„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №603 |
|
2020 წლის 29 სექტემბერი ქ. თბილისი |
1. მე-3 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) მატერიალური დოკუმენტის წარდგენიდან ან დამზადებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ლეგალიზაციისათვის ან აპოსტილით დამოწმებისათვის – 40 ლარი;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის – 40 ლარი;“.
2. 31 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი:
„ე) ელექტრონული დოკუმენტის წარდგენიდან 3 სამუშაო დღის ვადაში ელექტრონული აპოსტილით დამოწმებისათვის, თუ განცხადება წარდგენილია შესაბამის ვებგვერდზე კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით – 40 ლარი.“.
|