მუხლი 57. მოხელის შრომის ანაზღაურება1. მოხელეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღე
თავი VII — მოხელის უფლებები, გარანტიები და მოვალეობები
2. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომის ანაზღაურება.
3. მოხელის შრომის ანაზღაურება მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, საკლასო დანამატს, სახელფასო დანამატს და ფულად ჯილდოს.
4. მოხელეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი.
5. შრომის ანაზღაურება მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა.
7. საჯარო სამსახური/საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის თანამდებობრივი სარგოს თაობაზე.
საქართველოს 2017 წლის 22 დეკემბრის კანონი №1826 – ვებგვერდი, 29.12.2017წ.
საქართველოს 2025 წლის 24 ივნისის კანონი №715 – ვებგვერდი, 26.06.2025
რედაქციის ისტორია
მოქმედი რედაქცია დადგენილია 24.06.2025-ის აქტით. ცვლილება შევიდა 2-ჯერ.
წინა რედაქცია (11.11.2015 მდგომარეობით) — ცვლილებები
მუხლი 57. მოხელის შრომითი გას ამნაზღაურჯელო ბა1. მოხელეთა შრომის ანაზღაურების სისტემა ემყარება გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებს, რომლებიც გულისხმობს თანაბარი სამუშაოს შესრულებისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღებას. 2. მოხელეს უფლება აქვს, სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გას ამნაზღაურჯელობა. 3. მოხელის შრომითი გას ამნაზღაურჯელობა მოიცავს თანამდებობრივ სარგოს დ, სა ამ კლანსო დანით გათვმალიტსწინ, სახებულფასო დანამატს და ფულად ჯილდოს. 4. მოხელეთა შრომითი გას ამნაზღაურჯელობის ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოხელის თანამდებობრივი სარგოს შემცირების საფუძველი. 5. შრომითი გას ამნაზღაურჯელობა მოხელეს უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ეძლევა. 6. მოხელეთა თანამდებობების თითოეული იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული თანამდებობების თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განისაზღვრის წესი დგინდება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. 7. საჯარო სამსახური/საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის თანამდებობრივი სარგოს თაობაზე.