„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
040170030.57.069.016071
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 30/10/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის

ბრძანება №17

2015 წლის 29 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

 

„კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 22 მაისის №7 ბრძანებით დამტკიცებულ „კონკურსის მეშვეობით საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის წესსა და პირობებში“ (www.matsne.gov.ge, 25.05.2015, 040170030.57.069.016061) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-16 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კონკურსის ჩატარების შედეგად ხელშეკრულება იდება საკონკურსო დოკუმენტაციაში მოცემული ხელშეკრულების პროექტის საფუძველზე, საკონკურსო პირობებისა და კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის საკონკურსო წინადადების შესაბამისად. ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტის ღირებულება არ შეიძლება აღემატებოდეს კონკურსში გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ სისტემაში დაფიქსირებული საკონკურსო წინადადების ფასს, გარდა ამ წესის მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია ხელშეკრულების ღირებულებაში ითვალისწინებს საკონკურსო წინადადების ფასის შესაბამისი დღგ-ის ოდენობას.“;

ბ) მე-6 პუნქტის შემდეგ დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

„7. კანონისა და ამ წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.“.

2. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 18. ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტია

კონკურსის შედეგად დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის გარანტიის გამოყენების საკითხი წესრიგდება კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 21-ე მუხლით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად.“.

3. 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კონკურსისთვის ან/და ხელშეკრულებისთვის არასწორად მინიჭებული სტატუსისა და პრეტენდენტის დისკვალიფიკაციის საფუძვლის შეცვლის წესი განისაზღვრება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის“ 261 მუხლით.“.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარელევან რაზმაძე