„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№715-IIმს-XIმპ
სარეგისტრაციო კოდი
010320000.05.001.102678
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 26/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს კანონი (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 55-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში მოხელეს უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება ან სახელმწიფო სპეციალური წოდება, თანამდებობრივ სარგოსთან/წოდებრივ სარგოსთან ერთად უნარჩუნდება დანამატი, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებული თანამდებობრივი სარგო და საკლასო დანამატი არ უნარჩუნდება, თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებულ შრომის ანაზღაურებაზე მეტია. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოხელისთვის თანამდებობრივი სარგოს და საკლასო დანამატის შენარჩუნების საკითხს წყვეტს შესაბამისი საჯარო დაწესებულება.“.

2. 57-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:

„7. საჯარო სამსახური/საჯარო დაწესებულება ვალდებულია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული/ჩარიცხული პირის თანამდებობრივი სარგოს თაობაზე.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიმიხეილ ყაველაშვილი

 

 

თბილისი,

24 ივნისი 2025 წ.

N715-IIმს-XIმპ

რა შეცვალა ამ აქტმა (2 მუხლი)

საჯარო სამსახურის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დიახ, საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.06.2025.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 24.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №715-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 010320000.05.001.102678.
რამდენი მუხლისგან შედგება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2025 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, №715-IIმს-XIმპ, 24.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 010320000.05.001.102678 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6535475/