„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“
მიღების თარიღი 30.10.2015
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №46
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.153.016296
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2015
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
30.10.2015 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გურამ ანსიანი | მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ ქარელის მუნიციპალიტეტის მერისა და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
„მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ“
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №46
2015 წლის 30 ოქტომბერი
ქ. მცხეთა
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 47-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 88-ე მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“ თანდართული ფორმით (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგურამ ანსიანი
დანართი №1
მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2. ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონის – ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის საქმიანობაში.
მუხლი 2🔗.
გამგებლის და საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა
1. მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვინეს 1 (პირველი) ნოემბრისა, მოიწვიოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2. საკრებულოს წევრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვინეს 1(პირველი) ნოემბრისა, მოიწვიოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
3. მუნიციპალიტეტის გამგებელი და საკრებულოს წევრი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 3🔗.
მცხეთის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას
მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
მუხლი 4🔗.
ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
1. მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე, მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.
2. საკრებულოს წევრის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას მცხეთის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ან/და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 5🔗.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან შეხვედრის ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული სამსახური.
2. საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრის ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი.
3. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის და საკრებულოს წევრის ამომრჩევლებთან შეხვედრისას დგება შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში სხვა აუცილებელი ინფორმაცია, ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო, ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
მუხლი 6🔗.
ანგარიშის გამოქვეყნება
1. მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, კანონით დადგენილ ვადაში.
2. საკრებულოს წევრის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 7🔗.
ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.