⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2020)
გაუქმებულია:

ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ

მიღების თარიღი 04.11.2015
ძალაში შესვლა 01.11.2015
ძალის დაკარგვა 01.01.2020
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №01-54/ნ
სარეგისტრაციო კოდი 470230000.22.035.016363
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 478 სიტყვა · ~2 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.11.2015 მიღება
01.11.2015 ძალაში შესვლა
01.01.2020 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №01-54/ნ 2015 წლის 4 ნოემბერი ქ. თბილისი ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესის შესახებ „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილების მე-2 მუხლისა და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების თანდართული წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრიდავით სერგეენკო დანართი 1 ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების წესი  მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები ეს წესი შემუშავებულია „შრომითი იმიგრანტის (საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის) ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომითი მოწყობისა და ანაზღაურებადი შრომითი საქმიანობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 7 აგვისტოს №417 დადგენილების მე-2 მუხლისა და დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად და განსაზღვრავს ადგილობრივი დამსაქმებლის მიერ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოსთვის (შემდგომში - სააგენტო) საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ წარსადგენი ინფორმაციის შეტყობინების ფორმასა და მისი წარდგენის წესს. მუხლი 2🔗. შეტყობინების წარდგენა ადგილობრივი დამსაქმებელი ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს შეტყობინება საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმებასთან დაკავშირებით, დანართი 1.1.-ით გათვალისწინებული ფორმის შესაბამისად,  შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.  მუხლი 3🔗. შეტყობინების წარდგენის ადგილები ამ წესით გათვალისწინებული შეტყობინება წარდგენილ უნდა იქნეს სააგენტოში.               დანართი 1.1. ადგილობრივ დამსაქმებელთან შრომით ურთიერთობაში მყოფი, საქართველოში კანონიერად მყოფი იმიგრანტის დასაქმების შესახებ შეტყობინების ფორმა 1. ადგილობრივი დამსაქმებელი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი: ____________________________________________ 1.1 იურიდიული მისამართი:   ___________________________ 1.2 ფაქტობრივი მისამართი:      ___________________________ 2. შეტყობინების განმახორციელებელი პასუხისმგებელი პირის პერსონალური მონაცემები: 2.1სახელი, გვარი:      ___________________________ 2.2 პირადი ნომერი:  ___________________________ 2.3 დაკავებული პოზიცია:      ___________________________ 2.4 საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონის ნომერი და/ან  ელექტრონული ფოსტა): ________________________________________________ 3.  დასაქმებული იმიგრანტის პერსონალური მონაცემები: 3.1 სახელი, გვარი: ___________________________ 3.2 პირადი ნომერი: ___________________________ 3.3 დაბადების თარიღი: ___________________________ 3.4 სქესი:  ___________________________ 3.5 წარმოშობის ქვეყანა: ___________________ 3.6 დაკავებული პოზიცია:  ___________________________ 4. იმიგრანტის მიერ დაკავებული პოზიციისთვის განსაზღვრული საკვალიფიკაციო მოთხოვნები:    4.1 განათლების აუცილებელი დონე: □ საშუალო □ პროფესიული □ უმაღლესი 4.2 ასაკი:  ___________________________ 4.3 გამოცდილება:   ___________________________ 4.4 სპეციფიკური უნარები:   ___________________________ 4.5 სხვა (მიუთითეთ)      _______________ 5. დასაქმებული უცხოელი იმიგრანტის პროფესია და გამოცდილება/კვალიფიკაცია: 5.1 განათლება: □ საშუალო □ პროფესიული □ უმაღლესი  5.2 პროფესია: _________________________________ 5.3 გამოცდილება/კვალიფიკაცია: _________________________________ 5.3 სპეციფიკური უნარები: _________________________________________ 5.4 სხვა (მიუთითეთ):  ____________________________ 6. ადგილობრივ დამსაქმებელსა და უცხოელ იმიგრანტს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების დადებისა და მოქმედების ვადა: რიცხვი/თვე/წელი: