ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელთა მიერ აქტის შედგენის, ცნობის გაცემისა და ბეჭდის გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №7 |
|
2015 წლის 27 აპრილი დ.სტეფანწმინდა |
|
2.გამგებლის წარმომადგენლის მიერ აქტის შედგენა და ცნობის გაცემა სრულდება ამ წესის შესაბამისად.
2.გამგებლის წარმომადგენელი საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში მომსახურებას უწევს პირებს ,რომლებიც მიმართავენ მას როგორც წერილობითი,ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში (ავადმყოფობის და ადგილზე არყოფნის შემთხვევაში)ასევე ზეპირი ფორმით.
3.გამგებლის წარმომადგენელი წინამდებარე დადგენილი წესით ინახავს მის მიერ გაცემული დოკუმენტებს და სხვა აქტებს.
4.გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილებათა შესრულებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,საქართველოს ორგანული კანონით ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის,გამგეობის დებულებით,ამ წესით და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით.
ა) უფლებამოსილების შესასრულებლად გამოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ცნობები და დოკუმენტები ადმინისტრაციული ორგანოებიდან,ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან.
ბ) უფლებამოსილების შესრულების პროცესში შესაბამისი ოქმის შედგენისას დაეყრდნოს მოწმეთა ჩვენებას:
გ) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებით, რაც აუცილებელია მისი ფუნქციების ეფექტური შესრულებისათვის;
2. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი უნდა დაისვას შესრულებული მოქმედების დასამოწმებლად. ბეჭედი ისმება ხელმოწერასთან ისე,რომ მისი ნაწილი ფარავდეს ხელმოწერის მცირე ნაწილს მაინც. თუ დოკუმენტი შედგება ერთზე მეტი ფურცლისგან, ბეჭედი დაისმება ისე,რომ მან მოიცვას ყველა ფურცელი. გამგებლის წარმომადგენლის ბეჭედი დაისმება გამგებლის წარმომადგენლის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე: ცნობა, აქტი,გამგებლის წარმომადგენლის მიმართვა, განმარტებითი წერილი, განმარტებითი წერილი და სხვა.შესრულებულ მოქმედებას გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე არა აქვს იურიდიული ძალა.
3. გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია შეინახოს ბეჭედი.აკრძალულია ბეჭდის გადაცემა სხვა პირისათვის.ბეჭდის დაკარგვის შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია წერილობით აცნობოს მუნიციპალიტეტის გამგებელს ამის შესახებ. გამგებლის წარმომადგენლის არ ყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს გამგებლის მიერ განსაზღვრული პირი შესაბამისი ბრძანების საფუძველზე.
2. ფაქტობრივი მდგომარეობის დადგენის მიზნით, გამგებლის წარმომადგენელი უფლებამოსილია შეადგინოს შესაბამისი აქტი, რომელიც შედგენილი უნდა იქნეს მოწმეთა თანდასწრებით (არანაკლებ ორი მოწმისა). გამგებლის წარმომადგენელი ამოწმებს მომთხოვნი პირისა და მოწმეთა ვინაობას, ფაქტობრივი მდგომარეობის ნამდვილობას შესაძლებლობის ფარგლებში.
3.გამგებლის წარმომადგენელი ადგენს აქტის შედგენის მონაწილე /განმცხადებელი პირი, მოწმეები/ ფიზიკური პირის პირადობას მის მიერ წარდგენილი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის მეშვეობით. საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელ ძირითად დოკუმენტად მიიჩნევა საქართველოს მოქალაქის პასპორტი, პირადობის მოწმობა, დასაშვებია პირადობის დადგენა სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის ერთიანი ნიმუშის ეროვნული ან საერთაშორისო მოწმობის საფუძველზე, რომელიც გაცემულია საქართველოს შესაბამისი უფლებამოსილი სამსახურების მიერ.
4. თუ გამგებლის წარმომადგენელს ეჭვი ეპარება წარდგენილი დოკუმენტის წარმდგენისადმი კუთვნილებაში, ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ნამდვილობა ეჭვს იწვევს, გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია უარი თქვას აქტის შედგენაზე.
5.გამგებლის წარმომადგენელი ვალდებულია აქტის შედგენისას მონაწილეებს განუმარტოს აქტის შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგები. განმარტება შეიძლება ატარებდეს ზეპირ ხასიათს და იგი შეიძლება არ აისახოს აქტში, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. აქტში ასახული უნდა იყოს როგორც მომთხოვნი პირის, ისე მოწმეთა პირადობის მოწმობის მონაცემები (პირადი ნომერი, მოწმობის ნომერი, დაბადების თარიღი, საცხოვრებელი ადგილი).
7. გამგებლის წარმომადგენელს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოწმეთა მიერ ცრუ დამოწმების ფაქტის დადგენის შემთხვევაში.
8. აქტში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს მისი გაცემის საფუძველი-შესაბამისი დოკუმენტის ან აქტის ნომრის გამოცემის თაარიღისა და გამომცემი ორგანოს მითითებით.
3. ცნობაში მითითებული უნდა იქნეს მისი მოქმედების ვადა.
4. ცნობა გაიცემა შესაბამის ტიტულიან ბლანკზე და იგი მოწმდება გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერითა და ბეჭდით ამ წესის შესაბამისად.
5. სანოტარო მოქმედება არ სრულდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელშიც არის ამოშლილი, ამოფხეკილი და ან გადახაზული (გადაშლილი) სიტყვები , წინადადებები და მსგავსი გადასწორებანი და აღნიშნული შესწორებანი არ არის დათქმული. არ მიიღება აგრეთვე ფანქრით შედგენილი დოკუმენტები.
6. თუ ამ წესით ან სხვა ნორმატიული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ცნობის გაცემის საფუძვლად ფაქსით ან სხვა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით გამოგზავნილი დოკუმენტები მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც შესაძლებელია გამომგზავნის (წყაროს) უტყუარი იდენტიფიკაცია და დოკუმენტი მიღებულია ისეთი არხებით ან საშუალებებით, რაც გამორიცხავს მის შინაარსში მესამე პირთა არაავტორიზებულ ჩარევას.
2. დოკუმენტები უნდა დაიბეჭდოს ტექნიკური საშუალების გამოყენებით ან უნდა დაიწეროს ხელით(ხელნაწერი დოკუმენტი).ხელით დაწერისას ან ხელმოწერების შესრულებისას გამოყენებული უნდა იქნეს მხოლოდ ბურთულიანი, სინათლემედეგი და წყალმედეგი მელნის ავტოკალამი.
3. დასაშვებია დამადასტურებელი წარწერის კომბინირებული საშუალებით(ტექნიკური საშუალების და ხელნაწერის ერთდროული გამოყენებით)შედგენა.
4. ხელნაწერი უნდა იკითხებოდეს ადვილად.
5. სიტყვათა და ტერმინთა შემოკლება დოკუმენტებში დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ შემოკლება საყოველთაოდ მიღებული და ცნობილია.
6. საბუთები,რომელთა საფუძველზე შედგა აქტი დაერთვის აქტის იმ ეგზემპლარს,რომელიც ინახება გამგებლის წარმომადგენელთან რეესტრში.
7. თუ გამგებლის წარმომადგენელთან წარდგენილი დოკუმენტი შედგება რამდენიმე ფურცლისაგან,დოკუმენტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ერთ-ერთ პირობას მაინც:
ა) ფურცლები უნდა იყოს აკინძული,ზონარგაყრილი და ზონარდაწებებული.ამასთანავე,ზონარს ქაღალდი ისე უნდა ჰქონდეს გადაკრული,რომ ქაღალდის მთლიანობის დარღვევის გარეშე შეუძლებელი იყოს ზონრის გახსნა.ქაღალდის მთლიანობა არ უნდა იყოს დარღვეული.ზონარზე დაწებებულ ქაღალდზე დასმული უნდა იყოს დოკუმენტის გამცემი ორგანოს ბეჭედი და უფლებამოსილი პირის ხელმოწერა ისე,რომ ბეჭდის ანაბეჭდისა და ხელმოწერის ნაწილი ასახული იყოს დაწებებულ ფურცელზე,ხოლო ნაწილი დოკუმენტის ფურცელზე.დოკუმენტზე მითითებული უნდა იყოს აკინძული ფურცლების რაოდენობა.
ბ) თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი ხელმოწერილი და ბეჭედდასმული,აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა,ხოლო თუ დოკუმენტის ნამდვილობისათვის არ არის აუცილებელი ბეჭედი,ამ შემთხვევაში თითოეული გვერდი უნდა იყოს დანომრილი,ხელმოწერილი,აგრეთვე მითითებული უნდა იყოს გვერდების საერთო რაოდენობა.
2. თარჯიმანი უნდა აირჩიოს აქტის მონაწილემ.
3. თარჯიმნის მიმართ ვრცელდება მოწმისათვის ამ წესით დადგენილი მოთხოვნები.
2. რეესტრში სავალდებულო წესით მიეთითება შემდეგი ინფორმაცია:
ა) შემოსული განცხადებების თარიღი(რიცხვი, თვე და წელი);
ბ) დოკუმენტის რეგისტრაციის თარიღი და ნომერი;
გ) ფაქტობრივ მდგომარეობათა ამსახველი აქტის მომთხოვნის და/ან პირის,რომელზეც გაცემულია ცნობა: სახელი, გვარი, დოკუმენტში (პირადობის მოწმობა, ბინადრობის მოწმობა, სარეგისტრაციო მოწმობა) მითითებული ან გაცხადებული საცხოვრებელი ადგილი, ხოლო საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის შემთხვევაში, აგრეთვე პირადი ნომერი.
2. ფაქტობრივი მდგომარეობის ამსახველი ცნობა ოჯახის შემადგენლობის შესახებ გაიცემა ამ წესის მეორე თავის შესაბამისად.ოჯახის წევრების ნათესაური კავშირი ჩაიწერება განმცხადებელთან მიმართებით.
3. ცნობის მოქმედების ვადა განისაზღვრება 30 დღით.
2. ცნობაში მითითებული უნდა იყოს კონკრეტული თარიღი,რომელი წლიდანაც ცხოვრობს განმცხადებელი აღნიშნულ მისამართზე.სასურველია თუ დადგინდება თვე და რიცხვიც.
3. ცნობაში მოქმედების ვადა არ მიეთითება,იგი განისაზღვრება ცნობის გაცემის დღით.
2. პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურება განხორციელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში,თუ გამგებლის წარმომადგენელი უშუალოდ ესწრება მიწის ნაკვეთის ფართობის აზომვის პროცესს,რომელსაც ახორცელებს დაინტერესებული პირის დაკვეთით შესაბამისი კომპეტენციის მქონე უფლებამოსილი პირი.
3. აუცილებელ პირობას წარმოადგენს ასევე მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე(მომიჯნავე)ნაკვეთების მესაკუთრეთა (მფლობელთა) ამ წესის შესაბამისად მიცემული წრილობითი დასტური,პირის მიერ მის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების ადგილმდებარეობის ფაქტის დადასტურების თაობაზე.
4. ზემო აღნიშნული დოკუმენტაცია იკერება ერთ წარმოებად და ინახება გამგებლის წარმომადგენლის რეესტრში,ხოლო დაინტერესებულ პირს გადაეცემა აზომვით ნახაზზე გამგებლის წარმომადგენლის მიერ შესრულებული ჩანაწერი,სადაც დასტურდება აზომილი მიწის ნაკვეთისა და ნახაზის იდენტურობა.ჩანაწერს ხელს აწერს გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში და მოწმდება ბეჭდით.
5. მესამე პირის მიერ სადავო ნივთის (უძრავი ქონების)მიმართ შეცილების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელი წყვეტს საქმის წარმოებას