ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენისა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26-113 |
|
2015 წლის 30 ოქტომბერი ქ. თბილისი |
|
2. ამ წესის მიზანია თბილისის მერის, მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში – თბილისის მერია) ორგანოების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
2. თბილისის მერის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თბილისის მერიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. თბილისის მერი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა, გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება თბილისის მერის მიერ. საჯარო შეხვედრების რაოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინება თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების რაოდენობა, საჯარო შეხვედრებზე მოსახლეობის დასწრების ინტენსივობა და მოსახლეობის დაინტერესების ხარისხი.
4. საჯარო შეხვედრა შეიძლება გაიმართოს თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციულ შენობაში ან/და სხვა ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა მაქსიმალური რაოდენობის დასწრება.
5. თბილისის მერის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, 3 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს თბილისის მერიის და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე/ვებგვერდებზე. ინფორმაცია, აგრეთვე უნდა განთავსდეს თბილისის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში, თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეულების და თბილისის რაიონის გამგეობების ადგილსამყოფელ ადმინისტრაციულ შენობებში.
6. თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე.
7. თბილისის მერის დავალებით საჯარო შეხვედრებში მონაწილეობა შეიძლება მიიღონ, თბილისის მერიის თანამდებობის პირებმა და მოხელეებმა, აგრეთვე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირების წარმომადგენლებმა.
8. თბილისის მერის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს თბილისის მერიის ადმინისტრაცია, ხოლო საჭიროების შემთხვევაში თბილისის რაიონის გამგეობები.
9. საჯარო შეხვედრაზე ანგარიშს წარადგენს თბილისის მერი, ხოლო საჯარო შეხვედრას წარმართავს თბილისის მერი ან/და მის მიერ განსაზღვრული თბილისის მერიის ადმინისტრაციის ან/და თბილისის რაიონის გამგეობის მოსამსახურე.
10. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას.
11. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება ბეჭდური ოქმი ან/და ელექტრონული ფორმის ჩანაწერი (ვიდეო ან/და აუდიო). ბეჭდურ ოქმს ხელს აწერს საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი და თბილისის მერიის ადმინისტრაციის ან/და თბილისის რაიონის გამგეობის შესაბამისი მოსამსახურე.
2. თბილისის მერის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედია-საშუალებებში.
2. ამ წესის მიზანია საკრებულოს წევრის მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, განხორციელებული საქმიანობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირების და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობის უზრუნველყოფა.
2. საკრებულოს წევრის ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ.
3. საკრებულოს წევრი გაწეული მუშაობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშს ამომრჩეველს წარუდგენს საჯარო შეხვედრებზე, რომელთა რაოდენობა გამართვის ადგილი და დრო განისაზღვრება საკრებულოს წევრის მიერ.
4. საჯარო შეხვედრა შეიძლება გაიმართოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში ან/და სხვა ადგილას, სადაც უზრუნველყოფილი იქნება ამომრჩეველთა დასწრება.
5. საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ, 3 დღით ადრე მაინც, უნდა გამოქვეყნდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე. ინფორმაცია აგრეთვე უნდა განთავსდეს თბილისის საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში.
6. თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ ამომრჩეველს უფლება აქვს დაესწროს საჯარო შეხვედრას და დასვას შეკითხვა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებაში შემავალ ნებისმიერ საკითხზე.
7. საჭიროების შემთხვევაში, საკრებულოს წევრის საჯარო შეხვედრების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას ახორციელებს ქალაქ თბილისისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
8. საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი, რომელსაც წინასწარ განსაზღვრავს საკრებულოს წევრი, უზრუნველყოფს საჯარო შეხვედრისას შეკითხვის დასმის მსურველი ამომრჩევლების აღრიცხვას, განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას.
9. საჯარო შეხვედრის შესახებ დგება წერილობითი ოქმი, რომელსაც ხელს აწერს საჯარო შეხვედრის წარმართვაზე პასუხისმგებელი პირი. საჯარო შეხვედრისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ელექტრონული ფორმის ჩანაწერი (ვიდეო ან/და აუდიოჩანაწერი).
2. საკრებულოს წევრის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულისა, დამატებით შეიძლება გამოქვეყნდეს სხვა ბეჭდვით ან ელექტრონულ მედია-საშუალებებში.