ქ.თბილისში, ისნის რაიონში, ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალი ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
30.10.2015 ძალადაკარგული 27.11.2015
ნომერი
№400
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.101.016087
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 09/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

 

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

განკარგულება №400

2015 წლის 30 ოქტომბერი

ქ. თბილის ი

ქ. თბილისში, ისნის რაიონში, ლადო მესხიშვილის ქუჩისთვის და მასთან არსებული შესახვევისთვის მომღერალი ეთერ კაკულიას სახელის მინიჭების შესახებ  

1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” 68-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილებისა და „ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 16 ივნისის №14-59 დადგენილების თანახმად, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერის ინიციატივის საფუძველზე, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

ა) ისნის რაიონში, ლადო მესხიშვილის ქუჩას და მასთან არსებულ შესახვევს მიენიჭოს მომღერალ ეთერ კაკულიას სახელი, თანდართული რუკის თანახმად.

ბ) ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ ოთხი თვის ვადაში უზრუნველყოს ამ განკარგულების შესასრულებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.

2. განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე -12 კმ, №6).

 

საკრებულოს თავმჯდომარე                           გიორგი ალიბეგაშვილი


 

Description: C:\Users\e.samitashvili\Desktop\New folder\30002.jpg