საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 30.10.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №558
სარეგისტრაციო კოდი 040030000.10.003.018944
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი | პრემიერ-მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ტექნოლოგიური განვითარების ფონდის წესდების (დებულების) დამტკიცების თაობაზე სს „საქართველოს განვითარების ფონდის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობასა და კლიმატის მწვანე ფონდს შორის კლიმატის მწვანე ფონდის პრივილეგიებისა და იმუნიტეტების შესახებ შეთანხმება ცაგერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის განკარგვის მიზნით ცაგერის მუნიციპალიტეტის მერთან შექმნილი საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ - კულტურული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №558
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2013 წლის 6 სექტემბრის №1016-Iს საქართველოს კანონის (www.matsne.gov.ge, 23.09.2013 წ., 040030000.05.001.017075) მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად:
1. „საქართველოს მუნიციპალური სექტორის განვითარებისათვის გათვალისწინებული ფინანსური სახსრების მართვის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 7 ივნისის №294 ბრძანებულების საფუძველზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ბაზაზე დაფუძნდეს და მის უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოდ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო).
3. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის თანდართული დებულება.
4. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭო (შემდგომში – სამეთვალყურეო საბჭო) შემდეგი შემადგენლობით:
ირაკლი ღარიბაშვილი – საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე;
ნოდარ ჯავახიშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ნოდარ ხადური – საქართველოს ფინანსთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
მიხეილ გიორგაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ოთარ დანელია – საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
კახა კალაძე – საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
სოზარ სუბარი – საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ილია დარჩიაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
თენგიზ შერგელაშვილი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ნიკოლოზ ქიზიყურაშვილი – შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ერეკლე ტრიპოლსკი – საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ზურაბ ტყემალაძე – საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
თამაზ მეჭიაური – საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი;
ვახტანგ ყოლბაია –
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი.
მუხლი 2🔗. ამ დადგენილების მიღება არ გამოიწვევს ამავე დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მოქმედი აღმასრულებელი დირექტორის/თანამშრომლების უფლებამოსილების ვადის ცვლილებას, გადანიშვნას/გათავისუფლებას.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დებულებისა და სამეთვალყურეო საბჭოს დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 23 ივლისის №118 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური
განვითარების ფონდის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი (შემდგომში – ფონდი) არის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
2. ფონდი დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი საქმიანობას წარმართავს საჯაროობისა და გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით და ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს საკანონმდებლო აქტებით, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან საქართველოს მიერ დადებული ხელშეკრულებებით, სამოქმედო სახელმძღვანელოებით, ამ დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით.
3. ფონდი თავისი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, გამოდის სასამართლოში და მესამე პირებთან ურთიერთობაში.
4. ფონდი ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის, ფონდის სამეთვალყურეო საბჭოსა (შემდგომში – სამეთვალყურეო საბჭო) და სამინისტროს წინაშე.
5. ფონდს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, სახაზინო და საბანკო სპეციალური და მიმდინარე ანგარიშები, ბეჭედი და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
6. ფონდის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150.
მუხლი 2🔗. ფონდის მიზნები
1. ფონდის მიზნებია:
ა) მუნიციპალიტეტების გრძელვადიანი ინსტიტუციური და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდაჭერა;
ბ) ადგილობრივი მოსახლეობის ძირითადი ეკონომიკური და სოციალური მომსახურების მდგრადი გაუმჯობესების ხელშეწყობა;
გ) ადგილობრივი (მუნიციპალური), სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურისა და მომსახურების სფეროში ინვესტირების ხელშეწყობა;
დ) თავისი ფუნქციების ფარგლებში, ადგილობრივი (მუნიციპალური), სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების უზრუნველყოფა.
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად, ფონდი თანამშრომლობს მუნიციპალიტეტებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, უცხო ქვეყნებსა და საქართველოში რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო საფინანსო და დონორ ორგანიზაციებთან, მეწარმე სუბიექტებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან.
მუხლი 3🔗. ფონდის ფუნქციები და საქმიანობის საგანი
1. ამ დებულების მე-2 მუხლის პირველ პუნქტში განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ფონდის საქმიანობის საგანი და ფუნქციებია:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი (მუნიციპალური), სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის პროექტების განხორციელება, საქართველოს მთავრობის ან სამეთვალყურეო საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე;
ბ) ფონდის სახსრების პოტენციური მსესხებლის მიერ სესხის აღების შესაძლებლობების შეფასება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების ან/და შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისთვის მისაღები წესებისა და ინსტრუქციების შესაბამისად;
გ) ინფრასტრუქტურის საინვესტიციო პროექტების შეფასება, რაც ეფუძნება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებს, ან შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისათვის მისაღებ სხვა წესებსა და ინსტრუქციებს;
დ) ფონდის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების ზედამხედველობა;
ე) ტექნიკური დახმარების თანხების მობილიზება, ტექნიკური დახმარების პროგრამების განხორციელება მუნიციპალიტეტების ინსტიტუციონალური და ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით;
ვ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ხელშეკრულებების ზედამხედველობა;
ზ) ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარების ღონისძიებათა კოორდინირება, დონორ ორგანიზაციებთან, შესაბამის სამინისტროებსა და სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებთან ერთად;
თ) ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებით გამოყოფილი თანხების საბუღალტრო და ფინანსური მართვა;
ი) დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ ფონდის ანგარიშების ყოველწლიური აუდიტის ჩატარება, აუდიტის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად;
კ) პროექტ(ებ)ის განხორციელების შესახებ ხელშეკრულებ(ებ)ის შესაბამისად, საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების განხორციელება;
ლ) სახელმწიფო პროგრამა „იაფი კრედიტის“ მენეჯმენტის უზრუნველყოფა;
მ) საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტებისათვის ბიზნესის განვითარების მიზნით, სახელმწიფოსა და კერძო სექტორის თანამშრომლობისა და ტექნიკური დახმარების გაწევის ხელშეწყობა, აგრეთვე შესაბამისი პროექტების განხორციელება;
ნ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მუნიციპალიტეტებისათვის, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული საწარმოებისათვის, მუნიციპალიტეტ(ებ)ის მიერ დაფუძნებული საწარმოებისათვის გრანტ(ებ)ის და სესხ(ებ)ის გაცემა;
ო) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.
მუხლი 4🔗. ფონდის მართვა
1. ფონდის მართვას, კომპეტენციის ფარგლებში, ახორციელებს სამეთვალყურეო საბჭო და ფონდის აღმასრულებელი დირექტორი (შემდგომში – აღმასრულებელი დირექტორი).
2. სამეთვალყურეო საბჭო:
ა) იხილავს და ამტკიცებს ფონდის სამოქმედო სახელმძღვანელოებს, მასში შესატან ცვლილებებსა და შესწორებებს;
ბ) იხილავს და ამტკიცებს ფონდის გრძელვადიან სამოქმედო გეგმას;
გ) იხილავს და ამტკიცებს ფონდის მიერ გაცემულ სესხ(ებ)ზე სასესხო ხელშეკრულებ(ებ)ის პირობებს;
დ) იხილავს და ამტკიცებს ფონდის წლიურ ბიუჯეტს ან წლიური ბიუჯეტის ცვლილებებს;
ე) სამინისტროს თანხმობით განსაზღვრავს ფონდის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და სახელფასო ფონდს;
ვ) სამინისტროს თანხმობით იხილავს და ამტკიცებს ფონდის მიერ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და დონორებთან დადებულ ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებას;
ზ) იხილავს და ამტკიცებს ფონდის სასესხო პირობებში, მათ შორის, სესხის გადახდის ვადებში, საპროცენტო განაკვეთებსა და გადასახადებში შესატან ცვლილებებს;
თ) იხილავს და ამტკიცებს დონორების დაფინანსებით განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტებს;
ი) იხილავს და ამტკიცებს ფონდის მიერ განსახორციელებელი ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამებს;
კ) იხილავს ფონდის მიერ წლიური ბიუჯეტის შესრულების და საჭიროებისამებრ სხვა საკითხებზე წარსადგენ ერთჯერად ანგარიშებს;
ლ) იხილავს გარე აუდიტორებისა და წლიურ აუდიტორულ ანგარიშში მოცემულ რეკომენდაციებსა და დასკვნებს.
3. სამეთვალყურეო საბჭო იკრიბება საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ექვს თვეში ერთხელ.
4. სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება სიითი შემადგენლობის ნახევარი. თითოეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. სამეთვალყურეო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა.
5. სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებები მიიღება მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების გამოყენების გზითაც, რა დროსაც სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ვალდებულნი არიან 48 საათში მიიღონ გადაწყვეტილება („თანახმა ვარ“, „არ ვეთანხმები“). სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია მართვის ერთიანი ავტომატური საშუალების გამოყენების გზით მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მასში მონაწილეობს საბჭოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარი. თითეულ წევრს აქვს მხოლოდ ერთი ხმის უფლება. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მონაწილე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა.
6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, მათ შორის, მართვის ერთიანი ავტომატური საშუალების გზით გადაწყვეტილების მიღებისას დგება სხდომის ოქმი, რომელიც ასახავს ყველა განხილულ საკითხს და მიღებულ გადაწყვეტილებას. სამეთვალყურეო საბჭოს თითოეულ წევრს უფლება აქვს დააფიქსიროს თავისი დამოუკიდებელი მოსაზრება სხდომის ოქმში.
7. აღმასრულებელ დირექტორს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავსუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
8. აღმასრულებელი დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე.
9. აღმასრულებელ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე, რომლებსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს აღმასრულებელი დირექტორი.
10. აღმასრულებელი დირექტორი:
ა) ხელმძღვანელობს ფონდს, წარმართავს მის ყოველდღიურ საქმიანობას და წყვეტს ფონდის გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს;
ბ) წარმოადგენს ფონდს სახელმწიფო უწყებებთან, მუნიციპალიტეტებთან, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან და დონორ ორგანიზაციებთან ორმხრივი ან მრავალმხრივი ურთიერთობისას;
გ) კოორდინირებას უწევს ფონდის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმის, სამოქმედო სახელმძღვანელოების, მათში შესატანი ნებისმიერი ცვლილებების მომზადებას და დასამტკიცებლად წარუდგენს სამეთვალყურეო საბჭოს;
დ) სამეთვალყურეო საბჭოს მიერ განსაზღვრული საშტატო ნუსხის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ფონდის თანამშრომლებს, ფონდის თანამშრომლებთან დებს შრომით ხელშეკრულებებს, ამტკიცებს ფონდის შინაგანაწესს;
ე) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ფონდის წლიურ ბიუჯეტს და მასში შესატან ცვლილებებს;
ვ) ორგანიზებას უწევს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომების მოწვევას, ამზადებს სხდომაზე განსახილველ საკითხებს და სხდომის ოქმებს;
ზ) ფონდის სახელით ხელს აწერს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, სხვა საერთაშორისო და დონორ ორგანიზაციებთან დადგენილი წესით დადებულ ორმხრივ ან მრავალმხრივ ხელშეკრულებებს, ფონდის მიერ დაფინანსებული ინვესტიციების ან ტექნიკური დახმარების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებულ სასესხო ან/და საგრანტო ხელშეკრულებებსა და სხვა ოფიციალურ დოკუმენტებს, წერილებს, სამუშაოების, საქონლისა და მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებულ ხელშეკრულებებს;
თ) ხელს აწერს ფონდის ფინანსურ ოპერაციებთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას;
ი) უზრუნველყოფს მჭიდრო კოორდინაციას ფონდის მიერ დაფინანსებულ საინვესტიციო ღონისძიებებსა და ტექნიკურ დახმარებას შორის;
კ) კოორდინაციას უწევს ფონდის მიერ დაფინანსებული ტექნიკური დახმარებისა და ტრენინგის პროგრამების იდენტიფიკაციას, მომზადებასა და შესრულებას, აგრეთვე, ახორციელებს ფონდის საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროგრამების მონიტორინგსა და შეფასებას;
ლ) კოორდინაციას უწევს ტექნიკურ-ეკონომიკური შეფასებებისა და სხვა დოკუმენტების მომზადებას, რომლებიც წარმოადგენს ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების პროექტების დამტკიცების მიზნით, სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციათა საფუძველს;
მ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოსათვის წარსადგენ რეკომენდაციებს ფონდის მიერ დასაფინანსებელი საინვესტიციო და ტექნიკური დახმარების ობიექტებთან დაკავშირებით;
ნ) ამზადებს სამეთვალყურეო საბჭოს, საქართველოს მთავრობის, სამინისტროსა და დონორი ორგანიზაციების მიერ მოთხოვნილ, ფონდის საქმიანობასთან დაკავშირებულ დოკუმენტებს და ანგარიშებს;
ო) ტენდერის საფუძველზე შეარჩევს გარე აუდიტორებს ფონდის ფინანსური უწყისების წლიური აუდიტის ჩასატარებლად და პასუხისმგებელია აუდიტორებისათვის წარდგენილი დოკუმენტაციის სისწორისათვის;
პ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას;
ჟ) ანაწილებს პირველ მოადგილესა და მოადგილეებს შორის ფუნქციებს;
რ) ფონდის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, საჭიროების შემთხვევაში, უფლებამოსილია, შექმნას კომისიები და სხვა სათათბირო ორგანოები, განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები;
ს) ამტკიცებს ფონდის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;
ტ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ფონდის ლოგოს, ბეჭედს და ბლანკს;
უ) გასცემს წარმომადგენლობის დამადასტურებელ დოკუმენტებს – მინდობილობას;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.
11. აღმასრულებელი დირექტორის არყოფნის ან მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო აღმასრულებელი დირექტორისა და აღმასრულებელი დირექტორის პირველი მოადგილის არყოფნის ან მათ მიერ ერთდროულად უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, აღმასრულებელი დირექტორის შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრული ერთ-ერთი მოადგილე.
12. აღმასრულებელი დირექტორის/პირველი მოადგილის/მოადგილისა და სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები საჩივრდება სასამართლოში.
მუხლი 5🔗. ფონდის ფინანსური რესურსები
1. ფონდის დაფინანსების წყაროებია:
ა) ფონდის მიერ გაცემული სესხების მიმღებთა მიერ გადახდილი სესხებიდან და პროცენტებიდან მიღებული თანხები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო და დონორი ორგანიზაციებიდან ორმხრივი და მრავალმხრივი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი თანხები;
გ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მუნიციპალიტეტ(ებ)ის ბიუჯეტ(ებ)იდან პროექტის თანადაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხები;
დ) საქართველოს სხვა საფინანსო ორგანიზაციებიდან მობილიზებული რესურსები;
ე) საქველმოქმედო შენატანები;
ვ) საბანკო და საფინანსო ინსტიტუტებში განთავსებული დეპოზიტებიდან მიღებული სარგებელი;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები სრულად ხმარდება ფონდის მიზნების, საქმიანობის საგნისა და ფუნქციების განხორციელებას. ფონდის თანხების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.
მუხლი 6🔗. ფონდის ფინანსური მართვა და აუდიტი
1. ფონდმა საბუღალტრო აღრიცხვა უნდა აწარმოოს საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად.
2. ფონდმა საკუთარ ვებგვერდზე წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გამოაქვეყნოს ფინანსური ანგარიშები, რომლებიც მომზადებულია საერთაშორისო საბუღალტრო სტანდარტების შესაბამისად და აუდიტირებულია კვალიფიციური, კომპეტენტური, გამოცდილი და დამოუკიდებელი აუდიტორების მიერ საერთაშორისო აუდიტის პრაქტიკის შესაბამისად.
მუხლი 7🔗. ანგარიშგების ღონისძიებები
1. ფონდი ვალდებულია სამინისტროს, დონორ ორგანიზაციებსა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს განსახილველად წარუდგინოს:
ა) წლიური და კვარტალური ფინანსური ანგარიშები;
ბ) ფონდის ყოველწლიური ფინანსური საქმიანობის შესახებ მომზადებული წლიური აუდიტორული ანგარიშები;
გ) პროექტების შესრულების მიმდინარეობის კვარტალური ანგარიში;
დ) პროექტების შესრულების მიმდინარეობის დეტალური წლიური ანგარიში;
ე) სხვა ანგარიშები, მოთხოვნის მიხედვით.
2. ფონდი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.
მუხლი 8🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. ფონდი ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას.
2. ფონდის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოა სამინისტრო, რომელსაც უფლება აქვს მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარდგენა.
3. სამინისტრო უფლებამოსილია, შეაჩეროს ან გააუქმოს ფონდის არამართლზომიერი გადაწყვეტილება კანონით დადგენილი საფუძვლებითა და წესით.
მუხლი 9🔗. ფონდის ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია
1. ფონდის ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. ფონდის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.
მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა
ფონდის დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.