„თერჯოლის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 |
|
2015 წლის 2 ნოემბერი ქ. თერჯოლა |
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 12 265.1 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები 905.0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 10 706.0 ათასი ლარის ოდენობით
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 654.1 ათასი ლარის ოდენობით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13 135.0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 4794,2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 2.2 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
ბოლო დროს გახშირებული სახანძრო და სხვა უბედური შემთხვევების პრევენციის მიზნით აუცილებელია პერსონალის სახანძრო და სამაშველო ტექნიკური ინვენტარით უზრუნველყოფა. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის თერჯოლის მუნიციპალიტეტში დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზება. ხოლო, შემდგომ მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
პროგრამის ფარგლებში მიეცემა გრანტი სსიპ-საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს თერჯოლის სახანძრო- სამაშველო განყოფილებას.
საქართველოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა და რეზერვისტთა მობილიზება. ხოლო შემდგომ მათი გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა.
მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, ქალაქის საცხოვრებელი უბნების ეზოების, დასასვენებელი პარკების და მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების კეთილმოწყობა. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების გაუმჯობესება. მუნიციპალიტეტში არსებული ასფალტოვანი დაზიანებული გზების შეკეთება და ხრეშოვანი გზების რეაბილიტაცია. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2014 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ საგარანტიო თანხების დაფინანსება 84.2 ათასი ლარით.
აგრეთვე რგფ დაფინანსდება სოფ. ჩხარი-ზედა ალისუბნის დამაკავშირებელი 4 კმ-იანი გზის ასფალტის საფარის მოწყობა 824.9 ათასი ლარით და ალისუბანი სკანდეს დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა 699,7 ათასი ლარით.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საცხოვრებელი სახლების კეთილმოწყობამათ შორის: სახურავების რეაბილიტაცია, წყალ-კანალიზაციის მოწესრიგება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტის დასუფთავება.
მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენსმუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორიის კეთილმოწყობა.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება საზოგადოებრივი ობიექტების კეთილმოწყობა, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების ეზოებისა და შენობების სახურავების რეაბილიტაცია, გარე განათების ქსელის გაფართოება, არსებული ქსელის მოვლა-შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში დაგეგმილი სამშენებლო–სარეაბილიტაციო სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობა და შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის ჩატარება, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება შესრულებული სამუშაოების საპროექტო–სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის დადგენა. ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული ღონისძიებების განხორციელებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2014 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ საგარანტიო თანხების დაფინანსება 5.1 ათასი ლარით.
მიმდინარე წელს რგფ გამოყოფილია სოფელ ბარდუბანი-ზედა სიმონეთის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისათვის 794,7 ათასი ლარი; ქ. თერჯოლა -ტელეფის დამაკავშირებელი გზის მოასფალტებისათვის (დასრულება) 98,9 ათასი ლარი და საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენისათვის 153,7 ათასი ლარი.
ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასაცხოვრებელი ადმინისტრაციული სხვადასხვა დანიშნულების შენობების სხვადასხვა სახის მიმდინარე სარემონტო სამუშაოები, რომლითაც თავიდან იქნება აცილებული შემდგომი დაზიანებები და დამატებითი საბიუჯეტო სახსრების ხარჯვა.
ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაზიანებული სასმელი წყლის მილების შეცვლა, მოსახლეობის წყალმომარაგებისათვის საჭირო ინვენტარის შეძენა. პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული სისტემის მოვლა შენახვა და დაფინანსდება მის ექსპლოატაციასთან დაკავშირებული ხარჯები. პროგრამის ფარგლებში განხორციელდება 2014 წელს აღებული ვალდებულებების შესრულება, კერძოდ საგარანტიო თანხების დაფინანსება 60.8 ათასი ლარით.
მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს დღე-ღამის ნებისმიერ დროს მუნიციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, რეაბილიტირებულ გზებზე და სოფლის ცენტრებში ახალი წერტილების მოწყობა.
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებისა და ქალაქის ქუჩების, მოედნების, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების, ცენტრალური საავტომობილო გზის, ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. აგრეთვე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული თვითდინებითი წყალსადენების წყლის სათავე ნაგებობებისა და წყლის სისტემების მოვლა შენახვა და რეაბილიტაცია.
ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე და დეკორატიული განათების მოვლა–პატრონობა და რეაბილიტაცია, სანიაღვრე ქსელების სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფა, ქალაქგამწვანებისა და ქალაქგაფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა. შენობა ნაგებობების, მიმდებარე ტერიტორიების, კომუნიკაციების, საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების გაზონების მოწყობა, მიმდინარე შეკეთებითი სამუშაოების წარმოება და ექსპლუატაციის უზრუნველყოფა.
ქვეპროგრამის ფარგლებში ზამთრის პერიოდში განხორციელდება გზების, ქუჩებისა და ტროტუარების ტენიკური მარილით დამუშავება, ხოლო დიდთოვლიანობის შემთხვევაში ჭარბი თოვლისგან გათავისუფლება.
აღნიშნული პროგრამა ფინანსდება სუბსიდირების მუხლით.
სოფლების ცხოვრების დონის ამაღლებისა და სხვადასხვა საზოგადოებრივი პრობლემების მოგვარების მიზნით სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 2015 წელს გამოყოფილი თანხიდან (834.6 ათასი ლარი) განხორციელდება მოსახლეობის მიერ არჩეული პროექტების დაფინანსება.
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წელს განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება სუბსიდირების მუხლით, მათი რეაბილიტაცია და ინვენტარით აღჭურვა. ასევე გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მიმდინარე გაზიფიკაციის პროცესის პარალელურად ყველა საბავშვო ბაღის ბუნებრივი აირით მომარაგების სისტემის დამონტაჟება და მოხმარებული ბუნებრივი აირის ხარჯების უზრუნველყოფა.
ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირების ორგანიზება და მართვა.
მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს სკოლამდელი განათლება. ამ პროგრამის ფარგლებში ხორციელდება საბავშვო ბაგა–ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება.
ა(ა)იპ ,,თერჯოლის სკოლამდელი აღზრდის მუნიციპალური ცენტრი“ მოიცავს ცენტრის 24 საბავშვო ბაგა–ბაღს სადაც ფუნქციონირებს 43 სააღმზრდელო ჯგუფი.
საბავშვო ბაგა-ბაღში დაწყებით განათლებას იღებს 1250 აღსაზრდელი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, მათ შორის ბავშვების კვებას, მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს სუბსიდიის მუხლით. ასევე განხორციელდება არსებული ბაღების შენობების რეაბილიტაცია.
საბავშვო ბაგა-ბაღების დაფინანსება ხელს შეუწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა ინტელექტუალურ-ფიზიკურ განვითარებას, შემეცნებითი და შემოქმედებითი უნარების ფორმირებას.
აგრეთვე რგფ თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ახალთერჯოლაში, თუზსა და ზედა ალისუბანში ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა დაფინანსდება 613,2 ათასი ლარით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სოციალური დაცვის, მოქალაქეობრივი და ესტეტიკური აღზრდის მუნიციპალური ცენტრი, რომელიც ფინანსდება სუბსიდიის მუხლით. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი და ტექნიკური წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის განათლებას.
პროგრამის ფარგლებში ცენტრი ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ფილიალების საქმიანობას. მათი მიზნებისა და ამოცანების, ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვა განხორციელებას.
ამ პროგრამით განხორციელდება სახელოვნებო სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ შესაბამისი პირობების შექმნა. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სამუსიკო და სამხატვრო განათლებას.
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინება.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. აგრეთვე მოხდება სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.
ა(ა)იპ სპორტულ გამაჯანსაღებელი მუნიციპალური ცენტრი აქტიურად ანხორციელებს სპორტის სახეობათა მიხედვით სპორტული გუნდების, ჯგუფების და სექციების მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და შეჯიბრებებში, თანამშრომლობს სახელმწიფო და არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებთან, მათთან ერთად ატარებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს (კალათბურთი,ფრენბურთი, მინი–ფეხბურთი, ჭიდაობა, მხიარული სტარტები და სხვა) ცენტრი ეფექტურად იყენებს სპორტულ ნაგებობას, უვლის და პატრონობს, როგორც მას ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს და გამწვანებულ ზოლს. დაფინანსება ხორციელდება სუბსიდიის მუხლით.
ქვეპროგრამის (ა(ა)იპ თერჯოლის მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ სპორცმენებად. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის გუნდი, ჭიდაობის 6 ჯგუფი, ჭადრაკის 2 და ტანვარჯიშის ერთი ჯგუფი. სკოლაში მთლიანდ წვრთნებს გადის 300 მოზარდი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველა ხარჯს სუბსიდიის მუხლით.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ადგილობრივი სპორტული ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობაში ჯანსაღი წესის დამკვიდრებას.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება (ა(ა)იპ ,,საფეხბურთო კლუბი საპოვნელა“ რომელიც თამაშობს უმაღლეს ლიგაში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველა ხარჯს სუბსიდიის მუხლით.
ქვეპროგრამის (ა(ა)იპ თერჯოლის მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ სპორცმენებად. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის გუნდი, ჭიდაობის 6 ჯგუფი, ჭადრაკის 2 და ტანვარჯიშის ერთი ჯგუფი. სკოლაში მთლიანად წვრთნებს გადის 300 მოზარდი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველა ხარჯს სუბსიდიის მუხლით.
ქვეპროგრამის ფარგლებში ცენტრი აქტიურად ანხორციელებს სპორტის სახეობათა მიხედვით სპორტული გუნდების, გჯუფების და სექციების მონაწილეობას სხვადასხვა ტურნირებში და შეჯიბრებებში, თანამშრომლობს სახელმწიფო და არასახელმწიფო სპორტულ ორგანიზაციებთან, მათთან ერთად ატარებს სხვადასხვა სპორტულ შეჯიბრებებს (კალათბურთი,ფრენბურთი, მინი–ფეხბურთი, ჭიდაობა, მხიარული სტარტები და სხვა) ცენტრი ეფექტურად იყენებს სპორტულ ნაგებობას, უვლის და პატრონობს, როგორც მას ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შადრევანს და გამწვანებულ ზოლს. (ა(ა)იპ უზრუნველყოფს თერჯოლის მომავალი თაობების ჩამოყალიბებას პროფესიონალ სპორტსმენებად. სპორტულ სკოლაში ფუნქციონირებს ფეხბურთის გუნდი, ჭიდაობის 6 ჯგუფი, ჭადრაკის 2 და ტანვარჯიშის ერთი ჯგუფი. სკოლაში მთლიანდ წვრთნებს გადის 300 მოზარდი. მუნიციპალიტეტი აფინანსებს ყველა ხარჯს სუბსიდიის მუხლით.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,ვაჟა კუბლაშვილის სახელობის თერჯოლის სამუსიკო საგანმანათლებლო სკოლა,,სადაც მუსიკალურ განათლებას იღებს 130 ბავშვი, სწავლის გადასახადი ერთ ბავშვზე შეადგენს 5 ლარს თვეში.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ,,თერჯოლის სამხატვრო საგანმანათლებლო სკოლა,, სადაც სამხატვრო განათლებას იღებს 50 ბავშვი.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიის მუხლით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ტურიზმის განვითარება. საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროგება, დაცვა, პოპულარიზაცია ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურეობა. შემოქმედებითი კლუბების, სამოყვარულო თეატრების, ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა და განვითარება. სამუზეუმო საქმიანობა და მუზეუმების ფონდების ბაზაზე სამეცნიერო საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება.
ქვეპროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მთლიანად ფინანსდება ბიბლიოთეკის ხარჯები სუბსიდირების მუხლით. საჯარო ბიბლიოთეკა კოორდინაციას უწევს საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლოგრაფიულ მომსახურეობას, ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნების შესწავლასა და ანალიზს, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნასა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილებას. საბიბლიოთეკო ფონდი შეადგენს 41451 წიგნს.
ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება კულტურის სახლი, რომელიცუზრუნველყოფს ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორულ ანსამბლებს,სამოყვარულოთეატრის კულტურულ–შემოქმედებით საქმიანობას, ხელშეწყობასა და განვითარებას.
ამ ქვეპროგრამაში გაერთიანებულია დავით კლდიაშვილის, შალვა და პეტრე ამირანაშვილების და ჩხარის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები. მუზეუმები ანხორციელებენ სამეცნიერო კვლევით, კულტურულ–საგანმანათლებლო ღონისძიებებს, კულტურული მემკვიდრეობის გამოვლენას, შეგროვებას შესწავლას, ექსპონირებას და პოპულარიზაციას, მუზეუმების ფონდების აღრიცხვას, სისტემატიზაციას და დაცვას.
მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიის მუხლით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ტურიზმის განვითარება. საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა, პოპულარიზაცია ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურეობა. შემოქმედებითი კლუბების, სამოყვარულო თეატრების, ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა და განვითარება. სამუზეუმო საქმიანობა და მუზეუმების ფონდების ბაზაზე სამეცნიერო საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება.
პროგრამის ფარგლებში ცენტრი ხელმძღვანელობს და კოორდინირებას უწევს ფილიალების საქმიანობას. მათი მიზნებისა და ამოცანების, ახალი სასწავლო მეთოდების დანერგვა განხორციელებას.
ამ პროგრამით განხორციელდება სახელოვნებო სკოლების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ შესაბამისი პირობების შექმნა. აქვე ფუნქციონირებს შემოქმედებითი წრეები, სადაც მოსწავლე ახალგაზრდობა ეუფლება შესაბამის სამუსიკო და სამხატვრო განათლებას.
აგრეთვე მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა სუბსიდიის მუხლით, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ტურიზმის განვითარება. საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროგება, დაცვა, პოპულარიზაცია ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურეობა. შემოქმედებითი კლუბების, სამოყვარულო თეატრების, ცეკვისა და სიმღერის ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა და განვითარება. სამუზეუმო საქმიანობა და მუზეუმების ფონდების ბაზაზე სამეცნიერო საგანმანათლებლო მუშაობის წარმოება.
ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული ერთადერთი გაზეთ ,,თერჯოლა“–ში მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანოებისმიერ მიღებული სამართლებრივი აქტებისა და ინფორმაციების გამოქვეყნების, შეძენის დაფინანსება და მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში გავრცელება.
პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება სხვადასხვა ღონისძიებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის მეტ ჩართულობას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობასა და მის განვითარებაში. პროგრამის ფარგლებში ასევე დაფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბავშვებისათვის საახალწლო კონცერტებზე ტრანსპორტირებისა და საჩუქრების ხარჯები.
პროგრამის ფარგლებში განხორციელდება თერჯოლა–ტყიბულის ეპარქიის დაფინანსება გრანტების მუხლით.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტი არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებით და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას სუბსიდირების მუხლით, კერძოდ:
· მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საქმიანობათა კოორდინაცია ეპიდსიტუაციის შესახებ და საპასუხო ქმედების განხორციელება;
· დაავადებათა გავრცელების ეტაპობრივი შემცირება მისი კონტროლის გზით. ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება, პროფილაქტიკურ ღონისძიებათა გატარება;
· მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
· სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კერძო სექტორის გარდა) და ამის საფუძველზე ქალაქში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
· გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობა და კონტროლი.
· ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანი ინფექციური და არაგადამდები დაავადებებისა და მასობრივი მოშხამვების, აგრეთვე პროფესიული დაავადებების თავიდან აცილება;
· მუნიციპალიტეტში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობის მონიტორინგი, მოსახლეობისათვის ჯანსაღი გარემოს შექმნის ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტის დასახლებულ ტერიტორიებზე ადამიანისათვის საშიში და შხამიანი ცხოველების ცხოველმყოფელობის დადგენისა და გაუვნებელყოფის ღონისძიებები.
პროგრამა ითვალისწინებს ზედა საზანოს, ჩხარის და ალისუბნის ამბულატორიული მომსახურეობის დაფინანსებას.
პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი მოსახლეობის ერთჯერადი ფინანსური დახმარება (189.2 ათასი ლარი). უსინათლოთა ფინანსური დახმარება (25.0 ათასი ლარი). ოპერაციების თანადაფინანსება (83,6 ათასი ლ;არი). აგრეთვე ქალაქ თერჯოლაში სოციალურად დაუცველ მოსახლეობის ის ნაწილი რომლებიც სარგებლობდა უფასო სასადილოთი უზრუნველყოფილი იქნებიან პროდუქტებით ან შესაბამისი თანხებით ( 10.0 ათასი ლარი). ეპილეფსიით და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება (20.0 ათასი ლარი). აგრეთვე, დიალიზის სახელმწიფო პროგრამას დაქვემდებარებული ბენეფიციარების დახმარება (20.0 ათასი ლარი) და უნარშეზღუდული ბავშვების დღის ცენტრის დაფინანსება 7.0 ათასი ლარი).
აღნიშნული პროგრამით ფინანსდება მუნიციპალიტეტში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე მოქალაქეებისათვის სხვადასხვა ღონისძიებები.
დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მუნიციპალიტეტი ანხორციელებს ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების პროგრამას, რითაც გათვალისწინებულია თერჯოლის მუნიციპალიტეტში მცხოვრები მშობლებისათვის დახმარება. კრძოძოდ; ა) პირველ ან მეორე ახალშობილზე 200 ლარი; ბ) მესამე ახალშობილზე 250 ლარი; გ) მეოთხე, მეხუთე და ა.შ. ახალშობილზე 300 ლარი.
პროგრამა ითვალისწინებს სტიქიური და სხვა მოვლენების შედეგად სახლდაზიანებულთა ფინანსურ დახმარებას.
ამ პროგრამით ხორციელდება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის საჭირო მედიკამენტებითა (81.8 ათასი ლარი) და საკვები პრუდუქტებით (50.0 ათასი ლარი) უზრუნველყოფა.
პროგრამა ითვალისწინებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას. თითოეულ გარდაცვლილ ომის ვეტერანზე 250 ლარის ოდენობით.
ამ პროგრამით გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მოქალაქეების სამედიცინო მომსახურეობის (გეგმიური და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციები და დიაგნოსტიკური კვლევა) ღირებულების ანაზღაურების თანადაფინანსება.
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით.
|