სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2015 წლის 20 ოქტომბერი ქ. სიღნაღი |
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 88-ე მუხლის შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
დამტკიცდეს „სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი“ დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
დანართი
სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის წესი
მუხლი 1.
ზოგადი დებულებები
1.
ეს წესი განსაზღვრავს სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში – მუნიციპალიტეტის გამგებლის) მიერ ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრების მოწყობისა და გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პროცედურებს, ვადებსა და სამართლებრივ პირობებს.
2.
ამ წესის მიზანია საქართველოს ორგანული კანონის –
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში უზრუნველყოს სიღნაღის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჩართულობა და ინფორმირებულობა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს საქმიანობაში.
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენა
1.
მუნიციპალიტეტის გამგებელი ვალდებულია წელიწადში ერთხელ მაინც, არაუგვინეს 1 ნოემბრისა, მოიწვიოს საჯარო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
2.
მუნიციპალიტეტის გამგებელი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრები მოაწყოს და წარუდგინოს მათ ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ნებისმიერ დროს, შეუზღუდავი რაოდენობით, საკუთარი შეხედულებისამებრ, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მუხლი 3.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ამომრჩევლის უფლებამოსილება საჯარო განხილვისას
სიღნაღის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველს უფლება აქვს შეუზღუდავად დაესწროს მუნიციპალიტეტის გამგებლის ანგარიშის განხილვას, დასვას შეკითხვა, გამოთქვას საკუთარი მოსაზრება.
მუხლი 4.
ამომრჩევლის წინასწარი ინფორმირება
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ მუნიციპალიტეტის ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრის მოწყობამდე და მის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენამდე ერთი კვირით ადრე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციის განთავსებას სიღნაღის მუნიციპალიტეტის ვებგერდზე და მუნიციპალიტეტში არსებულ ბეჭდვით ორგანოში.
მუხლი 5.
საჯარო შეხვედრების ორგანიზება
1.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან შეხვედრის ტექნიკურ ორგანიზებას უზრუნველყოფს გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური.
2.
მუნიციპალიტეტის გამგებლის ამომრჩევლებთან შეხვედრისას დგება შეხვედრის ოქმი. ოქმში მითითებული უნდა იყოს ამომრჩევლებთან შეხვედრის თარიღი და ადგილი, ოქმის ნომერი, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოკლე მიმოხილვა და საჭიროების შემთხვევაში, სხვა აუცილებელი ინფორმაცია. ოქმის შედგენა შესაძლებელია აუდიო, ვიდეოტექნიკის გამოყენებით.
მუხლი 6.
ანგარიშის გამოქვეყნება
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ოფიციალურად ქვეყნდება საჯაროდ, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე, კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 7.
ცვლილებისა და დამატების შეტანის წესი
ამ წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.