ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 30.10.2015
გამომცემი ორგანო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26-113
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.101.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/11/2015
matsne.gov.ge 928 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 27.11.2015 აბაშის მუნიციპალიტეტის მერისა და აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 96% 30.10.2015 მესტიის მუნიციპალიტეტის მერისა და მესტიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 23.01.2018 სენაკის მუნიციპალიტეტის მერისა და სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 28.04.2016 სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 20.10.2015

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე        ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26-113 2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 68-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის და 88-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი“, დანართი 1-ის შესაბამისად. 2. დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი“, დანართი 2-ის  შესაბამისად. 3. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგიორგი ალიბეგაშვილი დანართი 1 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერის (შემდგომში – თბილისის მერი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ამომრჩეველთათვის წარდგენის, საჯარო შეხვედრების გამართვისა და ანგარიშის გამოქვეყნების წესს. 2. ამ წესის მიზანია თბილისის მერის, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – თბილისის მერია) ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.   მუხლი 2🔗. თბილისის მერის მიერ ანგარიშის წარდგენა 1. თბილისის მერი ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. 2. თბილისის მერის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თბილისის მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. თბილისის მერი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება თბილისის მერის მიერ. საჯარო შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რაოდენობა, საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობის დასწრების ინტენსივობა და მოსახლეობის დაინტერესების ხარისხი. 4. საჯარო შეხვედრა შეიძლება გაიმართოს თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ან/და სხვა ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის დასწრება. 5. თბილისის მერის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ,  3 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს თბილისის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე/ვებგვერდებზე. ინფორმაცია, აგრეთვე უნდა განთავსდეს თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების  და თბილისის რაიონის გამგეობების ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობებში. 6. თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე. 7. თბილისის მერის დავალებით საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ, თბილისის მერიის თანამდებობის პირებმა და მოხელეებმა, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა. 8. თბილისის მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის რაიონის გამგეობები. 9. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენს თბილისის მერი, ხოლო საჯარო შეხვედრას წარმართავს თბილისის მერი ან/და მის მიერ განსაზღვრული თბილისის მერიის ადმინისტრაციის ან/და თბილისის რაიონის გამგეობის მოსამსახურე. 10. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. 11. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება ბეჭდური ოქმი ან/და ელექტრონული ფორმის ჩანაწერი (ვიდეო ან/და აუდიო). ბეჭდურ ოქმს ხელს აწერს საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის ან/და თბილისის რაიონის გამგეობის შესაბამისი მოსამსახურე. მუხლი 3🔗. ანგარიშის გამოქვეყნება 1. თბილისის მერის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ქვეყნდება თბილისის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე/ვებგვერდებზე, ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. ამასთან, ანგარიშის გამოქვეყნების შესახებ ინფორმაცია განთავსდება თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების  და თბილისის რაიონის გამგეობების ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობებში. 2. თბილისის მერის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედია-საშუალებებში. დანართი 2 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1.ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესი განსაზღვრავს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის (შემდგომში – საკრებულოს წევრი) მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის ამომრჩეველთათვის წარდგენას, საჯარო შეხვედრების გამართვას და ანგარიშის გამოქვეყნებას. 2. ამ წესის მიზანია საკრებულოს წევრის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.   მუხლი 2🔗. საკრებულოს წევრის მიერ ანგარიშის წარდგენა 1. საკრებულოს წევრი ვალდებულია ამომრჩეველს წარუდგინოს ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვიანეს 1 ნოემბრისა. 2. საკრებულოს წევრის  ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. 3. საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება საკრებულოს წევრის  მიერ. 4. საჯარო შეხვედრა შეიძლება გაიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ან/და სხვა ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა დასწრება. 5. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ,  3 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია აგრეთვე უნდა განთავსდეს თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. 6. თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე. 7. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ თბილისისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი. 8. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც წინასწარ განსაზღვრავს საკრებულოს წევრი,  უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას. 9. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც  ხელს აწერს საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი. საჯარო შეხვედრისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ფორმის ჩანაწერი (ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერი). მუხლი 3🔗. ანგარიშის გამოქვეყნება 1. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ქვეყნდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში. 2. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედია-საშუალებებში.