DLI ზომის ერთეული წელი 1 ეფექტურობის თარიღიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე წელი 2 2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე წელი 3 2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე წელი 4 2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე წელი 5 2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე თითოეული DLI-სთვის განსაზღვრული ჯამური თანხა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
„საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო ხელშეკრულება(შიდასახელმწფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)“
სესხის ნომერი 8599-GE
სასესხო ხელშეკრულება
(შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი)
საქართველოსა
და
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს
შორის
დათარიღებულია: 2016 წლის 28 მარტი
სესხის ნომერი 8599-GE
სასესხო ხელშეკრულება
წინამდებარე ხელშეკრულება, დათარიღებულია 2016 წლის 28 მარტით, საქართველოსა (შემდგომში „მსესხებელი”) და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის (შემდგომში „ბანკი”). მსესხებელი და ბანკი თანხმდებიან შემდეგზე:
I მუხლი –
ზოგადი პირობები; განმარტებები
1.01. ზოგადი პირობები (წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოყვანილი განსაზღვრებების შესაბამისად) წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
1.02. გარდა იმ შემთხვევებისა, თუ კონტექსტი სხვაგვარად არ ითვალისწინებს, წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები გამოიყენება ზოგად პირობებში და წინამდებარე ხელშეკრულების დანართში მოცემული მნიშვნელობით.
II მუხლი –
სესხი
2.01. ბანკი თანახმაა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული ან აღნიშნული პირობებით, მსესხებელს ასესხოს თანხა ორმოცი მილიონი აშშ დოლარის (40,000,000 აშშ დოლარი) ოდენობით, რომელიც შეიძლება პერიოდულად კონვერტირებული იქნეს ვალუტის კონვერტაციის საშუალებით, წინამდებარე ხელშეკრულების („სესხი”) 2.08 ნაწილის დებულებების შესაბამისად, წინამდებარე ხელშეკრულების პირველ განრიგიში აღწერილი პროექტის („პროექტი”) დაფინანსების ხელშეწყობის მიზნით.
2.02. მსესხებელს შეუძლია სესხის თანხების გამოთხოვა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის შესაბამისად.
2.03. მსესხებელის მიერ დასაფარი ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო უნდა შეადგენდეს
სესხის თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%).
2.04. მსესხებლის მიერ დასაფარი ვალდებულების გადასახადი უნდა შეადგენდეს სესხის ჩამოურიცხავი თანხის ერთი პროცენტის მეოთხედს (0.25%) წელიწადში.
2.05. მსესხებელის მიერ გადასახდელი პროცენტი ყოველი საპროცენტო პერიოდისთვის უნდა შეესაბამებოდეს სესხის ვალუტისთვის განსაზღვრული საბაზისო პროცენტის ეკვივალენტს დამატებული ცვლადი მარჟა. სესხის ძირითადი თანხის მთლიანი ან ნაწილობრივი ოდენობის კონვერსიის შემთხვევაში კონვერსიის პერიოდში მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტი აღნიშნულ თანხაზე უნდა განისაზღვროს ზოგადი პირობების IV მუხლის დებულებების შესაბამისად. მიუხედავად ზემოთ აღნიშნულისა, თუ ჩამორიცხული სესხის ბალანსის ნებისმიერი ოდენობით რჩება დაუფარავი ვადის დადგომის მომენტში და ამგვარი გადაუხდელობა გრძელდება ოცდაათი დღის განმავლობაში, მსესხებლის მიერ გადასახდელი პროცენტის გამოანგარიშება უნდა მოხდეს ზოგადი პირობების 3.02 (ე) პუნქტის შესაბამისად.
2.06. გადახდის თარიღებია ყოველი წლის 15 მარტი და 15 სექტემბერი.
2.07. სესხის ძირითადი თანხის დაფარვა განხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 განრიგში მოცემული ამორტიზაციის გრაფიკის შესაბამისად.
2.08. (ა) სესხის გონივრული მართვის ხელშეწყობის მიზნით, მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს სესხის პირობების ქვემოთ მოცემული ნებისმიერი კონვერსია, კერძოდ: (i) სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი, ჩამორიცხული ან ჩამოსარიცხი თანხის ვალუტის შეცვლა დამტკიცებული ვალუტით; (ii) საბაზისო საპროცენტო განაკვეთის შეცვლა: ა) ჩამორიცხული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლადი საპროცენტო განაკვეთის ფიქსირებული განაკვეთით შეცვლა, ან პირიქით, ან ბ) ჩამორიცხული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის საბაზისო განაკვეთზე და ცვლადი მარჟაზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან ფიქსირებულ საბაზისო განაკვეთზე და ცვლად მარჟაზე დაფუძნებულ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე ან პირიქით (გ) ჩამორიცხული და დაუფარავი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი თანხის ცვალებად მარჟაზე დაფუძნებული ცვლადი საპროცენტო განაკვეთიდან, ფიქსირებულ მარჟაზე დაფუძნებულ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე და (iii) ჩამორიცხული და აუთვისებელი სესხის ძირითადი ოდენობის მთლიანი ან ნაწილობრივი თანხის ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე ლიმიტების დაწესება, ცვლად განაკვეთზე ან მითითებულ განაკვეთზე საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარის დაწესების გზით.
(ბ) წინამდებარე თავის (ა) ქვეპუნქტის თანახმად განხორციელებული ნებისმიერი საჭირო ცვლილება, რომელიც დადასტურებულია ბანკის მიერ, უნდა განისაზღვროს როგორც „კონვერსია”, როგორც ეს განმარტებულია ძირითად პირობებში და უნდა ამოქმედდეს ზოგადი პირობების IV ნაწილისა და კონვერსიის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
(გ) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის ან საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარის გადახდის თარიღის დადგომისთანავე, რომლისთვისაც მსესხებელმა მოითხოვა ძირითადი თანხის სესხის თანხებიდან დაფარვა, ბანკმა, მსესხებლის სახელით, სესხის ანგარიშიდან უნდა გამოიტანოს და დაფაროს ის თანხები, რაც საჭიროა ნებისმიერი ძირი თანხის დასაფარად, ზოგადი პირობების 4.05 (გ) პუნქტის შესაბამისად, იმ ოდენობამდე, რაც პერიოდულად გამოიყოფა წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილში ჩამოყალიბებული მიზნების განსახორციელებლად.
III მუხლი – პროექტი
3.01. მსესხებელი აღიარებს თავის ვალდებულებებს პროექტის მიზნების მიმართ. ამასთან დაკავშირებით, მსესხებელი პროექტს განახორციელებს საავტომობილო გზების დეპარტამენტის (RD) მეშვეობით, ზოგადი პირობების V მუხლის დებულებების შესაბამისად.
3.02. წინამდებარე ხელშეკრულების 3.01 პუნქტში მოცემული პირობების შეუზღუდავად და გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც მსესხებელი და ბანკი სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, მსესხებელი პროექტის განხორციელებას უზრუნველყოფს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის დებულებების შესაბამისად.
IV მუხლი – ძალაში შესვლა; შეწყვეტა
4.01. ძალაში შესვლის დამატებით პირობას წარმოადგენს შემდეგი:
(ა) მსესხებელმა, RD-ის მეშვეობით, მიიღო პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო ბანკისათვის მისაღები ფორმითა და პირობებით;
(ბ) ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით ხელი მოეწერა პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას RD-სა და TRRC-ის შორის და მხარეებისთვის ძალაშია შესასრულებლად.
4.02. ხელშეკრულების ძალაში შესვლის ვადად განსაზღვრულია წინამდებარე ხელშეკრულების ხელმოწერიდან ას ოცი დღე (120) დღე.
V მუხლი –
წარმომადგენლები; მისამართები
5.01. მსესხებელის წარმომადგენელია ფინანსთა მინისტრი.
5.02. მსესხებლის მისამართია:
ფინანსთა სამინისტრო
გორგასლის ქ. №16
0114, თბილისი,საქართველო
ფაქსიმილე: 995 32 2 26 24 23
5.03. ბანკის მისამართია:
International Bank for Reconstruction and Development
1818 H Street, N.W.
Washington, D.C. 20433
United States of America
ტელექსი: ფაქსიმილე:
248423(MCI) ან 1-202-477-6391
64145(MCI)
შეთანხმებულია თბილისში, პირველ გვერდზე მითითებულ დღესა და წელს.
საქართველო
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: ნოდარ ხადური
თანამდებობა: ფინანსთა მინისტრი
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი
უფლებამოსილი წარმომადგენელი
სახელი: მერსი ტემბონი
თანამდებობა: რეგიონული დირექტორი
განრიგი 1
პროექტის აღწერა
პროექტის მიზნებია: (i) გზით მოსარგებლეებისათვის სოციალურ სერვისებსა ბაზრებზე ხელმისაწვდომიბის გაუმჯობესება პროექტით გათვალისწინებული გზების მეშვეობით (ii) საქართველოში შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის აქტივების მართვის გაუმჯობესება.
პროექტი შედგება შემდეგი ნაწილებისგან:
ნაწილი 1: შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების გაუმჯობესება და შენარჩუნება
1. გურიის რეგიონში შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების მონაკვეთების რეაბილიტაცია, პერიოდული და რუტინული მოვლა-შენახვა ტექნიკური სამუშაოები.
2. მცხეთა-მთიანეთში, რაჭა-ლეჩხუმსა და შიდა ქართლის რეგიონებში შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების მონაკვეთების რეაბილიტაცია.
3. სამშენებლო კონტრაქტების მონიტორინგი და ზედამხედველობა
ნაწილი 2: გაზრდილი გზების აქტივების დაგეგმარება და მართვა
მრავალწლიური პროგრამირების და წლიური დაგეგმარების გაზრდის მიზნით, ტექნიკური დახმარების მეშვეობით RD-ის შესაძლებლობების გაძლიერება, რათა ხელი შეეწყოს RAMS-ისა და RD-ის ხიდის მართვის ერთეულის გაძლიერებას, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს: (i) მონაცემების შეგროვების პრაქტიკა და ხარისხი, და (ii) ხიდებზე, გვირაბებზე და სხვა ხელოვნურ ნაგებობებზე, ინვენტარისა და მათი მდგომარეობის შესახებ მონაცემების შეგროვება და შენარჩუნება.
ტექნიკური დამხარების მეშვეობით RD-ის შესაძლებლობების გაძლიერება, რომ მოხდეს საგზაო უსაფრთხოების ღონისძიებების ინტეგრაცია გზების აქტივების მართვაში, იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს (i) მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და შიდა ქართლის რეგიონების შიდასახელმწიფოებრივ გზებზე საქართველოს საგზაო უსაფრთხოების შეფასების პროგრამის (GeoRAP)-ის მასშტაბურად გამოყენება (ii) საგზაო უსაფრთხოების ცნობიერებისა და განათლების კამპანიის განხორციელება გურიის რეგიონში.
ტექნიკური დახმარების მეშვეობით, RD-ის შესაძლებლობების გაძლიერება, რომ მოხდეს კლიმატის მდგრადობის პრაქტიკის ინტეგრაცია საგზაო აქტივების მართვაში იმისათვის, რომ ხელი შეეწყოს (i) რაჭის რეგიონში შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების დაუცველობის შეფასებას კლიმატურ ცვლილებებთან მიმართებაში, და (ii) კლიმატური ცვლილებებზე მდგრადი პრიორიტეტული ზომების განვითარებასა და განხორციელებას.
განრიგი 2
პროექტის განხორციელება
ნაწილი I. განხორციელების ღონისძიებები
ა. ინსტიტუციონალური ღონისძიებები
1. მსესხებელმა უნდა განახორციელოს პროექტი RD-ს მშვეობით, MRDI-ს ფარგლებში, გულდასმითა და ეფექტურობით, შესაბამისი ადმინისტრაციული, ფინანსური, საინჟინრო, კომუნალური, გარემოსდაცვითი პრაქტიკების შესაბამისად პროექტის საოპარაციო სახელმძღვანელოს მიხედვით.
2. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს RD საჭირო რესურსებითა და მომსახურე პერსონალით, რაც საჭიროა პროექტის იმპლემენტაციისთვის. RD პასუხისმგებელი იქნება პროექტის იმპლემენტაციის მთლიან კოორინაციასა და ზედამხეველობაზე.
3. მსესხებელი MRDI-ის მეშვეობით უზრუნველყოფს, რომ TRRC გაუწევს დახმარებას RD-ის პროექტთან დაკავშირებულ ფინანსურ მართვასა და ჩამორიცხვის დავალებებზე პროექტის განხორციელების ხელშეკრულების შესაბამისად.
4. მსესხებელმა MRDI-ის მეშვეობით უნდა: (ა) შეინარჩუნოს TRRC შესაბამისი ტექნიკური დავალებით, რესურსებით და მომსახურე პერსონალით, რომელიც საჭიროა პროექტის სწორი განხორციელებისათვის და მისაღებია ბანკისთვის; (ბ) მოთხოვოს TRRC-ს, განახორციელოს პროექტის ფინანსური მართვა და ჩამორიცხვის ღონისძიებები პროექტის გნხორციელების ხელშეკრულების მიხედვით; და (გ)პროექტის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით, მოთხოვოს TRRC-ს, შესაბამისი ტექნიკური დავალებით დაიქირავოს და შეინარჩუნოს, ფინანსური აუდიტი ბანკისათვის მისაღები ფორმითა და პირობებით.
5. მიუხედავად ამ ნაწილის მე-4 პუნქტისა, ძალაში შესვლიდან 60 დღის განმავლობაში, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ TRRC ბანკისათვის მისაღები შესაბამისი ტექნიკური დავალებით, კვალიფიკაციით და და გამოცდილებით დაიქირავებს და შეინარჩუნებს ბუღალტერს.
6. MRDI-მ, RD-ის მეშვეობით, უნდა შეინარჩუნოს FPU შესაბამისი ტექნიკური დავალებით, რესურსებით და მომსახურე პერსონალით, რომელიც საჭიროა პროექტის განხორციელებისათვის და მისაღებია ბანკისთვის, იმისთვის, რომ ხელი შეეწყოს RD-ის პროექტთან დაკავშირებულ შესყიდვებთან, მონიტორინგთან , შეფასებასა და პროექტის ანგარიშის შედგენასთან.
7. ზოგადი პირობების დებულების 5.03 პუნქტის დებულებების შეუზღუდავად, მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსები ხელმისაწვდომია პროექტისათვის მსესხებლის წლიურ ბიუჯეტში პროექტის განხორციელების თითოეული წლის შესაბამისად, ბანკისთვის მისაღები ფორმით.
ბ. პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო
1. ზოგადი პირობების მე-5 მუხლის დებულებების შეუზღუდავად, RD-ის მეშვეობით, მსესხებელმა: (ა) პროექტი უნდა განახორციელოს პროექტის განხორციელების სახელმძღანელოს შესაბამისად (POM): და (ბ) არ უნდა შეცვალოს, არ განაახლოს ან უარყოს, ასევე არ დართოს ნება აღნიშნული POM-ის ან ნებისმიერი მისი ნაწილის შეცვლის, განახლებისა და უარყოფის შესახებ ბანკის წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. POM-სა და აღნიშნულ ხელშეკრულებას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში აღნიშნული ხელშეკრულების დებულებები უპირატესია.
გ. პროექტის განხორციელების ხელშეკრულება
პროექტის კოორდინაციისა და განხორციელების მიზანით, მსესხებელი უზრუნველყოფს, რომ RD და TRRC გააფორმებენ ბანკისათვის მისაღები ფორმით პროექტის განხორციელების ხელშეკრულებას, რომელიც მათ შორის მოიცავს ამ განრიგით განსაზღვრულ RD-ისა და TRRC-სთვის განსაზღვრულ ვალდებულებებს.
დ. ანტიკორუფციული სტრატეგია
მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის განხორციელება ანტიკორუფციული სახელმძღვანელოს შესაბამისად.
ე. უსაფრთხოების ზომები
1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ პროექტი განხორცეილდება ESMF, EMP(ების), RPF-სა და RAP(ების) დებულებების შესაბამისად. მსესხებელმა არ უნდა განსაზღვროს, შეცვალოს, გააუქმოს ან უარყოს ESMF, EMP, RPF და/ან RAP-ს ან სხვა დებულებები ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
2. პროექტის პირველი ნაწილისთვის მსესხებელმა უნდა: (ა) შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების თითოეული მონაკვეთზე სამუშაოების ხელშეკრულების სატენდერო დოკუმენტების გაცემამდე, მოამზადოს და წარუდგინოს ბანკს დასამტკიცებლად: (i) შემოთავაზებული დეტალური პროექტი და ადგილმდებარეობა აღნიშნული სამუშაოებისთვის და მასთან დაკავშირებული გარემოებრივი და სოციალური ზემოქმედების შეფასების (ESIA) ანგარიში, მათ შორის EMP, ან დამოუკიდებელი EMP, რომელიც მისაღებია ბანკითვის; და (ii) ზემოთქმული სამუშაოების კონტრაქტის პროექტი, იმისათვის, რომ დარწმუნდეს, ადგილმდებარეობასთან დაკავშირებული პირობები ადეკვატურადაა შეტანილი აღნიშნულ კონტრაქტში; (ბ) ზემოთქმული სამუშაოების კონტრაქტის ხელმოწერამდე, რომელიც საჭიროებს მიწის ნაკვეთის შეძენას, მოამზადოს და გადასცეს ბანკს შესათანხმებლად ადგილმდებარეობის სპეციფიკური RAP(ები) იმ ფორმითა და შინაარსით, რომელიც მისაღებია ბანკისთვის; და (გ) სამუშაოების დაწყებამდე დარწმუნდეს, რომ მიწის მფლობელები და მომხმარებლები, სადაც ზემოთქმული სამუშაოები უნდა განხორციელდეს, იქნებიან მთლიანად კომპენსირებულნი RAP(ების) პირობების მიხედვით.
3. მსესხებელი უნდა: (ა) დარწმუნდეს, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც კავშირშია პროექტის განხოციელებასთან, შესაბამისობაშია გარემოსდაცვით სტანდარტებთან და მითითებებთან და მისაღებია ბანკისთვის; (ბ) დარწმუნდეს, რომ გზის მონაკვეთის შერჩევა პროექტის პირველი ნაწილის მიხედვით განხორციელებულია ESMF-ის პირობების მიხედვით; (გ) დარწმუნდეს, რომ EMP-ს სრული იმპლემენტაცია მოხდება ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომელიც მოიცავს ყველა ზომას, რომ შემცირდეს უარყოფითი გარემოებრივი ზემოქმედება, რომელიც გამოწვეულია პროექტის განხორციელების დროს; (დ) შეინარჩუნოს RD-ს გარემოსდაცვითი ერთეული კომპეტენტური მომსახურე პერსონალი ადეკვატური რაოდენობით და პასუხისმგებლობებითა და ფუნქციებით, რომლებიც მისაღებია ბანკისთვის, რაც საშუალებას მისცემს RD-ს, რომ მართოს კოორდინაცია გაუწიოს და განახორციელოს ზედამხედველობა EMPs შესრულებაზე.
4. მსესხებელი: (ა) უზრუნველყოფს, რომ RD მოამზადებს RAP(ებს) RPF-ის მიხედვით; (ბ) სრულად განახორციელებს აღნიშნულ RAP(ებს) და გაითვალისწინებს სათანადო სახსრებს ამ მიზნებისთვის. (გ) შეინარჩუნებს ან უზრუნველყოფს, რომ RD შეინარჩუნებს, და გამოაქყვეყნებს ყველა საჩივარს, რომელიც იქნება მოსმენილი და სამართლიანად გადაწყვეტილი RPF-ის მიხედვით, RAP-ს იმპლემენტაციასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საჩივარი, რომლებსაც შეეხო განსახლება (აღნიშნული ტერმინის RAP-ში მოცემული განმარტების შესაბამისად) ან მათ მიერ წამოჭრილი საჩივარი, რომლებზეც RAP-ს განხორციელებას ჰქონდა არსებითი ზიანი და მიიღოს ყველა საჭირო ზომა ამის აღმოსაფხვრელად; (გ) RD-ს მეშვეობით, დაიქირავოს განსახლების ექსპერტი, ბანკისათვის მისაღები ფორმით, რომელიც შეიმუშავებს RAP(ების) განხორციელების საბოლოო შეფასებას; (დ) RD-ს მეშვეობით, სწრაფად მიაწოდოს ბანკს ასეთი კვლევის შედეგები და რეკომენდაციები შემდგომი ოპერაციებისთვის; და (ე) RD-ს მეშვეობით, განხორციელდეს ყველა რეკომენდაცია შემდოგმი მოქმედებისთვის, რომელიც შეთანხმებულია ბანკთან.
ნაწილი II. პროექტის მონიტორინგი, ანგარიშგება და შეფასება
ა. პროექტის ანგარიშები
1. მსესხებელმა გზების დეპარტამენტის მეშვეობით უნდა განახორციელოს მონიტორინგი, შეაფასოს პროექტის მიმდინარეობა და უზრუნველყოს პროექტის ანგარიშების მომზადება ზოგადი პირობების 5.08 პუნქტის შესაბამისად და ბანკთან შეთანხმებული ინდიკატორების საფუძველზე. ყოველი ანგარიში უნდა მოიცავდეს ერთ კალენდარული კვარტალს და უნდა იყოს მიწოდებული ბანკისთვის არაუგვიანეს 45 დღის ვადაში ასეთი პერიოდის დასრულების შემდეგ.
2. მსესხებელი:
(ა) შეიმუშავებს ადეკვატურ პოლიტიკას და პროცედურებს რაც საშალებას მისცემს, რომ გაუწიოს მონიტორინგი და შეფასება უწყვეტად, პროექტის განხორციელების და მისი მიზნების შესრულების თვალსაზრისით;
(ბ) ბანკისათვის მისაღები პირობებით მოამზადებს და წარუდგენს ბანკს 2018 წლის 31 აგვისტოს ან ამ თარიღისთვის ან უფრო მოგვიანებით ბანკთან შეთანხმების შესაბამისად შუალედურ ანგარიშს, რომელიც აერთიანებს მონიტორინგის და შეფასების ინდიკატორების შედეგებს ამ ნაწილის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად იმ პროგრესზე, რომელიც მიღწეული იქნა პროექტის განხორციელებისას იმ პერიოდზე, რომელიც წინ უსწრებს აღნიშნული ანგარიშების წარდგენის თარიღს და განსაზღვრავს რეკომენდებულ ზომებს რათა უზრუნველყოფილი იქნეს პროექტის ეფექტიანი განხორციელება მიზნების მიღწევა ასეთი თარიღის შემდგომი პერიოდის განმავლობაში;
(გ) 2018 წლის 30 ნოემბრამდე ან ბანკთან შეთანხმებით უფრო გვიან ვადამდე ბანკთან განიხილოს ამ ნაწილის (ბ) ქვეპუნქტში მოხსენიებული ანგარიში და აღნიშნულის შემდეგ გაატაროს საჭირო ზომები პროექტის ეფექტიანად განხორციელების და პროექტის მიზნების მიღწევისათვის ბანკთან განხილული ანგარიშის რეკომენდაციების და დასკვნების საფუძველზე.
ბ. ფინანსური მართვა, ფინანსური ანგარიშები და აუდიტი
1. მსესხებელს ექნება ან უზრუნველყოფს, რომ არსებობდეს ფინანსური მართვის სისტემა ზოგადი პირობების 5.09 ნაწილის დებულებების შესაბამისად.
2. მსესხებელი TRRC-ის მეშვებობით ყოველი კალენდარული სემესტრის დასრულებიდან არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღის ვადაში, მოამზადებს და წარუდგენს ბანკს შუალედურ, არააუდიტირებულ კვარტალურ ფინანსურ ანგარიშებს (IFR-ებს), ბანკისთვის მისაღები ფორმითა და შინაარსით.
3. მსესხებელს RD-ს მეშვეობით უნდა ჰქონდეს აუდიტორულად შემოწმებული ფინანსური ანგარიშები ზოგადი პირობების 5.09 (ბ) ნაწილის დებულებების მიხედვით. ამ ფინანსური ანგარიშების ყოველი აუდიტორული შემოწმება უნდა მოიცავდეს მსესხებლის ერთ ფისკალურ წელიწადს. თითოეული პერიოდის ფინანსური მონაცემები უნდა მიეწოდებოდეს ბანკს ამ პერიოდის დასრულებიდან არაუგვიანეს 6 თვის ვადაში.
გ. დამოუკიდებელი აუდიტი
1. მსესხებელმა უნდა უზრუნველყოს პროექტის ინდივიდუალური მონიტორინგი და შეფასება ინდივიდუალური აუდიტის განხორციელების მეშვეობით, რომელიც ადასტურებს, რომ (ა) საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აუდიტის მიერ დაფარული ნებადართული ხარჯები გაწეულია უსაფრთხოების ზომების შეთანხმებისა და შესყიდვების სახელმძღვანელოს მიხედვით, რომელიც მოყვანილია ამ ხელშეკრულების და პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში; (ბ) საგზაო სამუშაოები შესრულებულია შესაბამისი სამშენებლო კონტრაქტის მიხედვით; (გ)საანგარიშო პერიოდის განმავლობაში აუდიტის ანგარიშით დაფარული ნებადართული ხარჯებისთვის ჩამორიცხვასთან დაკავშირებული ინდიკატორები შესრულებულია; და (დ) დამატებითი ინსტრუქციები დაცულია მსესხებლის მიერ.
2. ყოველი კალენდრული წლის ბოლოს არაუგვიანეს ერთი თვის შემდეგ დაწყებული 2018 წლიდან და არაუგვიანეს პროექტის დახურვამდე სამი თვით ადრე, მსესხებელი ბანკისათვის დამაკმაყოფილებელი პირობებით და კვალიფიკაციით უზრუნველყოფს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ან თუ ეს მოთხოვნილი იქნა ბანკის მიერ, პროექტის აუდიტის კონსულტანტი მოამზადებს დამოუკიდებელ აუდიტის ანგარიშს.
3. ყოველი კალენდრული წლის ბოლოს არაუმეტეს 90 დღისა პროექტის განხორციელების პერიოდში, დაწყებული 2018 წლიდან და პროექტის დახურვის თარიღამდე 30 დღით ადრე მსესხებელი ბანკში წარადგენს დასრულებულ პროექტის განხორციელების დამოუკიდებელ აუდიტის ანგარიშს მათ შორის ყველა ფაქტს და შედეგს დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშიდან, ასევე პროექტის აუდიტის კონსულტანტის დადასტურებას.
ნაწილი III. შესყიდვები
ა. ზოგადი
1. საქონელი, სამუშაოები და და არასაკონსულტაციო მომსახურება. პროექტისათვის საჭირო ყველა საქონელი, სამუშაოები და არასაკონსულტაციო მომსახურება, რომელთა დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების პირველი ნაწილის მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების თანახმად.
2. საკონსულტაციო მომსახურება. პროექტისათვის საჭირო ყველა საკონსულტაციო’ მომსახურება, რომლის დაფარვა მოხდება სესხიდან, იქნება შესყიდული შესყიდვების ინსტრუქციების I და IV ნაწილების მოთხოვნების და წინამდებარე ნაწილის დებულებების თანახმად.
3. განმარტებები. წინამდებარე ნაწილში გამოყენებული ტერმინოლოგია, რომელიც აღწერს შესყიდვების კონკრეტულ მეთოდებს, ან ასოციაციის მიერ კონკრეტული კონტრაქტების შემოწმების მეთოდებს, უკავშირდება შესაბამის მეთოდებს, რომლებიც აღწერილია შესყიდვების სახელმძღვანელოს II და III ნაწილებში, ან საჭიროებისამებრ კონსულტანტების სახელმძღვანელოს II, III, IV და V ნაწილებში.
ბ. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. კონკურენტული საერთაშორისო ტენდერი. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც მოცემულია ქვემოთ მე-2 პარაგრაფში, საქონელის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვა მოხდება საერთაშორისო ტენდერის საფუძველზე.
2. საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. გარდა საერთაშორისო ტენდერისა, ქვემოთ მოყვანილ ცხრილში აღწერილია შესყიდვების მეთოდები, რომელთა გამოყენება შესაძლებელია საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების მიმართ შესყიდვების გეგმით განსაზღვრული კონტრაქტებისთვის:
შესყიდვების მეთოდი
(ა) ეროვნული ტენდერი, ქვემოთ მოცემული დამატებითი პირობების გათვალისწინებით:
(i) „ღია კონკურენტული პირობები: („საჯარო ტენდერი“) უნდა იყოს სტანდარტული წესი. ერთი კონვერტის პროცედურა უნდა იქნეს გამოყენებული საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურებებისათვის.
(ii) ტენდერის შესახებ მიწვევა უნდა გამოქვეყნდეს მინიმუმ ერთ საყოველთაო გაზეთში, რომელიც საშუალებას მისცემს მინიმუმ ოცდაათი (30) დღით ადრე მოამზადონ და წარადგინონ წინადადებები. ინფორმაცია გამოქვეყნებული უცხოურ გაზეთებში ასევე უნდა ითვალისწინებდეს მინიმუმ 30 დღეს წინადადებების მოსამზადებლად და წარსადგენად.
(iii) წინადადებების მიღება არ უნდა შეიზღუდოს წინასწარ დარეგისტრირებული ფირმებისათვის. იმ შემთხვევაში თუ საჭიროა რეგისტრაცია, იგი არ უნდა იქნეს უარყოფილი წინადადებების წარმდგენთათვის იმ მიზეზთა გამო, რომლებიც არ არის დაკავშირებული ფირმების შესაძლებლობასთან და რესურსებთან წარმატებით განახორციელონ კონტრაქტი (მაგ., სავალდებულო წევრობა პროფესიულ ორგანიზაციებში, კლასიფიკაციები, ა.შ.). პოსტკვალიფიკაცია უნდა განხორციელდეს რათა შემოწმდეს, რომ წინადადებს წარმდგენს შეუძლია წარმატებით განახორციელონ კონტრაქტი.
(iv) სახელმწიფო საწარმოებს საქართველოში შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ ტენდერში მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მათ შეუძლია წარმოაჩნინონ, რომ ფინანსურად დამოუკიდებლები არიან, კომერციული კანონმდებლობით მოქმედებენ და არ არიან მთავრობაზე დამოკიდებული საააგენტო. სახელმწიფო საწარმოებზე ვრცელდება იგივე პირობები რაც სხვა საწარმოებზე.
(v) შემსყიდველმა უწყებებმა უნდა გამოიყენონ ბანკის შესაბამისი სატენდერო დოკუმენტები, პრეკვალიფიკაციის დოკუმენტების ჩათვლით საქონლის, სამუშაოების და სხვა არასაკონსულტაციო მომსახურებებისათვის, ამგვარი დოკუმენტები უნდა შეიცავდნენ კონტრაქტის პროექტს და კონტრაქტის პირობებს, კორუფციასთან დაკავშირებული დებულებების, აუდიტის და კონტრაქტის გამარჯვების ჩათვლით, ბანკის მისაღები პირობებით.
(vi) სატენდერო წინადადებები უნდა გაიხსნას საჯაროდ, წარდგენის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ დაუყოვნებლივ. წინადადებების წარმდგენების წარმომადგენლები დაშვებულ უნდა იქნენ წინადადების გახსნაზე.
(vii) წინადადების ვადის გადაწევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს ოცდაათი (30) დღისა. სხვა გადაწევა არ შეიძლება მოთხოვნილი იქნეს ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე.
(viii) წინადადებების შეფასება უნდა განხორციელდეს რაოდენობრივი კრიტერიუმზე დაყრდნობით მონეტარული პირობებით, როგორც განსაზღვრულია სატენდერო დოკუმენტებში, დამსახურების და საშინაო უპირატესობის სისტემა არ გამოიყენება წინადადების შეფასებისას. კონტრაქტები შეიძლება გაფორმდეს ტენდერში მონაწილეებთან, რომლებსაც წარდგენილი აქვთ უმცირესი ღირებულების წინადადება და არანაირი მოლაპარაკება არ უნდა წარიმართოს კონსტრაქტის გაფორმებადე.
(ix) ხანგრძლივი პერიოდის სამშენებლო სამუშაოების კონტრაქტები (მაგ. თვრამეტზე (18) მეტი თვით) უნდა შეიცავდეს შესაბამისი ფასის რეგულირების პუნქტს.
(x) არ შეიძლება უარყოფილი იქნეს წინადადება მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ წინადადების ფასი უფრო მაღალია ვიდე შეფასებითი ბიუჯეტი ამ შესყიდვისთვის. არ უნდა იქნეს უარყოფილი არც ერთი წინადადება და ახალი წინადადების შუამდგომლობა ბანკთან წინასწარი თანხმობის გარეშე.
(ბ) შოფინგი
(გ) პირდაპირი დაკონტრაქტება
გ. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის კონკრეტული მეთოდები
1. შერჩევა ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით. გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც ქვევით არის მოყვანილი მე-2 პარაგრაფში, კონსულტანტების მომსახურებების შესყიდვა განხორციელდება იმ კონტრაქტების ფარგლებში, რომელთა შერჩევა მოხდება ხარისხისა და ფასის გათვალისწინებით.
2. საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვის სხვა მეთოდები. მოცემული ცხრილი აკონკრეტებს შესყიდვების სხვა მეთოდებს, ხარისხისა და ფასის გათვალისწინების მიხედვით შერჩევის გარდა, რომლებიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს საკონსულტაციო სერვისებისთვის. შესყიდვის გეგმაში დაკონკრეტებული უნდა იყოს სიტუაციები, სადაც გამოყენებული იქნება ეს მეთოდები:
შესყიდვის მეთოდი
(ა) შერჩევა ხარისხის გათვალისწინებით
(ბ) შერჩევა ფიქსირებული ბიუჯეტის მიხედვით
(გ) შერჩევა ყველაზე მცირედღირებულის მიხედვით
(დ) შერჩევა დაფუძნებული კონსულტანტების კვალიფიკაციებზე
(ე) საკონსულტაციო ფირმის ერთ პირთან მოლაპარაკების გზით შერჩევა
(ვ) კონსულტანტების შერჩევის წესების 5.2 და 5.3 მუხლებში მოცემული პროცედურები ინდივიდუალური კონსულტანტების შესარჩევად
(ზ) ერთ პირთან მოლაპარაკების პროცედურები ინდივიდუალური კონსულტანტის შესარჩევად
დ. შესყიდვებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების განხილვა ბანკის მიერ
შესყიდვების გეგმაში დადგენილი იქნება ის კონტრაქტები, რომლებიც საჭიროებენ ბანკის წინასწარ განხილვას. ყველა სხვა კონტრაქტი საჭიროებს ბანკის შემდგომ განხილვას.
ნაწილი IV. სესხის თანხების ჩამორიცხვა
ა. ზოგადი
1. მსესხებელი უფლებამოსილია ჩამორიცხოს სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები ზოგადი პირობების II მუხლის, წინამდებარე ნაწილის მოთხოვნებისა და წარდგენილი დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად (2006 წლის მაისის „მსოფლიო ბანკის პროექტებისათვის ხარჯების ჩამორიცხვის ინსტრუქციები”, რომლის ცვლილებასაც ბანკი პერიოდულად ახორციელებს და, რომელიც აღნიშნული ინსტრუქციების თანახმად გამოიყენება წინამდებარე ხელშეკრულებაში), ნებადართული ხარჯების დასაფინანსებლად, როგორც მომდევნო მე-2 ქვეპუნქტის ცხრილშია მოყვანილი.
2. წინამდებარე ცხრილში ნაჩვენებია სესხის თანხებიდან დასაფინანსებელი ხარჯების კატეგორიები („კატეგორია”), თითოეული კატეგორიისათვის გამოყოფილი სესხის ოდენობა და თითოეულ კატეგორიაში დასაფინანსებელი ნებადართული ხარჯების პროცენტული შეფარდება:
კატეგორია
გამოყოფილი სესხის ოდენობა
(აშშ დოლარში)
დასაფინანსებელი ხარჯების პროცენტულობა
(გადასახადების ჩათვლით)
(1) საქონელი, სამუშაოები, არასაკონსულტაციო მომსახურება, საკონსულტაციო მოსახურება პროექტის ნაწილი 1 და ნაწილი 2-ისათვის და ტრენინგი პროექტის მეორე ნაწილისთვის
39,900,000
100%
(2) ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო
100,000
ამ ხელშეკრულების 2.03 ნაწილის შესაბამისად გადასახდელი თანხა ზოგადი პირობების 2.07(ბ) მუხლის შესაბამისად
(3) საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარის და საპროცენტო განაკვეთის ქვედა ზღვარის გადასახდელი
0
წინამდებარე ხელშეკრულების 2.07(გ) მუხლით განსაზღვრული თანხის ოდენობა
ჯამი
40,000,000
ბ. თანხის ჩამორიცხვის პირობები; თანხის ჩამორიცხვის პერიოდი
1. ამ მუხლის ა) ნაწილის დებულებების მიუხედავად, ამ ხელშეკრულების ხელმოწერამდე განხორციელებულ გადახდებთან მიმართებაში არ მოხდება სესხის თანხების ჩამორიცხვა.
2. პროექტის განხორციელებისას, ნებისმიერი ავანსის პროგნოზირებული ოდენობის თანხა , რომელიც მიმართულია ნებადართული ხარჯებისათვის, (1) კატეგორიის ფარგლებში უნდა განხორციელდეს დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად. (1) კატეგორიის ფარგლებში სესხის ანგარიშიდან ჩამორიცხული თანხა არ უნდა აღემატებოდეს ამ ხელშეკრულების მე-4 განრიგის ცხრილში „თითოეული შესრულებული DLI-სთვის განსაზღვრული ჯამური თანხის“ სვეტში მოცემულ DLI(ები)-სათვის განსაზღვრული თანხების ჯამს.
3. მიუხედავად ამ ნაწილის ა) პუნქტის დებულებებისა და დამატებითი ინსტრუქციებისა ავანსის სახით ჩამორიცხული სესხის თანხების ფარგლებში გაწეული გადახდები არც ბანკის მიერ და არც მსესხებლის მიერ (1)-ის ფარგლებში არ იქნება განხილული როგორც ნებადართული ხარჯი მსესხებლის მიერ ბანკში დამატებითი დოკუმენტების წარდგენამდე, რომლითაც დასტურდება, რომ ამ ხელშეკრულების მე-4 განრიგში მოცემული შესაბამისი DLI-ის მიზნები შესრულებულ იქნა პროექტის საოპერაციო სახელმძღანელოში ასეთი DLI-ის მიზნების შესრულების კრიტერიუმების შესაბამისად მათ შორის:
(ა) TRRC-ს მეშვეობით ამ განრიგის II ნაწილის ბ.2-ში მოცემული IFR(ები) შესაბამისი კალენდარული წლის კვარტალისთვის, რომელშიც მოცემულია ნებადართული ხარჯების ანგარიში ბანკისათვის მისაღები ფორმითა და შინაარსით; და
(ბ) RD-ის მეშვეობით შესაბამისი კვარტალური შესრულების ანგარიშები, რომლითაც დასტურდება DLI(ების) მიზნების მიღწევა მოცემული კვარტალისათვის.
4. მიუხედავად დამატებითი ინსტრუქციებისა და ზემოაღნიშნული მე-2 და მე-3 პუნქტებისა (1) კატეგორიის ფარგლებში არ მოხდება თანხების ჩამორიცხვა ნებისმიერ კალენდარულ წელს RD-ს მეშვეობით მსესხებლის მიერ ბანკში დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშის წარდგენამდე წინა კალენდარულ წელზე ამ ხელშეკრულების მეორე განრიგის II ნაწილის 3 პუნქტის გ) ქვეპუნქტის შესაბამისად.
5. ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, ბანკს შეუძლია შეზღუდოს ჩამორიცხვები ქვემოთ მოცემულის შესაბამისად, თუ ის გამოარკვევს, რომ ზემოაღნიშნული მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნული დადასტურება, რომ ამ ხელშეკრულების მე-4 განრიგში მოცემული DLI-ის მიზნები არ იქნა შესრულებული ან შესრულდა ნაწილობრივ:
(ა) 1.1, 1.2 და 1.3 DLI(ებისთვის) ჩამოსარიცხი სესხის თანხა შემცირდება შესაბამისი DLI-ის მიზნის შესრულების პროპორციულად საოპერაციო სახელმძღვანელოში მოცემული ფორმულის შესაბამისად და ნებისმიერი ჩამოურიცხავი თანხა, რომელიც განკუთვნილია შესაბამის DLI-სათვის ხელმისაწვდომი იქნება შემდგომი ჩამორიცხვისათვის; ან
(ბ) 2.1, 2.2 და 2.3 DLI(ებისთვის) ჯამური თანხა შესაბამის ჩამორიცხვის მოთხოვნაზე იქნება ხელმისაწვდომი შემდგომი ჩამორიცხვისას სათანადო DLI-ის მიზნების შესრულების შემთხვევაში;
(გ) (ა) და (ბ) პუნქტების დებულებების შეუზღუდავად, ნებისმიერი გამოტანილი სესხის თანხა შესაძლოა გაუქმდეს ბანკის მიერ მსესხებელთან კონსულტაციისას.
6. ბანკს შეუძლია მსესხებლისთვის გაგზავნილი შეტყობინების და კონსულტაციის შესაბამისად, პერიოდულად გადაანაწილოს ამ ხელშეკრულების მე-4 განრიგში მოცემული მიზნები და თანხები ცალკეული DLI(ებისთვის)
7. დახურვის თარიღია: 31 დეკემბერი, 2021 წელი.
განრიგი 3
ამორტიზაციის გრაფიკი
1. წინამდებარე ცხრილი განსაზღვრავს სესხის ძირითადი თანხის გადახდის თარიღებს და სესხის მთლიანი ძირითადი თანხის გადასახდელ პროცენტულობას ყოველ ძირითადი გადახდის თარიღისათვის („დარიცხული პროცენტი“). თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია პირველი ძირითადი გადახდის თარიღის შესაბამისად, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს ბანკის მიერ გამრავლებით: (ა) ჩამორიცხულ სესხის ბალანსზე პირველი ძირითადი გადახდის თარიღისათვის; (ბ) დარიცხული პროცენტზე თითოეული ძირითადი გადახდის თარიღისათვის, ასეთი გადასახდელი თანხა ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი იმ თანხის გამოკლებით, რომელიც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მეოთხე პუნქტში, რომელსაც ემატება კურსის კონვერტაცია.
ძირითადი გადახდის თარიღი
წილი
(გამოხატული პროცენტებში)
ყოველ 15 მარტს და 15 სექტემბერს
2031 წლის 15 სექტემბრიდან
2039 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით
5,56%
2040 წლის 15 მარტს
5,48%
2. თუ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად არ იქნა გამოთხოვილი პირველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, მსესხებლის მიერ გადასახდელი სესხის ძირითადი თანხა ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის უნდა განისაზღვროს შემდეგნაირად:
(ა) იმის გათვალისწინებით, რომ სესხის ფარგლებში გამოყოფილი რესურსები სრულად გამოთხოვილია ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს ჩამორიცხული სესხის ნაშთი ასეთი თარიღისათვის აღნიშნული განრიგის 1 პარაგრაფის შესაბამისად.
(ბ) ნებისმიერი გამოთხოვილი თანხა ძირითადი თანხის პირველი გადახდის თარიღის შემდეგ უნდა დაიფაროს ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის ბანკის მიერ განსაზღვრული თანხის ასეთი გამოთხოვის თარიღის დადგომის შემდეგ თითოეული ასეთი გამოთხოვილი თანხის გამრავლებით წილადზე, რომლის მრიცხველი არის ძირითადი თანხის დარიცხული პროცენტი, რომელიც განსაზღვრულია ამ განრიგის 1 პარაგრაფის ცხრილში ხსენებული ძირითადი გადახდის თარიღისათვის („ძირითადი დარიცხული პროცენტი“) და, რომლის მრიცხველი არის ყველა დარჩენილი ძირითადი დარიცხული პროცენტების ჯამი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომისას ან ასეთი თარიღის შემდეგ, ასეთი გადასახდელი თანხები ექვემდებარება შესწორებას, საჭიროებისამებრ, ნებისმიერი თანხის გამოკლებით, რაც მოხსენიებულია აღნიშნული განრიგის მეოთხე მუხლში, რომელსაც ესადაგება კურსის კონვერსია.
3. (ა) სესხის თანხები გამოთხოვილი ორი კალენდარული თვის განმავლობაში ნებისმიერი ძირითადი გადახდის თარიღის დადგომამდე უნდა განიხლებოდეს, როგორც ჩამორიცხული და გადაუხდელი ძირითადი თანხის მეორე გადახდის თარიღისათვის შემდეგი ჩამორიცხვის თარიღამდე, მხოლოდ ძირითადი გადასახდელი თანხის გამოთვლის მიზნით ძირითადი გადახდის თარიღისათვის, და უნდა იყოს გადასახდელი ყოველი ძირითადი თანხის გადახდის თარიღისათვის, რომელიც იწყება ძირითადი თანხის მეორე გადახდის თარიღისათვის ჩამორიცხვის შემდეგ თარიღამდე;
(ბ) წინამდებარე პარაგრაფის (ა) ქვე-ქვეპუნქტის მოთხოვნების მიუხედავად, თუ ბანკი ნებისმიერ მომენტში შეიმუშავებს გადახდების განრიგის სისტემას, რომლის მიხედვითაც ანგარიშფაქტურების გაცემა ხდება სესხის გადახდის ძირითადი თარიღის დადგომის დღეს ან მის შემდეგ თანხის გამოტანისას, ამ ქვე-პუნქტის მოთხოვნის დაკმაყოფილება არ იქნება სავალდებულო ზემოხსენებული სისტემის შემოღების შემდეგ.
4. წინამდებარე განრიგის პირველ და მე-2 პუნქტებში განსაზღვრული მოთხოვნის მიუხედავად, იმ შემთხვევაში თუ მოხდება განაღდებული სესხის სრული ან ნაწილობრივი კონვერტაცია იმ ვალუტაში, რომელშიც სესხი დამტკიცდა, კონვერტირებული თანხის იმ ნაწილის ოდენობა, რომელიც გადასახდელია სესხის ძირის დაფარვის თარიღისთვის, თუ ეს თარიღი ემთხვევა კონვერტაციის პერიოდს, დადგინდება ბანკის მიერ ამ თანხის გამრავლებით დენომინირებულ ვალუტაში უშუალოდ კონვერტაციამდე ნებისმიერი მხარის მიერ: (i) ვალუტის კურსი, რომელიც ასახავს სესხის ძირითად თანხებს დამტკიცებულ ვალუტაში და, რომელიც გასაცემია ბანკის მიერ კონვერტირებადი თანხის სავალუტო ჰეჯირების ტრანზაქციის მეშვეობით; ან (ii) იმ შემთხვევაში თუ ბანკი ასე დაადგენს ბანკის განაკვეთების ვალუტის კურსის ნაწილში განმარტებული კონვერტაციის სახელმძღვანელოს შესაბამისად.
5. იმ შემთხვევაში თუ მოხდება ჩამორიცხული სესხის ბალანსის დენომინაცია ერთზე მეტ სასესხო ვალუტაში, წინამდებარე განრიგის მოთხოვნები სავალდებულოა თითოეულ სასესხო ვალუტაში დენომინირებული თანხის შემთხვევაში ცალ-ცალკე იმ მიზნით, რომ მოხდეს თითოეული ამგვარი თანხის ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ამორტიზაცის განრიგის შემუშავება.
განრიგი 4
DLI ცხრილი
DLI
ზომის ერთეული
წელი 1
ეფექტურობის თარიღიდან 2017 წლის 31 დეკემბრამდე
წელი 2
2018 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე
წელი 3
2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე
წელი 4
2020 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე
წელი 5
2021 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე
თითოეული DLI-სთვის განსაზღვრული ჯამური თანხა
მიზანი
1.1. გზების სიგრძე, რომლის რეაბილიტაცია და პერიოდული მოვლა-შენახვა განხორციელდა OPRC-ის ფარგლებში
პროექტით გათვალისწინებული გზების წილი (%-ში), რომელსაც ჩაუტარდა რეაბილიტაცია ან პერიოდული მოვლა-შენახვა OPRC-ის ფარგლებში
40%
60%
-
-
100%
სესხის თანხა, US$ მილიონი
10,776,000
7.184,000
0.00
0.00
0.00
17.960,000
1.2. რუტინული მოვლა-შენახვის OPRC-ის ფარგლებში მიღწეული მიზნები
OPRC-ის ფარგლებში რუტინული მოვლა-შენახვისათვის გადახდილი აგრეგირებული თანხის პროცენტი
საშუალოდ 80% მაინც
საშუალოდ 80% მაინც
საშალოდ 80% მაინც
საშუალოდ 80% მაინც
საშუალოდ 80% მაინც
სესხის თანხა, US$ მილიონი
448,200
448,200
448,200
448,200
199,200
1.992,000
1.3. პროექტირება-მშენებლობის პროგრამის მიზნების მიღწევა
პროექტირება-მშენებლობის ფარგლებში რეაბილიტირებული გზების სიგრძე (კმ)
30
24
24
22
0
100
სესხის თანხა
(აშშ დოლარი)
5,567,600
4,130,800
4,130,800
4,130,800
0.00
17,960,000
2.1. გაუმჯობესებული მეთოდოლოგიის გამოყენებით, სრული ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის მომზადება
სრული ღირებულების ხუთწლიანი პროგრამის მომზადება
ხუთწლიანი პროგრამის განახლება და მეორე წლის გეგმის მომზადება
ხუთწლიანი პროგრამის განახლება და მესამე წლის გეგმის მომზადება
ხუთწლიანი პროგრამის განახლება და მეოთხე წლის გეგმის მომზადება
ხუთწლიანი პროგრამის განახლება და მეხუთე წლის გეგმის მომზადება
ხუთწლიანი პროგრამის
განახლება და პირველი წლის გეგმის მომზადება
სესხის თანხა
(აშშ დოლარი)
79,800
79,800
79,800
79,800
79,800
399,000
2.2. საგზაო უსაფრთხოების ინტეგრაცია აქტივების მართვაში
GeoRAP-ის განვრცობა და გაუმჯობესებული GeoRAP-ის შეფასების რეიტინგის გაუმჯობესება გურიის რეგიონის გზებზე
-
GeoRAP ის განვრცობა მცხეთა-მთიანეთში
GeoRAP ის განვრცობა რაჭა-ლეჩხუმში
GeoRAPის განვრცობა შიდა ქართლში
გურიის შიდასახელმი-წოებრივ გზების გაუმჯობესებული რეიტინგის
სესხის თანხების პროპორცია, US$ მილიონი
0.00
99,750
99,750
99,750
99,750
399,000
2.3. კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირებული პრაქტიკის დანერგვა RD-ის გზების აქტივების მართვაში
კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების პრაქტიკის შემოღება RD-ის გზების აქტივებთან მიმართებაში
კლიმატის ცვლილებებზე გზების მოწყვლადობის შეფასების დასრულება კლიმატის რისკების განსაზღვრა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების ზომების მიღება რაჭის რეგიონში
რაჭაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელება
რაჭაში კლიმატის ცვლილებასთან ადაპტირების პრიორიტეტული ღონისძიებების განხორციელება
-
-
სესხის თანხის პროპორცია, US$ მილიონი
416,500
416,500
357,000
0.00
0.00
1,190,000
ჯამი
39,900,000
დანართი
ნაწილი I. განსაზღვრებები
1. „დამატებითი ინსტრუქციები“ ნიშნავს დამატებით ინსტრუქციებს ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ა პუნქტის პირველ ქვეპუნქტში მოცემული განმარტების შესაბამისად, რომელიც დათარიღებულია და, რომელიც შეიძლება შესწორებული იქნეს დროდადრო ბანკის მიერ და გადაგზავნილი მსესხებელთან.
2. „ავანსი“ ნიშნავს ჩამორიცხვის მეთოდს, რომელიც გამოიყენება ბანკის მიერ, რათა ჩამორიცხული იქნეს სესხის თანხები სესხის ანგარიშიდან დამატებითი ინსტრუქციების შესაბამისად.
3. „ანტიკორუფციული სახელმძღვანელო“ ნიშნავს „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხებითა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებითა და გრანტებით დაფინანსებულ პროექტებში თაღლითობისა და კორუფციის აღმოფხვრის სახელმძღვანელოს”, დათარიღებული 2006 წლის 15 ოქტომბრით და შესწორებული 2011 წლის იანვარში.
4. „კატეგორია“ ნიშნავს წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ცხრილში დადგენილ კატეგორიას.
5. „საკონსულტაციო მომსახურების სახელმძღვანელო“ ნიშნავს “მსოფლიო ბანკის მსესხებლების მიერ კონსულტანტების შერჩევისა და დაქირავების სახელმძღვანელო ინსტრუქციებს, IBRD-ის სესხებისთვის და IDA-ს კრედიტების და გრანტებისთვის, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (შესწორებული ივლისი, 2014).
6. „პროექტირება-მშენებლობის ქვეპროგრამა“ ნიშნავს დაახლოებით 100კმ საავტომობილო გზის რეაბილიტაციას დაპროექტება-აშენების კონტრაქტის ფარგლებში, RD-ის 5 წლიანი პროგრამის ფარგლებში ინვესტიციისა და საავტომობილო გზის აქტივების შენარჩუნებისთვის 2016-2020 წლებში.
7. „ჩამორიცხვასთან დაკავშირებული ინდიკატორები“ ან „DLI“ ნიშნავს ამ ხელშეკრულების მე-4 განრიგში მოცემულ განსაზღვრულ ინდიკატორს, რომლის შესრულება წარმოადგენს სესხის თანხების ჩამორიცხვის პირობას ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის IV ნაწილის ბ პუნქტის შესაბამისად.
8. „DLI მიზანი” ნიშნავს DLI -ის შესრულების მიზანს, რომელიც მოცემულია ამ ხელშეკრულების მე-4 განრიგში.
9. „EMP(ები)” ნიშნავს მსესხებლის კონკრეტულ ადგილმდებარეობაზე მისადაგებულ გარემოსდაცვით გეგმას(გეგმებს), რომელიც მისაღებია ბანკისთვის და მომზადებული უნდა იყოს ან უნდა მომზადდეს მსესხებლის მიერ პროექტის განხორციელებისას ESMF-ის შესაბამისად და დამტკიცდეს ბანკის მიერ, სადაც აღწერილი იქნება გარემოზე ზემოქმედების შემარბილებელი, მონიტორინგის და ინსტიტუციონალური ზომები შერჩეული პროექტის შესაბამისად.
10. „ESIA ანგარიში(ები)“ ნიშნავს მსესხებლის გარემოსდაცვით გეგმას და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშს, ბანკისთვის მისაღები ფორმით, რომელიც მომზადებულია მსესხებლის მიერ ESMF-ის შესაბამისად და დამტკიცებულია ბანკის მიერ, რომელიც უზრუნველყოფს მიმოხილვას, გარემოსაცვით და საპროექტო სამუშაოების სოციალურ ასპექტს, მათ შესაძლო უარყოფით და დადებით შეფასებას, რისკების შემცირების ზომების აღწერას და განსაზღვრავს გარემოსდაცვითი მონიტორნიგის გეგმას.
11. „ESMF” ნიშნავს 2015 წლის აგვისტოთი დათარიღებულ, მსესხებლის გარემოსდაცვით და სოციალური მართვის ჩარჩო დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს გარემოსდაცვით და სოციალური სქრინინგის პროცედურებს, ზემოქმედების შეფასებას, რისკების მართვას, ინფორმაციის გავრცელებას, კონსულტაციას და მონიტორინგს, დაკავშირებულს გზის შერჩევასა და რეაბილიტაციასთან პროექტის ფარგლებში.
12. „ხუთ წლიანი პროგრამა“ ნიშნავს RD-ს შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების გაუმჯობესებისა და შენარჩუნების პროგრამას, რომლებიც მომზადებულია RAMS-ის და მრავალკრიტერიუმების ანალიზის გამოყენებით და ფარავს ხუთწლიან პერიოდს და განახლებადია ყოველწლიურად.
13. „საგარეო პროექტების სამმართველო“ ან „FPU” ნიშნავს RD-ის საგარეო პროექტების სამმართველოს, რომელიც პასუხისმგებელია პროექტების განხორციელებაზე, რომლებიც დაფინანსდება დაფინანსების საგრეო წყაროებიდან და აღნიშნულია ამ ხელშეკრულების მეორე განრიგის I ნაწილის ა პუნქტის მე-2 ქვეპუნქტებში.
14. „ზოგადი პირობები„ ნიშნავს 2012 წლის 12 მარტით დათარიღებულ „რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების ზოგად პირობებს”, ამ დანართის II ნაწილში განხორციელებული მოდიფიკაციებით.
15. „საქართველოს გზების უსაფრთხოების შეფასების პროგრამა (GeoRAP)” ნიშნავს RD-ს პროგრამას, რომელიც მზადდება საერთაშორისო გზების შეფასების პროგრამის (iRAP) საფუძველზე და შესწორებულია საქართველოს კონტექსტის მიხედვით, რათა შეფასდეს გზები და შემცირდეს მსხვერპლთა რაოდენობა საქართველოში გზების ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების გაუმჯობესების საშუალებით.
16. „დამოუკიდებელი აუდიტი“ ნიშნავს წლიურ აუდიტს მოხსენებულს ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის II ნაწილის გ პუნქტის პირველ ქვეპუნქტში.
17. „დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში“ ნიშნავს ანგარიშს, რომელიც აერთიანებს დამოუკიდებელი აუდიტს შედეგებს და, რომელიც უნდა მომზადდეს და წარედგინოს ბანკს ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის II ნაწილის გ პუნქტის მესამე ქვეპუნქტის შესაბამისად.
18. „MRDI” ნიშნავს მსესხებელის რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ან მის ნებისმიერ სამართალმემკვიდრეს.
19. „IFR” ნიშნავს შუალედურ ფინანსურ ანგარიშს.
20. „საერთაშორისო გზების შეფასების პროგრამა (iRAP)” ნიშნავს საერთაშორისო გზების შეფასების პროგრამას.
21. „OPRC” ნიშნავს შედეგზე დაფუძნებულ გზის კონტრაქტს.
22. „შესყიდვების სახელმძღვანელო“ ნიშნავს “სახელმძღვანელოს: საქონლის, სამუშაოების და არასაკონსულტაციო მომსახურების შესყიდვას მსოფლიო ბანის მსესხებლების მიერ რეკონსტურქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის სესხების და საერთაშორისო განვითარების ასოციაციის კრედიტებისა და გრანტების ფარგლებში”, დათარიღებულს 2011 წლის იანვრით (შესწორებული ივლისი, 2014).
23. „შესყიდვების გეგმა“ ნიშნავს პროექტისთვის მსესხებლის შესყიდვის გეგმას, დათარიღებულს 2016 წლის 9 თებერვლით, რომელიც მოხსენიებულია შესყიდვების სახელმძღვანელოს 1.18 და საკონსულტაციო სახელმძღვანელოს 1.25 მუხლებში და, რომელიც შესაძლოა, რომ განახლდეს პერიოდულად ხსენებული მუხლების შესაბამისად.
24. „პროექტის აუდიტის კონსულტანტი“ ნიშნავს დამოუკიდებელ კონსულტანტს, რომელიც პასუხისმგებელია განახორციელოს დამოუკიდებელი აუდიტი თუ იქნება ბანკის მოთხოვნა ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის II ნაწილის გ პუნქტის 2 ქვეპუნქტის შესაბამისად.
25. „პროექტის განხორციელების შეთანხმება“ ნიშნავს შეთანხმებას RD-სა და TRRC-ს შორის, რომელიც მოხსენიებულია ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის I ნაწილის გ პუნქტში და აღნიშნული შეთანხმება შეიძლება შეიცვალოს პერიოდულად ბანკის თანხმობის შესაბამისად.
26. „პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელო“ ან „POM” ნიშნავს მსესხებლის სახელმძღვანელოს, რომელიც მისაღებია ბანკისთვის ყველა დანართის და განრიგის ჩათვლით და, რომელიც განსაზღვრავს პროექტის განხორციელების პოლიტიკას და პროცედურებს მათ შორის : (ა) RD-ის FPU-ს, TRRC-ის პასუხისმგებლობებს: (ბ) პროექტისთვის პერსონალის საჭიროებას; (გ) შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზების შერჩევაზე კრიტერიუმებს; (დ) განხორციელების დაახლოებით განრგს; (ე) პროექტის ფარგლებში თანხების ხელმისაწვდომობას, ჩამორიცხვებს და აღრიცხვიანობის პროცედურებს; (ვ) პროექტის მონიტორინგის, ზედამხედველობის და შეფასების პროცედურებს მათ შორის ანგარიშების ფორმატს და შინაარს; და (ზ) შესყიდვებისა და ფინანსური მართვის პროცედურებს; (თ) DLI(ებისთვის) დადასტურების კრიტერიუმებს და აღნიშნულ სახელმძღვანელოში შესაძლოა პერიოდულად შევიდეს ცვლილებები ბანკის წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
27. „პროექტის გზები“ ნიშნავს გზების მონაკვეთებს, რომლებიც ფინანსდება სესხით და ჩამოთვლილია პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოში.
28. „კვარტალური შედეგების ანგარიშები“ ნიშნავს მსესხებლის შედეგების ანგარიშებს მონიტორინგსა და შეფასების შედეგებზე და პროექტის მიმდინარეობაზე, მათ შორის, კონკრეტულად, DLI(ების) მიზნების შესრულებას ზოგადი პირობების 5.08 პუნქტის დებულების შესაბამისად, და, რომელიც მოიცავს ერთ კალენდარულ კვარტალს და წარდგენილია RD-ის მიერ ბანკში არაუგვიანეს ორმოცდახუთი (45) დღისა, იმ პერიოდის დასრულებიდან, რომელსაც მოიცავს ასეთი ანგრიში.
29. „RAMS” ნიშნავს საგზაო აქტივების მართვის სისტემას, რომელიც გამოიყენება იმისთვის, რომ შეატყობინოს RD-ს მრავალწლიანი პროგრამებისა და წლიური დაგეგმარების პროცესების შესახებ.
30. „RAP” ან „RAP”(ები) ნიშნავს ბანკისთვის დამაკმაყოფილებელ კონკრეტული ადგილმდებარეობის განსახლების სამოქმედო გეგმას (გეგმებს), რომლებიც უნდა მომზადდეს მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების მე-2 განრიგის I ნაწილის გ ქვეპუნქტის შესაბამისად და, რომელიც განსაზღვრავს მათ შორის RAP-ის პრინციპებსა და ამოცანებს, დაზარალებული პირების განსაზღვარის კრიტერიუმებს, კომპენსაციას, დახმარებას და რეაბილიტაციის უფლებებს, ასვე მონიტორინგს და ანგარიშების მოწყობას RPF-ის შესაბამისად.
31. „გზების დეპარდამენტი“ ან „RD” ნიშნავს რეგიონალური განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საგზაო დეპარტამენტს, რომელიც არის მსესხებლის პასუხისმგებელი უწყება საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი გზების ქსელის მართვაზე.
32. „RPF” ნიშნავს ბანკისათვის დამაკმაყოფილებელ მსესხებლის განსახლების პოლიტიკას, რომელიც დათარიღებულია 2015 წლის ოქტომბრით და მოხსენიებულია ამ ხელშეკრულების 2 განრიგის I ნაწილის გ პუნქტში, სადაც აღწერილია პოლიტიკა, პროცედურები, გეგმები და მოქმედებები (მათ შორის განსახლების სამოქმედო გეგმა) და ინსტიტუციურ ზომები დაკავშირებულს მიწის შეძენასთან და სხვა სოციალურ გავლენებთან, რომელიც შეძლება წამოიჭრას პროექტის განხორციელების და პროექტთან დაკავშირებით სხვა ფაზებში.
33. „უსაფრთხო გზების ინვესტიციის გეგმები“ ნიშნავს საინვესტიციო გეგმებს, რომლებიც ჩამოყალიბდა კონკრეტული საგზაო ქსელის უსაფრთხოების შეფასებისგან მიღებული მონაცემებისა და რეკომენდაციების შედეგად, სადაც გამოყენებულ იქნა iRAP ან ეკვივალენტური (GeoRAP) სისტემა, რომელიც იუწყება კონკრეტულ საინჟინრო ზომებს საგზაო ქსელის უსაფრთხოების გაუმჯობესების მიზნით.
34. „შიდასახელმწიფოებრივი გზა“ ნიშნავს გზას, რომელიც აკავშირებს რაიონის დედაქალაქებს ან სხვა მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ცენტრებს ან საერთაშორისო მნიშვნლობის გზებს, რომლებზეც სატრანსპორტო მოძრაობა ნაკლებია ვიდრე საერთაშორისო გზებზე და არის RD-ის მმართველობის პასუხისმგებლობის ქვეშ.
35. „შიდასახელმწიფოებრივი საგზაო ქსელი“ ნიშნავს გზას, რომელიც აკავშირებს რაიონის დედაქალაქებს ან სხვა მნიშვნელოვან სოციალურ-ეკონომიკურ ცენტრებს ან საერთაშორისო მნიშვნლობის გზებს, რომლებზეც სატრანსპორტო მოძრაობა ნაკლებია ვიდრე საერთაშორისო გზებზე და არის RD-ის მმართველობის პასუხისმგებლობის ქვეშ..
36. „შერჩეული შიდასახელმწიფოებრივი გზები“ ნიშნავს პროექტის იმ გზებს, რომლებიც შეირჩა მსესხებლის მიერ პროექტის საოპერაციო სახელმძღვანელოს კრიტერიუმების მიხედვით, პროექტის პირველ და 2.2 და 2.3 ნაწილების შესრულების მიზნით.
37. „სახელმწიფო აუდიტის სამსახური“ ნიშნავს მსესხებლის სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, რომელიც ფუნქციონირებს 2008 წლის 26 დეკემბერს მიღებულ N880 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, და, რომელიც გამოქვეყნებულია მსესხებლის ოფიციალურ ბეჭდვით ორგანოში 2009 წლის 15 იანვარს.
38. „ტრენინგი“ ნიშნავს პროექტთან დაკავშირებულ სწავლებას და სემინარებს, რომლებიც ხორციელდება სასწვლო გეგმის მიხედვით და არის მომზადებული მსესხებლის მიერ და შეთანხმებულია ბანკთან, რომელიც მოიცავს სასწავლო ტურებს, სასწავლო კურსებს, სემინარებს და სხვა სასწავლო მოქმედებებს, არ შედის საქონლის და მომსახურების ხელშეკრულებებში, მათ შორის სასწავლო მასალების ხარჯებში, მათ შორის მოიცავს სასწავლო მასალების ხარჯებს, ოფისის ადგილის და აპარატურის, ადგილობრივი მგზავრობის და დღიურ ხარჯებს ინსტრუქტორებისა და მსმენელების ხარჯებს და თარჯიმნისა და თარგმანების ხარჯებს.
39. „TRRC” ნიშნავს ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის საინვესტიციო ცენტრს, რომელიც შექმნილია მსესხებლის 2015 წლის 3 აპრილის N153 განკარგულებით.
ნაწილი II. ცვლილებები ზოგად პირობებში
ზოგადი პირობები შეცვლილია შემდეგნაირად:
1. სარჩევში, მითითებები ნაწილებზე, ნაწილების სახელები და ნომრები შეცვლილია ქვემოთ მოყვანილ პარაგრაფში ჩამოყალიბებული ცვლილებების შესაბამისად.
2. 3.01 (ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო) ნაწილი შეცვლილია შემდეგნაირად:
„ნაწილი 3.01 ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო; ვალდებულების გადასახდელი
(ა) მსესხებელმა ბანკს უნდა გადაუხადოს სესხის თანხის ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო სესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრული კურსის მიხედვით („ერთჯერადი ადმინისტრირების საკომისიო“)
(ბ) მსესხებელმა უნდა გადაუხადოს ბანკს ვალდებულების გადასახდელი აუთვისებელ სესხის ნაშთზე იმ კურსით რაც განსაზღვრულია სასესხო ხელშეკრულებაში („ვალდებულების გადასახდელი“). ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება სასესხო ხელშეკრულების თარიღიდან 60 დღის შემდეგ, როცა თანხები ჩამორიცხულია მსესხებლის მიერ სასესხო ანგარიშიდან ან გაუქმებულია. ვალდებულების გადასახდელის გადახდა ხდება ნახევარწლიურად ყოველ გადახდის თარიღისათვის“.
3. დანართში განმარტებები, ყველა შესაბამისი ნაწილის ნომრები და პარაგრაფები შეცვლილია, საჭიროებისამებრ, რომელიც ასახავს ზემოთხსენებულ მეორე პარაგრაფში არსებულ ცვლილებებს.
4. დანართი შეცვლილია მასში ახალი პარაგრაფი 19-ის ჩართვით „ვალდებულების გადასახდელის“ შემდეგი განმარტებით და მომდევნო პარაგრაფების გადანომრვით შესაბამისად:
„19. „ვალდებულების გადასახდელი“ ნიშნავს სასესხო ხელშეკრულებაში განსაზღვრულ ვალდებულების გადასახდელს ხელშეკრულების 3.01(ბ) მიზნებისათვის.
5. დანართის გადანომრილ 49 პარაგრაფში (ძირითადი 48 პარაგრაფი), „ერთჯერადი ადმინისტრირების გადსახდელის“ ტერმინი შეცვლილია და 3.01 ნაწილი ჩანაცვლებულია 3.01(ა) ნაწილით.
6. დანართის გადანომრილ პარაგრაფში 68 (თავდაპირველი პარაგრაფი 47) „სესხის გადახდის“ ტერმინის განმარტება შეცვლილია და იკითხება შემდეგნაირად:
„68. „სესხის გადახდა“ ნიშნავს სესხის მხარეების მიერ ბანკისთვის გადასახდელ თანხას სამართლებრივი შეთანხმებისა ან ამ ზოგადი პირობების შესაბამისად, რომელიც მოიცავს (მაგრამ არ ზღუდავს) ჩამორიცხული სესხის ბალანსის ნებისმიერ თანხას, პროცენტს, ერთჯერადი ადმინისტრირების გადასახადს, ვალდებულების გადსახადს, პროცენტს ძირითადი საპროცენტო განაკვეთით (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი წინასწარი გადახდები, ნებისმიერი საკომისიო კონვერტაციისა ან კონვერტაციის ვადამდე ადრე შეწყვეტისათვის, ცვალებადი მარჟის ფიქსირებული გადასახადი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ნებისმიერი წინასწარი გადასახადი საპროცენტო განაკვეთის ზედა ან ქვედა ზღვარის წარმოშობისას და მსესებლის მიერ ნებისმიერი გაუთვალისწინებული გადასხდელი.
7. დანართის გადანომრილ პარაგრაფში 73 (თავდაპირველი პარაგრაფი 72), „გადახდის თარიღის“ განმარტება შეცვლილია, წაშლილია სიტყვა „არის“ და მის ნაცვლად სიტყვა „პროცენტის“ შემდეგ ჩასმულია სიტყვები „და ვალდებულების გადასახადი არის“.