საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ

მიღების თარიღი 06.11.2015
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №564
სარეგისტრაციო კოდი 010220020.10.003.018950
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 09/11/2015
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 828 სიტყვა · ~4 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 87% 03.06.2025 სახელმწიფო გრანტის გაცემისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ სსიპ – სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება 87% 18.07.2025 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ საქართველოში ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეთა რეინტეგრაციის და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა, საქართველოში კანონიერი საფუძვლით მყოფ უცხოელთა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა ადგილობრივი ინტეგრაციის სფეროში გრანტის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 03.04.2019 საჯარო სამართლის იურიდიული პირის - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გრანტების გაცემის წესის, საგრანტო კონკურსის დებულებისა და საგრანტო პროექტების შეფასების კრიტერიუმების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 14.05.2018 კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 87% 20.05.2025

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №564 2015 წლის 6 ნოემბერი    ქ. თბილისი საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის დამტკიცებისა და აღნიშნული პროგრამის განხორციელების მიზნით სახელმწიფო კომისიის შექმნის შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა“. მუხლი 2🔗 ამ დადგენილებით გათვალისწინებული, „საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის“ განხორციელების მიზნით, შეიქმნას სახელმწიფო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა) ირაკლი ღარიბაშვილი − საქართველოს პრემიერ-მინისტრი, კომისიის თავმჯდომარე; ბ) ტარიელ ხეჩიკაშვილი − საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე; გ) ნოდარ ხადური − საქართველოს ფინანსთა მინისტრი, კომისიის წევრი; დ) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, კომისიის წევრი; ე) საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ან მოადგილე, კომისიის წევრი. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების    სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამა მუხლი 1🔗. საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის მიზნები და ამოცანები: საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის (შემდგომში − პროგრამა) მიზნები და ამოცანებია: ა) საქართველოში გასამართი მასშტაბური საერთაშორისო სპორტული ღონისძიებებისათვის შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა; ბ) საქართველოში სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის აშენება და არსებული ობიექტების აღდგენა-რეაბილიტაცია; გ) ამ პროგრამის ფარგლებში მოწყობილი და აღდგენილი/ რეაბილიტირებული ობიექტების შემდგომი ეფექტური გამოყენება. მუხლი 2🔗. პროგრამის არსი 1. პროგრამის განხორციელების მიზნით შექმნილი სახელმწიფო კომისია (შემდგომში − კომისია) ამ პროგრამის პირველი მუხლით გათვალისწინებული მიზნებისა და ამოცანების განხორციელების უზრუნველსაყოფად იღებს გადაწყვეტილებას ინტერესთა გამოხატვის გამოცხადებისა და აღნიშნულთან დაკავშირებული შესაბამისი პირობების განსაზღვრის შესახებ. 2. პროგრამის ფარგლებში მოსაწყობი კონკრეტული ინფრასტრუქტურის ჩამონათვალს კომისიას დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო (შემდგომში − სამინისტრო), დამდგარი საჭიროებიდან გამომდინარე. 3. კომისიის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტში გათვალისწინებულ ჩამონათვალში არსებულ ქონებასთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნული ინტერესთა გამოხატვა ცხადდება საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომელშიც მიეთითება კომისიის მიერ განსაზღვრულ ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობის პირობები. 4. ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე და ასევე, საჭიროების შემთხვევაში, ვრცელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით, რასთან დაკავშირებული ხარჯების გაწევას უზრუნველყოფს სამინისტრო. 5.  კომისია განიხილავს და შეარჩევს ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეთა მიერ წარდგენილ წინადადებებს, გამოავლენს გამარჯვებულს და რეკომენდაციით მიმართავს სამინისტროს, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების თაობაზე. 6. კომისიის რეკომენ­და­­ციის საფუძველზე, სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისი პროექტის მომზადებასა და საქართველოს მთავრობის წინაშე წარდგენას, ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის მიერ შესაბამისი სამუშაოების/მომსახურების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელებისა და წლების მიხედვით დაფინანსების მოცულობის თაობაზე. 7. პროგრამის ფარგლებში შესაბამისი სამუშაოების/მომსახურების განხორციელებისათვის ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულთან სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებას აფორმებს  უშუალოდ სამინისტრო ან მის დაქვემდებარებასა და მართვაში შემავალი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები. მუხლი 3🔗. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულთან დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების სავალდებულო პირობები 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მოთხოვნების გარდა, სამინისტროს მიერ ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულთან დადებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება უნდა ითვალისწინებდეს შემდეგ სავალდებულო პირობებს: ა) შესაბამისი სამუშაოების/მომსახურების განხორციელებას კომისიის მიერ განსაზღვრულ ვადებში (ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულის საკუთარი ხარჯებით); ბ) ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულისათვის გაწეული სამუშაოების/მომსახურების ხარჯების ეტაპობრივად ანაზღაურებას, სამუშაოების/მომსახურების შესრულების შესახებ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან არა უმეტეს 5 წლის განმავლობაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების შესახებ მიეთითება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების თაობაზე შესაბამის ინფორმაციაში (კონკრეტული ვადებისა და დეტალების მითითებით). 3. ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირობებში ცვლილებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე. მუხლი 4🔗. პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ქმედებები 1. სამინისტროსთვის ან  მის დაქვემდებარებასა და მართვაში შემავალი შესაბამისი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ უძრავი ქონების (მიწის ნაკვეთი და მასზედ არსებული შენობა-ნაგებობა) გადაცემა, რომელზეც უნდა მოეწყოს ახალი სპორტული ინფრასტრუქტურა ან უნდა მოხდეს არსებულის აღდგენა-რეაბილიტაცია, განხორციელდება „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უძრავი ქონების ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაბამის ავტონომიურ რესპუბლიკას ან მუნიციპალიტეტს ეთხოვება მოცემული უძრავი ქონების სამინისტროსთვის ან მის დაქვემდებარებასა და მართვაში შემავალი შესაბამისი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის გადაცემის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, კანონმდებლობის თანახმად. 3. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებულისათვის ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ხარჯების ანაზღაურების მიზნით, სამინისტროს ან  მის დაქვემდებარებასა და მართვაში შემავალი შესაბამისი საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ  მრავალწლიანი შესყიდვა ხორციელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, ხოლო აღნიშნული შესყიდვის უზრუნველსაყოფად დაფინანსების წყარო შესაძლებელია იყოს: ა) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; ბ) ავტონომიური რესპუბლიკების  ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; გ) მუნიციპალიტეტების ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრები; დ) კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროები (მათ შორის, კერძო ინვესტიციები). 4. ამ პროგრამის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდგომ, სამინისტროს მიერ წარდგენილი წინადადებების საფუძველზე, ობიექტების შემდგომი ეფექტური გამოყენების მიზნით, კომისია იღებს გადაწყვეტილებას მათი შემდგომი განკარგვის თაობაზე, რაც უნდა განხორციელდეს კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 5🔗. კომისიის საქმიანობის წესი   1. კომისიის სხდომა მოიწვევა პერიოდულად, კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.    2. კომისიის სხდომას უძღვება კომისიის თავმჯდომარე და კომისია უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა არანაკლებ ნახევრისა, ხოლო გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უმრავლესობით (ხმების გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომისიის თავმჯდომარის ხმა). 3. კომისიის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება შესაბამისი ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომაზე დამსწრე კომისიის წევრები. 4. კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, კომისიის სხდომას შესაძლებელია, ესწრებოდნენ მოწვეული პირები, რის თაობაზეც აღნიშნული პირებისათვის შესაბამისი შეტყობინების მიწოდებას უზრუნველყოფს სამინისტრო.