ქალაქ თბილისის მუნიციპალური პროგრამის - ,,შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“ დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26-104 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
„შემომყვანი ტურიზმის დარგის განვითარება“
2. პროგრამის ამოცანებია:
ა) თბილისში რეგისტრირებული და მოქმედი ტურისტული კომპანიების და დარგის ღირებულებით ჯაჭვში შემავალი სხვა სუბიექტების გაძლიერება, მათი სიმძლავრეების, დატვირთულობის (მ.შ. დაბალი სეზონური დატვირთვის დროს სასტუმრო და საკონფერენციო ინფრასტრუქტურის მიმწოდებლების), უნარების, შემოსავლების, ეფექტიანობისა და მდგრადობის ზრდის ხელშეწყობა;
ბ) თბილისის, როგორც ტურიზმისათვის მიმზიდველი დანიშნულების ადგილის, პოზიციონირება და პოპულარიზაცია საზღვარგარეთის ბაზრებზე;
გ) თბილისში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერა.
3. პროგრამის განმახორციელებელია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ „თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრი“ (შემდგომში „ცენტრი“).
ა) დარგი – შემომყვანი ტურიზმის ინდუსტრია;
ბ) პროგრამის ინსტრუმენტი – ცენტრის მიერ პროგრამის განხორციელების მიზნით გამოყენებული ბენეფიციარის ან/და შემომყვანი ტურიზმის დარგის ხელშეწყობის საშუალება;
გ) კომპონენტი – პროგრამის ინსტრუმენტის შემადგენელი ნაწილი, რომელიც პროგრამის ინსტრუმენტის გამოყენებისას მიეწოდება დარგს როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა კომპონენტთან/კომპონენტებთან ერთობლივად.
ა) მერიის შესაბამისი სამსახურების, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების ორგანოების, ტურისტული კომპანიების, კულტურული და შემოქმედებითი დაწესებულებების, თბილისში მოქმედი სასტუმროების და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლების, შესაბამის მიზნობრივ ქვეყნებში მოქმედი საქართველოს საელჩოებისა და წარმომადგენლობების, საქართველოში საზღვარგარეთის ქვეყნების მოქმედი საელჩოების და წარმომადგენლობების, ადგილობრივი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების, კერძო სექტორის მხარდამჭერი ორგანიზაციების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართული ან/და მონაწილე სხვა პირების პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის კოორდინაცია;
ბ) პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ქვეპროექტების, ღონისძიებების, პირობების, წესების, ხელშეკრულებების, ურთიერთგაგების მემორანდუმების, ტექნიკური დავალებების და სხვა სახის დოკუმენტების შემუშავება;
გ) პროგრამის ფარგლებში ნაყოფიერი თანამშრომლობის მიზნით, დარგის მიწოდების მხარის წარმომადგენლებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთგაგების მემორანდუმების და ხელშეკრულებების გაფორმება;
დ) პარტნიორებთან და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ სხვა პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი;
ე) პროგრამით გათვალისწინებული სარგებლის პოპულარიზაცია საქართველოში და საზღვარგარეთ (მათ შორის, მასმედიის საშუალებებით).
2. პროგრამის განხორციელებისას ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს შემდეგი ინსტრუმენტები:
ა) კომერციული მხარდაჭერა;
ბ) მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური ან/და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერა.
3. კომერციული მხარდაჭერის ინსტრუმენტი მოიცავს თბილისის, როგორც ტურიზმის ცენტრის, პოპულარიზაციისა და ბაზარზე მიწოდების მხარის მარკეტინგული გაძლიერების მხარდაჭერის ღონისძიებებს, რომელიც შედგება შემდეგი კომპონენტებისაგან:
ა) სარეკლამო კამპანიების (მათ შორის, ვიდეორგოლების დამზადების) ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება, (როგორც საერთაშორისო, ასევე ქართულ-მედია საშუალებებსა და სოციალურ ქსელებში);
ბ) საზღვარგარეთ თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ადგილის პრეზენტირებისა და პოპულარიზაციისთვის სარეკლამო-გაცნობითი ტურების,შეკრებების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება;
გ) დარგის და მისი მონაწილეების მიმოხილვითი და სარეკლამო პუბლიკაციების (ბეჭდვითი და ელექტრონული) გამოცემის და გავრცელების ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება;
დ) დარგის მიწოდების მხარის შემადგენელი კომპანიების (ტურისტული სააგენტოები, სასტუმროები, საგამოფენო ცენტრები, სატრანსპორტო კომპანიები, გასართობი ცენტრები, კულტურულ-საგანმანათლებლო, სპორტულ-გამაჯანსაღებელი და სხვა მსგავსი პროფილის ორგანიზაციები) მარკეტინგული განვითარების (მათ შორის, ახალი ბაზრების ათვისება) ხელშეწყობა ღონისძიებების ორგანიზების, დაფინანსების და განხორციელების გზით.
4. მატერიალურ-ტექნიკური, ინტელექტუალური და მომიჯნავე სფეროების მხარდაჭერის ინსტრუმენტს წარმოადგენს:
ა)თბილისში შემომყვანი ტურიზმის განვითარების საკითხებში ადგილობრივი ან/და უცხოელი ექსპერტების ან/და ორგანიზაციების მიერ გამოცდილების, კონსულტაციების, ნოუ-ჰაუს ან/და განვითარების სხვა საშუალებების მიწოდების უზრუნველყოფა;
ბ)სახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან თანამშრომლობით თბილისში ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მხარდაჭერა;
გ)შემომყვანი ტურიზმის დარგისთვის საქონლის ან მომსახურების მიმწოდებელი სუბიექტებისთვის ტრენინგების, სემინარების და სხვა გადამზადების/მომზადების ღონისძიებების ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული პროგრამის ინსტრუმენტების და შესაბამისი კომპონენტების გამოყენება ხორციელდება ცენტრის გადაწყვეტილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
ა) თბილისში ტურისტული ვიზიტით უცხოელი იურიდიული და ფიზიკური პირების დაინტერესება;
ბ) თბილისის, როგორც ტურიზმის რეგიონული ცენტრის, მარკეტინგი;
გ) თბილისის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.
ა) თბილისის მარკეტინგის სამსახურის (Destination Marketing Organization) ფუნქციების განხორციელება, თბილისის საერთაშორისო პოპულარიზაციის, ტურისტული სერვისების განვითარებისა და თბილისში ტურისტული ნაკადების ზრდისთვის, სხვა აუცილებელი მიმართულებებით;
ბ) თბილისის საკონვენციო/საკონფერენციო ცენტრების შექმნაში და განვითარებაში კერძო სექტორის მხარდაჭერა;
გ) კორპორატიული შეკრებების, გამოფენების, კონფერენციების (მ.შ. სარეკლამო-გაცნობითი ტურების) თბილისში გამართვის წახალისება და მაღალი ხარისხით განხორციელების ხელშეწყობა;
დ) შერჩეული უცხოური კომპანიებიდან გადაწყვეტილების მიმღები და გადაწყვეტილებაზე გავლენის მქონე პირების, ასევე უცხოელი ჟურნალისტების და ღონისძიებების ორგანიზატორების თბილისში სარეკლამო-გაცნობითი ვიზიტების ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება;
ე) უცხოური კომპანიებისთვის და ფიზიკური პირებისთვის სტანდარტული „ხანმოკლე“, „საშუალოვადიანი“ და „გრძელვადიანი“ ტურისტული ვიზიტების პაკეტების გაწერა, შეთავაზება და პოპულარიზაცია;
ვ) მომხმარებელთა დადებითი გამოცდილების წარმოჩენა და უწყვეტი მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება;
ზ) დარგის ღირებულებით ჯაჭვში შემავალი კომპანიებისათვის შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება;
თ) თბილისში ტურიზმთან დაკავშირებული ყოველწლიური სამიტის კონცეფციის მომზადება და რეგულარული ორგანიზება, დაფინანსება და განხორციელება;
2. თბილისის, როგორც ტურიზმის რეგიონული ცენტრის მარკეტინგის ქვეპროგრამის ფარგლებში, განხორციელდება სხვადასხვა ურთიერთდაკავშირებული პროექტი, მათ შორის:
ა) ტურიზმის ცენტრად, თბილისის წარმოჩენის მიზნით, ვებგვერდის დამზადება და ადმინისტრირების უზრუნველყოფა;
ბ) ტურიზმის რეგიონულ/აღმოსავლეთ ევროპულ ცენტრად თბილისის წარმოჩენის მიზნით, საიმიჯო ვიდეორგოლის დამზადება და გავრცელება;
გ) ტურიზმის რეგიონულ/აღმოსავლეთ ევროპულ ცენტრად თბილისის წარმოჩენის მიზნით, პუბლიკაციების დამზადება და გავრცელება;
დ) ტურიზმის საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობა და თბილისის, როგორც ტურისტულად მიმზიდველი დესტინაციის პოტენციალის წარდგენა.
3. თბილისის ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ტურისტული ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით არსებული პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაწყვეტის (მათ შორის კონკრეტული ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების გზით) ღონისძიებები.