„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№33
სარეგისტრაციო კოდი
010250040.35.105.016231
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 12/11/2015
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2015 წლის 6 ნოემბერი

ქ. ზუგდიდი

 

,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული  აქტების  შესახებ“ საქართველოს  კანონის  მე-20  მუხლის  შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 18/07/2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250040.35.105.016147) შეტანილ იქნეს  ცვლილება  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების 134-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 1341 და 1342 მუხლები და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 1341. საკრებულოს საქმისწარმოება

1. საკრებულოში ხორციელდება ელექტრონული საქმისწარმოება.

2. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა საკრებულოში ხორციელდება „სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში საქმისწარმოების ავტომატიზებული სისტემის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 21 თებერვლის N64 დადგენილების შესაბამისად.

3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვა ხორციელდება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“ მეშვეობით.

4. საკრებულოს საქმისწარმოებაში გამოყენებული ელექტრონული დოკუმენტების სახეები, მათი გაფორმების სტანდარტები განისაზღვრება სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამით „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა“, აგრეთვე ავტომატიზებული ელექტრონული პროგრამით: „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემა.“.

5.  საკრებულოს ელექტრონულ საქმისწარმოებას დადგენილი სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

მუხლი 1342 ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვა

1. ამ რეგლამენტის 1341 მუხლით განსაზღვრული ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვის მიზნით, საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს:

ა) სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს“ ავტომატიზებული პროგრამის „დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის“დანერგვა;

ბ) ავტომატიზებული პროგრამის „მუნიციპალიტეტების მართვის სისტემის“ დანერგვა;

გ) საკრებულოს აპარატის მოხელეთა სწავლება ელექტრონული საქმისწარმოების ავტომატიზებული პროგრამების ეფექტიანი გამოყენების მიზნით.

2. ელექტრონული საქმისწარმოების დანერგვამდე  საკრებულოს საქმისწარმოება დასაშვებია დადგენილი წესით ქაღალდზე შესრულებული ბეჭდური დოკუმენტების მეშვეობით, დოკუმენტბრუნვის არსებული სისტემის შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 06.11.2015.
როდის იქნა მიღებული „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 06.11.2015. მიმღები ორგანო — ზუგდიდის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №33. სარეგისტრაციო კოდი — 010250040.35.105.016231.
რამდენი მუხლისგან შედგება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 06.11.2015 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტი) დამტკიცების შესახებ“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №33, 06.11.2015, სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.105.016231 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.11.2015). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3044757/