1. ამ კანონით დადგენილი სოციალური დაცვის ღონისძიებები ვრცელდება დაღუპული (გარდაცვლილი) ვეტერანების ოჯახის შემდეგ წევრებზე:
ა) შრომიუუნარო მშობლებზე მიუხედავად მათი ასაკისა;
ბ) მეუღლეზე, რომელიც მეორედ არ დაქორწინებულა;
გ) არასრულწლოვან (18 წლის ასაკამდე) შვილებზე და ოჯახის სხვა შრომიუუნარო წევრებზე, რომლებიც იმყოფებოდნენ დაღუპული (გარდაცვლილი) პირის კმაყოფაზე და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იღებდნენ მარჩენალის პენსიას.
2. დაღუპულთა
(გარდაცვლილთა
) ოჯახის
წევრების
სოციალური
დაცვა
ითვალისწინებს
:
ა
) საპენსიო
უზრუნველყოფას
„სახელმწიფო
პენსიის
შესახებ“ საქართველოს
კანონის
შესაბამისად
:
ბ
) სხვა
სოციალური
დაცვის
გარანტიებს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
:
გ
) საყოფაცხოვრებო-კომუნალური
მომსახურების
–
წყლის
, საყოფაცხოვრებო
და
სხვა
ნარჩენების
გატანას
, გაზის
, ელექტროენერგიის
, ტელეფონის
სააბონენტო
გადასახადებისაგან
გათავისუფლებას
, აგრეთვე
ქალაქში
საქალაქო
ტრანსპორტით
(გარდა
ტაქსისა
) სარგებლობას
, სოფლად
–
საგარეუბნო
და
საქალაქთაშორისო
ტრანსპორტით
სარგებლობას
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად
.
საქართველოს 1999 წლის 24 დეკემბრის კანონი №91 - სსმ I, №52(59) 31.12.1999 წ., მუხ.253
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის 2002 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება №1/1/126,129,158 – სსმ IV, №5, 25.04.2002 წ., გვ.2
საქართველოს 2002 წლის 22 ნოემბრის კანონი №1762 - სსმ I, №31 10.12.2002 წ., მუხ.142
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2458 - სსმ I, №56 28.12.2005 წ., მუხ.400
საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4289 - სსმ I, №51 31.12.2006 წ., მუხ.448
საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №852- ვებგვერდი, 03.07.2025