სს „კავკასრეესტრის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ და სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები სს “კავკასრეესტრის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
განცხადება
სს „კავკასრეესტრის“ რიგგარეშე საერთო კრების მოწვევის შესახებ
2015 წლის 11 ნოემბერს, 15:00 საათზე ჩატარდება სს „კავკასრეესტრის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება.
დ ღ ი ს წ ე ს რ ი გ ი:
1. სს „კავკასრეესტრში“ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგების დივიდენდის სახით განაწილება ერთ აქციაზე 48 (ორმოცდარვა) ლარის ოდენობით;
2. დივიდენდის სააღრიცხვო თარიღის დადგენის შესახებ;
3. დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღის დადგენის შესახებ;
4. 2015 წლისთვის აუდიტორული კომპანიის არჩევის შესახებ.
სს „კავკასრეესტრის“ სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, კრების სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2015 წლის 20 ოქტომბერი. საერთო კრებაში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ იმ აქციონერებს, რომლებსაც აქციაზე საკუთრების უფლება ჰქონდათ ამ დღისათვის.
კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში, 10:00-დან 17:30 საათამდე, სს „კავკასრეესტრის“ აქციათა რეესტრში, რომელსაც აწარმოებს სს ”კავკასრეესტრი”, შეგიძლიათ შეამოწმოთ კრებაში თქვენი მონაწილეობის უფლება, რისთვისაც თან უნდა იქონიოთ სათანადო საიდენტიფიკაციო დოკუმენტი.
11 ნოემბერს, 14:30 საათიდან 15:00 საათამდე ხმის უფლების მქონე აქციონერთა უფლებამოსილმა წარმომადგენელმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია კრებაზე დასასწრებად.
კრება ჩატარდება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 74-ა, მე-2 სართული.
თამაზ ხიზანიშვილი
დირექტორი
სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის რეკომენდაციები სს „კავკასრეესტრის” აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების დღის წესრიგთან დაკავშირებით
1. დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
განაწილდეს სს „კავკასრეესტრში“ 2014 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკუმულირებული გაუნაწილებელი მოგება დივიდენდის სახით ერთ აქციაზე 48 ლარის ოდენობით .
2. დღის წესრიგის მეორე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დივიდენდის სააღრიცხვო თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 24 ნოემბერი .
3. დღის წესრიგის მესამე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დივიდენდის გაცემის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2015 წლის 10 დეკემბერი .
5. დღის წესრიგის მეოთხე საკითხთან დაკავშირებით:
რეკომენდაცია:
დაევალოს სს „კავკასრეესტრის“ დირექტორს თამაზ ხიზანიშვილს კონკურსის საფუძველზე შეარჩიოს საერთაშორისო რეპუტაციის მქონე აუდიტორული კომპანია და გააფორმოს მასთან ხელშეკრულება 2015 წლის აუდიტის ჩასატარებლად.