გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 02.11.2015
გამომცემი ორგანო №
ნომერი №54
სარეგისტრაციო კოდი 240120100.35.158.016262
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
02.11.2015 მიღება
📖 ტერმინთა განმარტებები (7)
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | სანებათვო მოწმობის№ |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება 07.08.2013
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა ტიპური ფორმისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობისა და რეესტრის დამტკიცების შესახებ კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღების, განთავსების წესის, სანებართვო მოწმობის ტიპური ფორმისა და განთავსების სანებართვო რეესტრის დამტკიცების შესახებ სამტრედიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ ადიგენის მუნიციპალიტეტში გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №54
2015 წლის 2 ნოემბერი
ქ.ბოლნისი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების,
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 261 მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს ბოლნისის მიუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 2🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მიუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი, დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უწყებრივი სანებართვო რეესტრის ფორმა, დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა, დანართი №4-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 7 აგვისტოს №24 დადგენილება „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის შემოღებისა და გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მიღების წესის დამტკიცების შესახებ “ (ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 12.08.2013წ., 240120100.35.158.016136).
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი 1
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავას ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თვითმმართველობის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.
მუხლი 2🔗.
ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გარე რეკლამა – ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში მდებარე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;
ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;
გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;
დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;
ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობა;
ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია, დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან პროცენტი) წარმოდგენის საფუძველზე, გამოავლინოს ის ფიზიკური ან/და იურიდიული პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა;
ზ) ნებართვის მფლობელი – ფიზიკური ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა.
მუხლი 3🔗.
ზოგადი დებულებანი
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა გააუარესოს ამ ნიშნების, მაჩვენებლებისა და გზის ხილვადობა, საფრთხე არ უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად მოსიარულეთა მოძრაობას.
2. შენობა-ნაგებობებზე განთავსებული სარეკლამო საშუალება არ უნდა აუარესებდეს მათ არქიტექტურულ იერსახეს და უნდა იყოს კონსტრუქციულად მდგრადი. ნებისმიერი ფორმით განთავსებული (გავრცელებული) სარეკლამო საშუალება არ უნდა ამახინჯებდეს ეროვნულ და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ ისტორიულ და არქიტექტურულ ძეგლებს.
3. სარეკლამო მასალაზე იმ საქონლის რეკლამირებისას, რომლის სერტიფიცირებაც აუცილებელია, უნდა გაკეთდეს აღნიშვნა „სერტიფიცირებულია”.
4. დაუშვებელია არასათანადო ან/და ისეთი შინაარსის გარე რეკლამის განთავსება, რომლის განთავსებაც (გავრცელებაც) აკრძალულია „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონით და სხვა საკანონმდებლო აქტებით.
5. სარეკლამო საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან ერთად წარწერა შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო ენაზეც (ენებზეც). უცხო ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.
მუხლი 4🔗.
გარე რეკლამის განთავსების გეგმა
1. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, რომელსაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო.
2. გარე რეკლამის განთავსების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, აუქციონზე გაცემის საწყისი წლიური ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ.მ-ის მიხედვით და ასევე აუცილებელი სხვა საკითხები, მათი მიზანშეწონილობის გათვალისწინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა იყოს:
ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);
ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე;
გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის კუთვნილ ზოლში მდებარეობისას.
მუხლი 5🔗.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.
2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო აუქციონის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.
3. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის თაობაზე აუქციონის ჩატარებისას, წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა და მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი საპრივატიზებო საფასურის, ქირის საფასურის, ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 8 დეკემბრის №669 დადგენილებით განსაზღვრული წესები.
4. გარე რეკლამის განთავსების ნებართვა გაიცემა მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, „რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.
6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.
მუხლი 6🔗.
ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს: ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;
ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;
გ) უფლება, რომ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.
2. გარე რეკლამაზე მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად ან ნაწილობრივ არარსებობის შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.
5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება, გასაცემი სარეკლამო საშუალებების 1 კვ.მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით.
6. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთ კალენდარულ წელზე, საწყისი ფასი განისაზღვროს:
ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ „საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 40 ლარი;
ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში – 20 ლარი.
გ) შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი აბრების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0,7 კვ/მ, ღირებულების საწყისი ფასი განისაზღვრება 120 (ას ოცი) ლარის ოდენობით, რომელზეც ნებართვას გასცემს ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აუქციონის გარეშე განცხადების საფუძველზე.
7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.
მუხლი 7🔗.
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება არანაკლებ 1 წლისა და არაუმეტეს 3 წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება გარე რეკლამის ნებართვის გაცემის შესახებ აუქციონის გამოცხადების თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.
მუხლი 8🔗.
კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი
1. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან შეთანხმებას.
2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელსაც 2 ეგზემპლარად უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, (იურიდიული პირის შემთხვევაში დირექტორის, ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი)
ბ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);
გ) საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;
დ) იურიდიული პირის შემთხვევაში დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;
ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.
3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების საკითხზე გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.
4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.
მუხლი 9🔗.
კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა
1. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ.
2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი 2
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფორმა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების
ნ ე ბ ა რ თ ვ ა № ___
ეძლევა_______________________________________________________________________
(ნებართვის მიმღები და მისი მისამართი)
საფუძველი ____________________________________________________________________
(ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების რეკვიზიტები)
ნებართვის მოქმედების ვადა___________________ დან __________________ მდე.
სანებართვო პირობები:________________________________________________________
____________________________________________________________________________
______________________________________________________________________
ნებართვა გაცემულია 20 - - წლის _______________________
______________________ ___________________
ნებართვის მიმღები ნებართვის გამცემი
ნებართვა შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს,
ხოლო მეორე ინახება ნებართვის გამცემ ორგანოში.
დანართი №3
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების სანებართვო რეესტრი
№
სანებათვო მოწმობის№
ნებართვის გაცემის/ცვლილების გაუქმების/ საფუძველი და თარიღი
ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)
ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი
მონაცემები ნებართვის მიღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირთა რეესტრიდან - ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)
ნებართვის მიღების საფირმო სახელწოდება (სახელი გვარი) ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
მონაცემები ნებართვის მიღების შესახე: სახელი გვარი საცხოვრებელი და იურიდიული მისამართების შესახებ ფიზიკური პირებისათვის
ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზაციის შესახებ
დანართი №4
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია
გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელი ოქმი №
„––––––“ „–––––––––––––––––––---------“ 20 წ . ბოლნისის მუნიციპალიტეტი
(რიცხვი, თვე, წელი)
1. ეს ოქმი გაიცა ----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
(აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/ მისამართი,
პირადი ნომერი, იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება
და წარმომადგენლის სახელი, გვარი და მისი უფლებამოსილების
დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და საიდენტიფიკაციო
დოკუმენტების მონაცემები)
მასზედ, რომ
„გარე რეკლამის განთავსების ნაბართვის შემოღებისა და გაცემის წესის
დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეის
საკრებულოს 2015 წლის № დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( ლოტის დასახელება, მისამართი, გარე რეკლამის განსათავსებელი
ტექნიკური საშუალების ფართობი, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური
საშუალების სხვა აღწერილობა).
ლოტის საწყისი ფასი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(ციფრებით და სიტყვიერად)
შემდგომში გარე რეკლამის განთავსების
ნებართვის მიღების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის
მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის
მიერ ––––––––––––––––––––––––––– მოწყობილ
(რიცხვი, თვე, წელი)
აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
საფუძველზე,ის გამოვლინდა გამარჯვებულად
(შემდგომში–ნებართვის მფლობელი)
და მას წინამდებარე წესის მოთხოვნების შესაბამისად,
ოქმით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით,
მიეცა გარე რეკლამის განთავსების ნებართვა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
( ლოტის დასახელება,
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების ფართობი, გარე
–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების სხვა აღწერილობა).
მდებარე ___________________________________________________________________
(ლოტის მისამართი ან მისამართები)
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აუქციონის ფორმით გარე რეკლამის განთავსების ნებართვის
გაცემის პირობები და მხარეთა უფლება–მოვალეობები:
____________________________________________________________ __________________________________________________________
ბოლნისისმუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი
სააუქციონო კომისიის თავმჯდომარე:
სახელი/გვარი კომისიის მდივანი: სახელი/ გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი: სახელი / გვარი
.