ჩეკის მფლობელს შეუძლია პრეტენზია წარუდგინოს ინდოსანტს‚ ჩეკის გამცემს ან ჩეკით ვალდებულ სხვა პირებს‚ თუ დროულად წარდგენილი ჩეკი არ განაღდებულა და განაღდებაზე უარი დადასტურებულია:

ა) ოფიციალური აქტით (პროტესტით);

ბ) გადამხდელის დათარიღებული წარწერით იმ ჩეკზე‚ რომელშიც მითითებულია ჩეკის წარდგენის თარიღი;

გ) საანგარიშსწორებო დაწესებულების დათარიღებული განცხადებით იმის შესახებ‚ რომ ჩეკი დროულად იყო წარდგენილი‚ მაგრამ არ განაღდებულ