ა) ძაღლი ან/და კატა იყოლიოს იზოლირებულ ტერიტორიაზე (ეზო, მის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთი) ან დაბმულ მდგომარეობაში ამავე ტერიტორიაზე ისე, რომ არ დაარღვიოს სანიტარიული ნორმები;
ბ) არ დაუშვას შინაური ცხოველის (ძაღლის/კატის) იზოლირებული ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაშვება და დატოვება;
გ) არ დაუშვას ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში ან სკვერში შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება.
მუხლი 4
ძაღლის მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ძაღლი გაუშვას ალიკაპით ან საბმელით. ძაღლის სეირნობისას უზრუნველყოს გარშემომყოფთა უსაფრთხოება, არ დაუშვას მისი უმეთვალყურეოდ დატოვება. უზრუნველყოს ძაღლის/კატის ცოფზე აცრა.
ამ წესით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ფაქტ(ებ)ის დაფიქსირების შემდეგ ,,თვითმმართველი ქალაქი –
ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი –
ოზურგეთის სერვისცენტრი“ შესაბამის დოკუმენტაციას (მესაკუთრის/მფლობელის პირადობის მოწმობის ასლი, მესაკუთრის/მფლობელის მიერ წერილობითი დადასტურება შინაური ცხოველის მის საკუთრებაში/მფლობელობაში ყოფნის შესახებ, სამართალდარღვევის ფაქტის დამადასტურებელი ფოტომასალა და ა.შ.) წარუდგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურს.
მუხლი 7
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს განიხილავს, შესაბამის ოქმს ადგენს ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირების, ზედამხედველობისა და ურბანული განვითარების სამსახურის არქიტექტურის, მშენებლობის, ინსპექტირებისა და ზედამხედველობის განყოფილება (განყოფილების საჯარო მოხელეები), რომელიც უზრუნველყოფს სამართალდარღვევის საქმის წარმოებას, ოქმების აღრიცხვას და ახორციელებს კანონმდებლობით დადგენილ, სამართალდარღვევის საქმის წარმობისთვის საჭირო ყველა სხვა ქმედებას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების ოქმი შემდგომი რეაგირებისთვის დაუყონებლივ ეგზავნება უფლებამოსილ ორგანოს.
ხშირად დასმული კითხვები
მოქმედებს თუ არა „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 04.04.2018.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
„ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 26.10.2015. მიმღები ორგანო — ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №51. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.171.016100.
რამდენჯერ შევიდა ცვლილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ში?
დოკუმენტში სულ 1 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 04.04.2018-დან.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 9 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.04.2018 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შინაური ცხოველების - ძაღლის და კატის ყოლის წესის დამტკიცების შესახებ“, №51, 26.10.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.171.016100 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.04.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3029615/
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია