1. ჩეკის გამცემს‚ აგრეთვე მის მფლობელს შეუძლიათ აკრძალონ ჩეკის ნაღდი ფულით განაღდება ჩეკის წინა პირზე დიაგონალური წარწერით
„ანგარიშსწორებისათვის” ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი დამოწმებით.
2. ასეთი ჩეკის თანხა ჩამოიწერება გადამხდელის ანგარიშიდან და შეიტანება ჩეკის წარმდგენის ანგარიშზე.
3. გადახაზულ სიტყვას
„ანგარიშსწორებისათვის” არავითარი გავლენა ჩეკის მოქმედებაზე არა აქვს.
4. გადამხდელი ზემოაღნიშნული წესის დარღვევისათვის პასუხს აგებს მიყენებული ზარალის გამო ჩეკში აღნიშნული თანხის ფარგლებში.
პრეტენზიები ჩეკის გაუნაღდებლობასთან დაკავშირებ