„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4455-Iს
სარეგისტრაციო კოდი
080080050.05.001.017972
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 11/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

„ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №20, 09.06.2006, მუხ. 171) მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 20. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები

მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები გულისხმობს მოძალადის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარებისკენ, გაჯანსაღებისკენ, განკურნებისა და რეაბილიტაციისკენ მიმართულ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია ძალადობის განმეორების თავიდან აცილება და მსხვერპლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, აგრეთვე მოძალადის მიერ ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. მოძალადის სარეაბილიტაციო ღონისძიებები და მათი განხორციელების წესი და ფორმები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“.

  მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

28 ოქტომბერი 2015 წ.

N4455-Iს