ხარჯებს,, რომელიც მოიცავს სამგზავრო და სამივლინები ხარჯებს სწავლების მონაწილეებისთვის, ასევე სასწავლო ტურების, სემინარების, კონფერენციების, და ან ღონისძიებების ჩასატარებლად საჭირო ფართის, მასალებისა და საჭირო ხელსაწყოების იჯარით აღების ხარჯებს მსოფლიო ბანკთან შეთანხმებული ნახევარწლიური ბიუჯეტის საფუძველზე. ნაწილი II ზოგადი პირობების ცვლილებები
ზოგადი პირობები შეცვლილია შემდეგნაირად: 1. „სარჩევში, წყაროების მითითების ნაწილში, ნაწილის სახელები და ნომრები შეცვლილია ქვემოთ მოჰყვანილ პარაგრაფში ჩამოყალიბებული ცვლილებების შესაბამისად. 2. 3.01 (ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო) ნაწილი შეცვლილია შემდეგნაირად: „ნაწილი 3.01 ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო; ვალდებულების გადასახდელი (ა) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სესხის თანხის ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო სესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული კურსის მიხედვით („ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო“) (ბ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ვალდებულების გადასახდელი აუთვისებელ სესხის ნაშთზე იმ კურსით, რაც განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში („ვალდებულების გადასახდელი“). ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება სასესხო ხელშეკრულების თარიღიდან 60 დღის შემდეგ, როცა თანხები ათვისებულია მსესხებლის მიერ სასესხო ანგარიშიდან ან გაუქმებულია. ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება ნახევარწლიურად ყოველ გადახდის თარიღისათვის“. 3. დანართში განმარტებები, ყველა შესაბამისი ნაწილის ნომრები და პარაგრაფები შეცვლილია, საჭიროებისამებრ,, რომელიც ასახავს ზემოთ ხსენებულ მეორე პარაგრაფში არსებული ცვლილებებს. 4. დანართი შეცვლილია მასში ახალი პარაგრაფი 19-ის ჩართვით „ვალდებულების გადასახდელის“ შემდეგი განმარტებით და მომდევნო პარაგრაფების გადანომრვით შესაბამისად: „19. „ვალდებულების გადასახდელი“ ნიშნავს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ვალდებულების გადასახდელს ხელშეკრულების 3.01(ბ) მიზნებისათვის“. 5. დანართის გადანომრილ 49 პარაგრაფში (ძირითდი 48 პარაგრაფი), „ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახდელის“ ტერმინი შეცვლილია და 3.01 ნაწილი ჩანაცვლებულია 3.01(ა) ნაწილით. 6. დანართის გადანომრილ პარაგრაფში 68 (თავდაპირველი პარაგრაფი 47) „სესხის გადახდის“ ტერმინის განმარტება შეცვლილია და იკითხება შემდეგნაირად: „68. სესხის გადახდა ნიშნავს სესხის მხარეების მიერ ბანკისთვის გადასახდელ თანხას სამართლებრივი შეთანხმებისა ან ამ ზოგადი პირობების შესაბამისად,, რომელიც მოიცავს ათვისებული სესხის ბალანსის ნებისმიერ თანხას, პროცენტს, ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადს, ვალდებულების გადსახადს, პროცენტს ძირითადი საპროცენტო განაკვეთით, ნებისმიერი წინასწარი გადახდები, ნებისმიერი საკომისიო კონვერტაციისა ან კონვერტაციის ვადამდე ადრე შეწყვეტისათვის, ცვალებადი მარჟის ფიქსირებული გადასახადი, ნებისმიერი წინასწარი გადასახადი საპროცენტო განაკვეთის ზედა ან ქვედა ზღვარის წარმოშობისას. 7. დანართის გადანომრილ პარაგრაფში 73 (თავდაპირველი პარაგრაფი 72), „გადახდის თარიღის“ განმარტება შეცვლილია, წაშლილია სიტყვა „არის“ და მის ნაცვლად ჩასმულია სიტყვები „და ვალდებულების გადასახადი არის“ სიტყვა „პროცენტის“ შემდეგ“. |