„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №575 |
|
2015 წლის 9 ნოემბერი ქ. თბილისი |
1. 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„23. შრომითი, სასწავლო, ოჯახის გაერთიანების მიზნით, საქართველოს ყოფილი მოქალაქისა და მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვების მიღების მიზნით, განცხადების შეტანიდან:
ა) 30-ე კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი;
ბ) მე-20 კალენდარულ დღეს გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 120 ლარი;
გ) 10 კალენდარული დღის ვადაში გაცემისათვის – მომსახურების საფასური 210 ლარი და დაჩქარებული მომსახურების საფასური 200 ლარი.“.
2. 231 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 232 პუნქტი:
„232. მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვისა და დროებითი ბინადრობის ნებართვის გაცემისთვის მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.“.
|