აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.11.2015
გამომცემი ორგანო აჟარის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.102.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/11/2015
matsne.gov.ge 558 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე სპარტაკ გურჩიანი აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საჩხერის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 31.07.2019 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 27.12.2019 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 30.05.2018 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 31.08.2018 ასპინძის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 91% 04.05.2018

დოკუმენტის ტექსტი

აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2015 წლის 6 ნოემბერი ქ. თბილისი აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, 99-ე მუხლის და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 67-ე მუხლის შესაბამისად, აჟარის (ზემო აფხაზეთი)  მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი №1 დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესპარტაკ გურჩიანი დანართი №1 აჟარის (ზემო აფხაზეთი)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. აჟარის (ზემო აფხაზეთი)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან   სარეზერვო ფონდის ხარჯვის წესი (შემდგომ ტექსტში – წესი) მიზნად ისახავს აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სარეზერვო ფონდის ხარჯვის მექანიზმის  განსაზღვრას. 2. სარეზერვო ფონდის მოცულობა განისაზღვრება აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, რომლის მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნების მთლიანი მოცულობის 2%-ს, რომელსაც ამ წესის შესაბამისად განკარგავს ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს ხელმძღვანელი – გამგებელი.   3. დაუშვებელია სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრებით (გარდა გამოთანაბრებითი ტრანსფერისა) ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის გაზრდა. 4. სარეზერვო ფონდის განსაზღვრისას დამტკიცებული (დაზუსტებული) ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური გადასახდელების საერთო ასიგნებას აკლდება წინა წლებში წარმოქმნილი ვალის დაფარვისა და მომსახურების (პროცენტის გადახდის) ან/და სახელმწიფოს მიერ გარანტირებულ სესხზე გადასახდელი თანხა. მუხლი 2🔗. სარეზერვო ფონდის განკარგვა 1. სარეზერვო ფონდიდან ამ წესის შესაბამისად ფინანსდება: ა) ზემო აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის დევნილი მოსახლეობისათვის, სტიქიური მოვლენებისგან და სხვა სახის კატასტროფებისაგან გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები და აგრეთვე იმ გაუთვალისწინებელი და სახელმწიფოებრივად აუცილებელი ხარჯების დასაფინანსებლად, რომელთა განსაზღვრა ბიუჯეტის კანონით არ არის  გათვალისწინებული. ბ) საგანგებო და საომარი მოქმედების დროს შექმნილი საფრთხეებისგან მშვიდობიანი მოსახლეობის საევაკუაციო და დაცვითი (მათ შორის, ჯანმრთელობის დაცვითი) ღონისძიებები;  გ) ადგილობრივი პროგრამები (ქვეპროგრამები), ღონისძიებები, რომლებიც განეკუთვნება ადგილობრივი თვითმმართველობის უფლებამოსილებას და მათი გათვალისწინება შეუძლებელი იყო ბიუჯეტის დამტკიცების დროს ან/და ამ ღონისძიების დაგვიანებით გატარებისაგან გამოწვეული ზიანი არსებითად აღემატება მასზე გასაწევი ხარჯისაგან სხვა მოსალოდნელ მატერიალურ სიკეთეს.  2. სარეზერვო ფონდიდან იკრძალება იმ პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების დაფინანსება, რომლის ხარჯებიც უკვე განსაზღვრულია წლიურ ბიუჯეტში, როგორც მიმდინარე ან კაპიტალური ხარჯები, თუ ეს საჭიროება არ დადგა ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ნორმების შესაბამისად. მუხლი 3🔗. სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფა 1. ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული შედეგების დადგომისას გამგებელი გამოსცემს ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს – ბრძანებას, სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ, სადაც ბრძანების სხვა რეკვიზიტებთან ერთად მითითებული უნდა იყოს: ა) დასაფინანსებელი პროგრამებით (ქვეპროგრამებით), ღონისძიებით დასახული მიზანი და მოსალოდნელი შედეგი; ბ) პროგრამისათვის (ქვეპროგრამისათვის), ღონისძიებისათვის გამოყოფილი თანხის ოდენობა; გ) კონკრეტული მითითება თანხის გადანაწილების თაობაზე, თუ ფინანსდება პროგრამის (ქვეპროგრამის), ღონისძიების ორი ან/და მეტი მიმართულება; დ)  შესრულებასა და კონტროლზე პასუხისმგებელი პირების გვარი, სახელი და თანამდებობა, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში მისი ორგანიზაციული ფორმა და საფირმო სახელწოდება ხელმძღვანელი პირის მითითებით.  2.   თუ საფრთხის აცილებისათვის, ნაწილობრივ აცილებისათვის ან საფრთხის ეფექტის შენელებისათვის საჭიროა დაუყოვნებელი ქმედებების განხორციელება, გამგებელი უფლებამოსილია გამოსცეს ზეპირი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც აუცილებლად 3 დღის ვადაში უნდა გამოიცეს წერილობით. 3.  გამგებლის ბრძანების საფუძველზე საფინანსო-საბიუჯეტო და განათლების, კულტურის, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური „აჟარის (ზემო აფხაზეთის) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და პროგრამულ კოდებს შორის გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ აჟარის (ზემო აფხაზეთი) მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №33 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით აზუსტებს წლიური ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებებს. 4.  საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 85-ე მუხლის საფუძველზე, ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვის ვადაში ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა საკრებულოს წარუდგენს ბიუჯეტის, მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების კვარტალურ მიმოხილვას.