ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 21.10.2015
ძალის დაკარგვა 04.10.2018
გამომცემი ორგანო ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.107.016193
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/10/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა | საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 01.10.2018
დოკუმენტის ტექსტი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2015 წლის 21 ოქტომბერი
დაბა ჩხოროწყუ
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ,,ა.დ.“ ქვეპუნქტის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება ,,საპატიო ჩხოროწყუელი“.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს:
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი (დანართი №1);
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მოწმობის ფორმა (დანართი №2).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ესებუა
დანართი №1
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მინიჭების წესი
ეს წესი განსაზღვრავს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების ,,საპატიო ჩხოროწყუელი“ მინიჭების სამართლებრივ საფუძვლებს და მისი განხილვის წესს
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. საპატიო წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
ა) განსაკუთრებული დამსახურება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე;
ბ) მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი: ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში;
გ) იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო.
2. საპატიო წოდება მიენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
მუხლი 2🔗.
საპატიო წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო
1. საპატიო წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით –
ბრძანებით იღებს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. საკითხს იხილავს და გამგებელს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს გამგებლის ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი გაერთიანებების (კერძო სამართლის იურიდიული პირების) წარმომადგენლები.
მუხლი 3🔗.
საპატიო წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები
1. საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს:
ა) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელს;
ბ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს;
გ) ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს;
დ) საზოგადოებრივ გაერთიანებებს;
ე) არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთოდეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
2. საპატიო წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მოწმობა.
3. საპატიო წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
ა) საპატიო წოდების დასახელება, რომელზედაც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
ბ) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
გ) ბიოგრაფიული ცნობები;
დ) კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
ე) კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
ვ) პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
4. გამგებელი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს დროებით სამუშაო ჯგუფს.
5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამგებლისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.
მუხლი 4🔗.
საპატიო წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი
1. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
2. საპატიო წოდების დამადასტურებელ მოწმობას ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს გამგებელი და იგი დასტურდება ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით.
3. საპატიო წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი.
4. საპატიო წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო.
5. საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში სახელწოდებით – ,,საპატიო ჩხოროწყუელი“.
6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).
დანართი №2
მცირე სახელმწიფო გერბი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გერბი
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი
მ ო წ მ ო ბ ა №
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდება „საპატიო ჩხოროწყუელი“ მიენიჭა
ბატონ (ქალბატონ) ------------------------------------------------------------------------------------
(სახელი, გვარი)
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებლის 20---- წლის ----- ----------- № ---- ბრძანებით
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელი -------------------------------------
(სახელი, გვარი)
------------------------------------------------------
(ხელმოწერა)
,,------“ ,, ---------“ 20-- წ.