გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენისა და ცნობის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №55 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. გარდაბანი |
|
I. ზოგადი დებულებანი
2. გამგებლის წარმომადგენლის ან მისი უფლებამოსილების შემსრულებელი პირის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა ხორციელდება ამ წესის შესაბამისად.
2. გამგებლის წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს, რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობით, ასევე განსაკუთრებულ შემთხვევაში(ავადმყოფობა ან ადგილზე არ ყოფნა) ზეპირად.
3. გამგებლის წარმომადგენელი წინამდებარე წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტის პირებს და სხვა აქტებს.
4. გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორგანული კანონით ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, გამგეობის დებულებით და სხვა მოქმედი ნორმატიული აქტებით.
1. უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები ადმინისტრაციული ორგანოებიდან, ფიზიკური თუ იურიდიული პირებისგან.
2. ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას.
2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ 2 მოწმისა). გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.
3. გამგებლის წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე (განმცხადებელი, მოწმე) ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტად მიიჩნევა მოქალაქის პასპორტი და პირადობის მოწმობა (აიდი ბარათი).
4. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ეჭვს იწვევს, ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე.
5. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აქტში ასახული უნდა იყოს, როგორც მომთხოვნი პირის, ასევე მოწმეთა საიდენტიფიკაციო მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი)
7. გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
8. აქტში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი - შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის, გამოცემის თარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.
3. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი მოქმედების ვადა.
4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და მოწმდება გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერით.
5. მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი, და/ან გადახაზული სიტყვები, წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და ამ შესწორებების თაობაზე არ არის განხორციელებული დათქმა. არ მიიღება ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.
6. თუ წინამდებარე წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, თუ შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და შეტყობინება მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.
2. დოკუმენტი უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალებით ან დაიწეროს ხელით. ხელით შევსებისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემდგრადი და წყალმდგრადი ავტოკალამი.
3. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
4. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
5. საბუთები, რომელთა საფუძველზეც შედგა აქტი, დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს, რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ.
3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისთვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
2. რეესტრში უნდა მიეთითოს
ა) შემოსული განცახდებების თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);
ბ) რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
გ)ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და ან/ პირის, რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობა, პასპორტი, სარეგისტრაციო მოწმობა, ბინადრობის მოწმობა ) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი , ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში აგრეთვე პირადი ნომერი.
თავი II. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობები
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი, რომელი წლიდანაც ცხოვრობს გამცხადებელი აღნიშნულ მისამართზე, სასურველია დადგინდეს თვე და რიცხვიც.
3. მოქმედების ვადა ცნობაში არ მიეთითება. იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.