ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს - წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.10.2015
გამომცემი ორგანო ხულოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.136.016188
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 277 სიტყვა · ~1 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ოთარ ცეცხლაძე ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 05.06.2017 ვანის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებისა და ჯილდოების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 29.05.2015 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 28.09.2022 ტყიბულის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 84% 31.10.2018 სამტრედიის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებისა და ჯილდოს შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 83% 03.09.2018

დოკუმენტის ტექსტი

ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს - წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2015 წლის 29 ოქტომბერი დაბა ხულო ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი"-ს 61-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.დ" ქვეპუნქტის შესაბამისად  ხულოს  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია". მუხლი 2🔗 დამტკიცდეს, ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის მინიჭების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 3🔗 დაგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეოთარ ცეცხლაძე დანართი №1 ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის   მინიჭების  წესი 1. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“  ერთჯერადად ენიჭება საქართველოს მოქალაქეს,   ხულოს მუნიციპალიტეტის წინაშე აქტიური საზოგადოებრივი, შემოქმედებითი, მოზარდი თაობის აღზრდა  განათლების, ასევე ხულოს მუნიციპალიტეტის ავტორიტეტისა  და ცნობადობის ამაღლების  საქმეებში შეტანილი წვლილისათვის. 2. ,,ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიას“  ანიჭებს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი, მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფების ან საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარდგინებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებლის  მიერ შექმნილი დროებითი კომისიის მიერ მომზადებული დასკვნის და ხულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს რეკომენდაციის საფუძველზე. 3. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“ ენიჭებათ მხოლოდ კონკრეტულ დამსახურებისათვის,  დაუშვებელია   ჯილდოს მინიჭება    პირის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად. 4. „ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდო – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემია“, როგორც წესი, გაიცემა „ტბელობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით. 5. პრემიას არანაკლებ 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით და შესაბამის ატრიბუტიკას საზეიმო ვითარებაში გადასცემს ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მისგან უფლებამოსილი პირი. 6. ხულოს მუნიციპალიტეტის საპატიო ჯილდოს – წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის მუნიციპალური პრემიის ჩამორთმევა დაუშვებელია.